libra

libra

+995 555 535 535

ფუფუნების საგნების მენეჯმენტი (Luxury Management. Luxury Brand Management) XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ყალიბდება. ფუფუნების საგნებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე იქცა გლობალურ ტრენდად და ყოველწლიურად მატულობს. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი ფუფუნების საგნებზე ფასების მატება ყოველწლიურად იზრდებოდა, მათ შორის: ლუქს-კლასის ავტომობილები – 8%, ლუქს- კლასის სასტუმროები -7%, პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის ტყავის აქსესუარები, მოდური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პარფიუმერია და სუნამოები – 13%. 2015 წელს ინდივიდუალური მოხმარების ფუფუნების საგნების გაყიდვებმა 253 მილიარდი ევრო შეადგინა.

ფუფუნების საგნების მენეჯმენტი – არის სფერო, რომელშიც წარმატებული მოღვაწეობისათვის აუცილებელია ბიზნესის პროფესიული ცოდნისა და უმაღლესი ხარისხის საგნების (მაღალი მოდის ნიმუშები, აქსესუარები, პარფიუმერია  და სხვა) დაფასების უნარის შეხამება.

ეს პროფესია იდეალურია კრეატიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც ამავე დროს გააჩნიათ სტრატეგიული ხედვის უნარი, მათთვის ვისაც კარგად გამოსდის კლიენტებთან ურთიერთობის აწყობა და სურთ იმუშაონ მსოფლიოში ცნობილ ბრენდების სამყაროში.