International Foundation

ბრიტანელი მოსწავლეები, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურთ, სკოლაში 13 წლის განმავლობაში სწავლობენ. ბოლო 2 წელი ეთმობა ე.წ. A-Level პროგრამას, რომელიც შერჩეულ პროფესიასთან დაკავშირებულ 3-4 საგნის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს. ჩვენს ქვეყანაში საშუალო სკოლა თორმეტწლიანია ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო საგნები იმისდამიუხედავად, თუ რომელ სფეროში აპირებს სტუდენტი სპეციალიზაციას მომავალში. ამასთან, სწავლების პროგრამა და მეთოდიკა ბრიტანულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. პროგრამა Foundation სპეციალურად […]
Luxury Brands Management

ფუფუნების საგნების მენეჯმენტი (Luxury Management. Luxury Brand Management) XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ყალიბდება. ფუფუნების საგნებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე იქცა გლობალურ ტრენდად და ყოველწლიურად მატულობს. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი ფუფუნების საგნებზე ფასების მატება ყოველწლიურად იზრდებოდა, მათ შორის: ლუქს-კლასის ავტომობილები – 8%, ლუქს- კლასის სასტუმროები -7%, პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის ტყავის აქსესუარები, მოდური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პარფიუმერია […]
საზაფხულო სკოლა – სასარგებლო არდადეგები

საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას, სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებსა და ექსკურსიებს. საზაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრაც და გაცილება შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ფართოა. რა სხვაობაა მათ შორის? უპირველეს ყოვლისა, ის, თუ ვინ (რა […]