Kozminski University ვარშავაში მდებარეობს, ის პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძო უნივერსიტეტია და განსაკუთრებით ძლიერია ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებებით.
1993 წელს დაარსებულ უნივერსიტეტში დაახლოებით 12 000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 1500-ზე მეტია საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 88 ქვეყნიდან. კოზმინსკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვი 70 000-ს აღემატება.
საერთაშორისო რეიტინგები და აღიარება
Kozminski University-ს მაღალ პოზიციებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში:
Financial Times European Business Schools 2025 რეიტინგში უნივერსიტეტმა 43-ე ადგილი დაიკავა, პოლონეთის ბიზნეს-სკოლებს შორის კი იგი პირველ ადგილზეა.
Financial Times Masters in Finance 2026 წლის რეიტინგში კოზმინსკის პროგრამა Master in Finance and Accounting მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა.
პოლონურ Perspektywy 2026 რეიტინგში უნივერსიტეტი კვლავ დასახელდა პოლონეთის საუკეთესო არასახელმწიფო უნივერსიტეტად.
Kozminski-ს აქვს ბიზნესსკოლებისთვის სამი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აკრედიტაცია — AACSB, EQUIS და AMBA, ე.წ. Triple Crown. სამმაგი აკრედიტაცია მსოფლიოს ბიზნესსკოლების მხოლოდ 1%-ს აქვს.
უნივერსიტეტს 220-ზე მეტი პარტნიორ-უნივერსიტეტი ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბიზნესსკოლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო მობილობას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ხელმისაწვდომია ორმაგი დიპლომის მიღების პროგრამებიც.
საბაკალვრო პროგრამები 3-წლიანია და იწყება ოქტომბერში. ერთი წლის სწავლის საფასური ბაკალავრიატზე შეადგენს დაახლობით €8 970 პირველ კურსზე და იზრდება €10 800-მდე მე-3 კურსზე. თანხა ევროში ცვალებადია და დამოკიდებულია პოლონური ზლოტის და ევროს გაცვლოთი კურსზე.
ინფორმაცია საბაკალვრო პროგამების შესახებ და პროგრამების ჩამონათვალი >
სამაგისტრო პროგრამები 2-წლიანია. 2026/27 აკადემიურ წელს მათი საფასური შეადგენს 38 800 PLN (~€8 965) პირველ კურსზე და 42 800 PLN (~€9 890) მე-2-ზე.
ინფორმაცია სამაგისტრო პროგამების შესახებ და პროგრამების ჩამონათვალი >