პოლონეთი უცხოელი სტუდენტებისთვის სულ უფრო პოპულარული ევროპული მიმართულებაა. ხარისხიანი ევროპული განათლება პოლონეთში ინგლისურ ენაზეც შეგიძლიათ მიიღოთ.
პოლონეთი – მაღალგანვითარებული ქვეყანაა. ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ცხოვრების მაღალი ხარისხი ახასიათებს.
პოლონეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მოწესრიგებულ ქვეყნად ითვლება.
ვარშავა პოლონეთის მთავარი ბიზნეს და ფინანსური ცენტრია, სადაც მრავალი საერთაშორისო კომპანია, ბანკი, საკონსულტაციო, ტექნოლოგიური ბიზნესი და სტარტაპია განთავსებული, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ უმსხვილეს ევროპულ ბიზნეს-ცენტრში, და პარალელურად პროფესიული გამოცდილების მიღებაც დაიწყონ.
პოლონეთში უმაღლესი განათლების მიღება უფრო შეღავათიან ფასებში არის შესაძლებელი ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სტუდენტებს მუშაობის უფლება აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე, სწავლის დასრულების შემდეგ შეიძლება 9-12 თვით დარჩენა სამსახურის პოვნის მიზნით.