Universita Cattolica del Sacro Cuore (UCSC) – ევროპის უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტი, რომლის ხუთ კამპუსში 40000 -ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 23000 სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ კამპუსში მილანში. ქალაქ ბრეშიაში, იტალიის ჩრდილოეთში, უნივერსიტეტის ექვსი ფაკულტეტია განთავსებული, 4 ფაკულტეტი – პიაჩენცა-კრემონაში. ხოლო რომში მდებარეობს მსოფლიოში აღიარებული მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტი.
უნივერსიტეტი 1921 წელს დააარსა ექიმმა და ფსიქოლოგმა აგოსტინო ჯემელიმ, რომლის სახელსაც დღემდე ატარებს უნივერსიტეტის კლინიკა რომში (სწორედ ჯემელის კლინიკაში ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, მას შემდეგ რაც მასზე განხორციელდა თავდასხმა 1981 წელს. ამის შემდეგ პაპს არაერთხელ ჩაუტარდა მკურნალობა ამ კლინიკაში).
სახელწოდების მიუხედავად, უნივერსიტეტი არ არის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულება. მას აქვს 14 აკადემიური სკოლა, 70 კვლევითი ცენტრი, 200 სასწავლო პროგრამა იტალიურ ენაზე და 49 ინგლისურ ენაზე.
უნივერსიტეტს შესანიშნავი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს, მისი რეიტინგი ყოველ წელს იზრდება. QS Top Universities რეიტინგის მიხედვით, Cattolica 17 მიმართულებით მსოფლიოს ტოპ 50-350-ში შედის.
უნივერსიტეტი ტოპ-160 შედის მსოფლიოში (QS Graduate Employability Rankings) კურსდამთავრებლთა დასაქმების მიხედვით. ეს არც არის გასაკვირი, რადგან Cattolica-ს კურსდამთავრებულთა შორის ისეთი ადამიანებია, როგორც:
- რომანო პროდი (ყოფილი პრემირ-მინისტრი და ევროკომისიიის პრეზიდენტი)
- ოსკარ ლუიჯი სკალფარო (იტალიის პრეზიდენტი 1992-1999)
- ლორენცო ორნაგი (მონტის მთავრობის კულტურის მინისტრი)
- პაოლო სარდი (კარდინალი)
- მონიკა მაჯიონი (ჟურნალისტი და რეჟისორი, RAI News-24 დირექტორი)
- მიკელე ნორსა (CEO, Salvatore Ferragamo)
- კონჩეტა ლანსიე (Louis Vuitton-ის მოდის სახლის ვიცე-პრეზიდენტი)
- ნიკოლა ტრუსარდი (Trussardi-ს მოდის სახლის მფლობელი, დიზაინერი)
- ჟანლუიჯი ძენტი (Academia Barilla-ს პრეზიდენტი)
- ლორენცო ბონომო (European Society of Radiology – პრეზიდენტი)
- რანკო კოლონი (Cartier International-ის პრეზიდენტი)
- ალესანდრო ნიტი (JP Morgan, UK-ის ვიცე-პრეზიდენტი)
- ერნესტო პაოლილო (CEO Football Club Inter Milano)
- ანნა ტარანტოლა (იტალიის ბანკის მმართველი დირექტორი)
- გაბრიელე დელ ტორკიო (Alitalia-ს ვიცე პრეზიდენტი და CEO)
- დინო პიერო ჯიარდა (პრეზიდენტი Banca Popolare Italiana)
- ჯიანპაოლო მარინი (CEO, Rolex S.p.a.) და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი
გირჩევთ უნივერსიტეტში შესვლის განაცხადი გააკეთოთ რაც შეიძლება ადრე. უნივერსიტეტი ძალიან პოპულარულია და ხშირად ადგილები დედლაინის დადგომამდეც ივსება.
კონსულტაცია Cattolica-ში ჩაბარებასთან დაკავშირებით უფასოა.
ჩვენი მეშვეობით გაგზავნილი განაცხადი განიხილება უფასოდ – სააპლიკაციო მოსაკრებელს EUR75 თქვენ არ გადაიხდით |
2026/26 აკადემიურ წელს სწავლის საფასური ნაწილობრივი სტიპენდიით შეადგენს:
საბაკალავრო პროგრამები EUR 5600
2-წლიანი სამაგისტრო პროგრამები – EUR 6400
1-წლიანი მასტერ პროგრამებზე სწავლის საფასური განსხვავებულია პროგრამის მიხედვით.
სამაგისტრო პროგრამები (2-წლიანი) >
სამაგისტრო პროგრამები (1-წლიანი) >
უკვე არაერთი ქართველი სტუდენტი ჩაერიცხა ამ უნივერსიტეტში ჩვენი დახმარებით და მიიღეს სტიპენდიები Cattolica-ში სწავლის გასაგრძელებლად! იყავით შემდეგი!