სიახლეები

20.03.19

Webinar - სწავლა იტალიაში ნაეილობრივი დაფინანსებით
უფასო ვიდეო-კონფერენცია, რომელსაც Universita Cattolica del Sacro Cuore ჩაატარებს 4 აპრილს.

ვრცლად

16.03.19

ინგლისური ენის კურსები მალტაზე - სპეციალური შეთავაზება
2 კვირა €599!  8 კვირა - €1880!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

სწავლა საზღვარგარეთ: საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და ენის შესწავლა იმ ქვეყანაში, რომელშიც მასზე საუბრობენ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საერთაშორისო განათლების სამყაროში შესაძლოა გზა ადვილად აგერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. სააგენტო „LIBRA“ საერთაშორისო განათლების სფეროში 2003 წლიდან მუშაობს, აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ჩამოყალიბებული ურთიერთობები წამყვან უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან და ფლობს სრულ საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ ოპერატიულად და თანამიმდევრულად უზრუნველყოს თქვენი საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება. რაც მთავარია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწავლა თქვენთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს, გაამართლოს თქვენი მოლოდინი და იყოს კომფორტული. რადგანაც უმეტეს შემთხვევაში  სასწავლო პროგრამის გავლისას სასურველი შედეგის მიღება დამოკიდებულია სწორ, რელევანტულ სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამის შერჩევაზე, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს მომავალ გეგმებს, ნიჭს, ხასიათსა და ინტერესებს.

მოხარული  ვიქნებით  დაგეხმაროთ.

 
 
დიდი ბრიტანეთი პროგრამები
აშშ პროგრამები
შვეიცარია პროგრამები
ესპანეთი პროგრამები
იტალია პროგრამები
საფრანგეთი პროგრამები
 
გერმანია პროგრამები
ნიდერლანდები პროგრამები
მალტა პროგრამები
ჩინეთი პროგრამები
უნგრეთი პროგრამები
სხვა ქვეყნები პროგრამები
 
 
სასარგებლო ინფორმაცია

Art Management and Administration

უკვე რამდენიმე წელია განათლების სამინისტროსთან არსებული განათლების საერთაშორისო ცერნტრი ქართველ სტუდენტებს უფინანსებს სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე  უცხოურ უნივერსიტეტებში. ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დგინდება პრიორიტეტული მიმართულებები. 2019-2020 აკადემიურ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.

რომელი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ვისწავლოთ ამ სპეციალობით?

ვრცლად

ყველა

საერთაშორისო ტესტები: IELTS, TOEFL

წარმატებულ კარიერ საფუძვლად რამდენიმე ფაქტორი უდევს, ამ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – ხარისხიანი განათლებაა. გეგმავთ საზღავარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას? არ დაგავიწყდეთ საერთაშორისო ტესტის IELTS ან TOEFL-ის ჩაბარება. 

ვრცლად

ყველა

საზაფხულო სკოლა - სასარგებლო არდადეგები

საზაფხულო პროგრამები ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ  3–4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებს და ექსკურსიებს. საზაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრა და გაცილება  შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ძალიან ფართოა. რა სხვაობაა მათ შორის?

ვრცლად

ყველა