libra

libra

+995 555 535 535

ბრიტანელი მოსწავლეები, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურთ, სკოლაში 13 წლის განმავლობაში სწავლობენ. ბოლო 2 წელი ეთმობა ე.წ. A-Level პროგრამას, რომელიც შერჩეულ პროფესიასთან დაკავშირებულ 3-4 საგნის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს. ჩვენს ქვეყანაში საშუალო სკოლა თორმეტწლიანია ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო საგნები იმისდამიუხედავად, თუ რომელ სფეროში აპირებს სტუდენტი სპეციალიზაციას მომავალში. ამასთან, სწავლების პროგრამა და მეთოდიკა ბრიტანულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

პროგრამა Foundation სპეციალურად შეიქმნა იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ზოგადი აკადემიური და ინგლისური ენის ცოდნის დონე არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთვისაა აუცილებელი. პროგრამას ხშირად “Pathway”-ს უწოდებენ – უცხოელი სტუდენტებისათვის სწორედ ეს პროგრამა წარმოადგენს გზას პრესტიჟულ ბრიტანულ უნივერსიტეტში.

პროგრამის მიზანია არასაკმარისი აკადემიური დონის კომპენსაცია, მოსწავლეების მიერ ძირითადი საგნების ცოდნის, ბრიტანეთში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და როგორც ზოგადი, ასევე აკადემიური ინგლისური ენის სრულყოფა. ამასთან ერთად, სტუდენტებს საშუალება აქვთ შეეჩვიონ ბრიტანეთისთვის დამახასიათებელ სწავლების მეთოდებს, შეიძინონ დამოუკიდებელი მუშაობის, ანალიზის და კვლევის უნარ-ჩვევები.

პროგრამის ხანგრძლივობა 9-12 თვეს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ინგლისური ენის დონე მაღალია, ზოგი სასწავლო დაწესებულება ექვსთვიან პროგრამას სთავაზობს. სტუდენტის ასაკი – მინიმუმ 17, მოთხოვნები ინგლისური ენის ცოდნის მიმართ განსხვავებულია პროგრამის ხანგრძლივობისა და სასწავლებლის მიხედვით.

პროგრამის ხანგრძლივობა 9-12 თვეს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ინგლისური ენის დონე მაღალია, ზოგი სასწავლო დაწესებულება ექვსთვიან პროგრამას სთავაზობს. სტუდენტის ასაკი – მინიმუმ 17 წელი, მოთხოვნები ინგლისური ენის ცოდნის მიმართ განსხვავებულია პროგრამის ხანგრძლივობისა და სასწავლებლის მიხედვით.

პროგრამის წარმატებული დამთავრება ხშირად ითვალისწინებს გამარტივებულ ჩარიცხვას იმ უნივერსიტეტში, რომლის ბაზაზეც ეს პროგრამა გაიარეთ, ან პროგრამა Foundation-ის პროვაიდერის პარტნიორ-უნივერსიტეტში. თუმცა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტშიც ჩაბარება. UCAS-ის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით განაცხადის ერთდროულად ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში შეიძლება გაგზავნა. გაითვალისწინეთ, რომ Oxford-ის  და Cambridge-ის უნივერსიტეტები პროგრამა Foundation-ს არ აღიარებენ და თუ თქვენი მიზანი ამ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლაა, აუცილებელია  A Level ან International Baccalaureate პროგრამის გავლა. სხვა რამდენიმე ტოპ ბრიტანულ უნივერსიტეტსაც აქვს თავისი მოთხოვნები ამ პროგრამის აღიარებასთან დაკავშირებით.

 

სად შეგიძლიათ გაიაროთ პროგრამა International Foundation:

Aberystwyth University

INTO Universities Partnerships