Skip to main content

libra

+995 555 535 535

ენის კურსები საზღვარგარეთ

ისწავლეთ უცხო ენა იქ, სადაც მასზე საუბრობენ

შესაძლებელია თუ არა ხმელეთზე ცურვის შესწავლა? სანაპიროზე იწვე, ზღვას შესცქეროდე, მაგრამ ზღვის მლაშე და ლურჯი ზვირთები სხეულზე არ გელამუნებოდეს? კარგ მასწავლებელთან, თანამედროვე სახელმძღვანელოების დახმარებით შესაძლებელია გრამატიკის და ელემენტარული საკომუნიკაციო ფრაზების შესწავლა. მაგრამ ეს ხომ მაინც ხმელეთზე ცურვის მსგავსი იქნება…

შეიცნო შენთვის ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობი ენა, შეიგრძნო იგი, აღფრთოვანდე მისი სიმდიდრითა და თვითმყოფადობით, ეს მხოლოდ ამა თუ იმ ენის სამშობლოშია შესაძლებელი. ჩაიძირო იქაური ქალაქური ცხოვრების ატმოსფეროში ან განიტვირთო სოფლის მყუდრო იდილიით, სხვებთან ერთად ჩამოჯდე ქუჩის ღია კაფეებსა ან პაბებში… იქ, სადაც იმ ენაზე საუბრობენ ისინი, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია.