
მალტა – ხმელთაშუა ზღვის პატარა ქვეყანა (ფართობი 316 კვ.კმ) მდებარეობს მალტის არქიპელაგზე, და შედგება კუნძულებისგან მალტა, გოზო და კომინო, არის რამდენიმე დაუსახლებული კუნძულიც . მალტაზე თითქმის ყოველთვის ანათებს მზე, წლის ყველაზე ცივი პერიოდის დროსაც კი ტემპერატურა საშუალოდ 14 გრადუსია, კუნძულის მცხოვრებნი ცნობილი არიან თავისი სტუმართმოყვარეობით, კეთილგანწყობით და მშვიდი ბუნებით. კუნძულებზე პრაქტიკულად არ არსებობს დანაშაული.
მალტაზე არ არის არც მდინარეები, არც ტბები და მთები, ბევრი მალტას სათამაშო ქვეყანას ეძახის. ფაქტიურად ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში ფეხით შეიძლება მისვლა! მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის სამი არც თუ დიდი კუნძული ისტორიული დრამატული მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობდა.
ძნელია ქვეყანაზე მოძებნო მსგავსი ადგილი, სადაც ასეთ მცირე ფართობზე თავმოყრილი იყოს კაცობრიობის ისტორიის და კულტურის ამ რაოდენობის უნიკალური ნიმუში. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ეკუთვნის ქვის ხანის პერიოდის ლითონის კულტურას და იოანიტების ორდენის რაინდულ კულტურას. მალტაზე მდებარეობს მსოფლიოში უძველესი ქვის მონასტრები-სიწმინდეები, რომლებიც 1000 წლით უფრო “ხნიერები” არიან ეგვიპტის პირამიდებზე.
მალტის ისტორია ბევრ საიდუმლოს ინახავს და აქ ბევრი ლეგენდა დაიბადა. მაგალითად ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს იმ გემის ჩაძირვაზე, რომლითაც წმინდა პავლე მგზავრობდა რომისკენ, ჩვენი წელთაღრიცხვის 60 წელს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მალტაზე ქრისტიანობის ჩასახვას.
1800 წლიდან 1964 წლამდე მალტა ბრიტანეთის კოლონია იყო. ინგლისური ენა მალტურ ენასთან ერთად სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მალტაზე შეგიძლიათ ნახოთ ისეთივე წითელი სატელეფონო ჯიხურები, როგორც ინგლისშია. არცაა გასაკვირი, რომ მალტა ინგლისური ენის შესასწავლად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა, მითუმეტეს, რომ შესაძლებელია ენის შესწავლა დასვენებასთან და გართობასთან შეათავსო.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ინგლისური ენის კურსები ზრდასრულთათვის და საზაფხულო სკოლები ბავშვებისთვის მალტის სხვადასხვა სკოლაში. ყველა სკოლა რაღაცით განსხვავებულია ერთმანეთისაგან და განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. შევეცდებით შეგირჩიოთ სკოლა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ხასიათს.
საზაფხულო სკოლები (ბმული ინგლისური ენის კურსები (ბმული)