libra

libra

+995 555 535 535

საზაფხულო სკოლა ქალაქ ვინჩესტერში. ჯგუფის კომპლექტაცია!

 

11-17 წლამდე მოზარდთათვის

28/07/2024 – 10/08/2024

საცხოვრებელი: 1-ადგილიანი ოთახები საკუთარი აბაზანა-ტუალეტით

პროგრამის საფასური:  GBP2240

დამატებითი ხარჯები: ავიაბილეთი ( $D350-$450), ვიზის მოსაკრებლები ($152+GBP76.50)

(ქალაქი ვინჩესტერი (Winchester) ჰემფშირის საგრაფოში, ლონდონიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს. ქალაქი დაარსდა რომის იმპერიის ხანაში. 1000 წლის წინ ვინჩესტერი ინგლისის მთავარი ქალაქი იყო – უესექსის სამეფოს დედაქალაქი, სადაც ალფრედ დიდის შემდეგ  საქსონიის სხვა მეფებიც ცხოვრობდნენ. ეს არის უძველესი ისტორიის მქონე ქალაქი, რომელსაც უამრავი ლეგენდა უკავშირდება. ვინჩესტერის ციხე-სიმაგრის დიდ დარბაზში მდებარეობს მეფე არტურის ცნობილი მრგვალი მაგიდა, რომელზეც მეფის და რაინდების სახელებია ამოტვიფრული .

აუცილებლად სანახავია ვინჩესტერის ტაძარი. იგი დღეს ევროპის ყველაზე დიდ ეკლესიად მიიჩნევა და თითქმის ათას წელს ითვლის.

საზაფხულო სკოლის მდებარეობა: Winchester University-ს კამპუსი (ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე)

პროგრამის საფასურში შედის:

  • ზოგადი ინგლისურის გაკვეთილები
  • საცხოვრებელი და 3-ჯერადი კვება
  • სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები
  • ერთდღიანი ექსკურსია (ლონდონი ან ოქსფორდი)
  • ნახევარდღიანი ექსკურსიები (სოლსბერი, ბორნმუთი)
  • ტრანსფერი აეროპორტში და აეროპორტიდან
  • ჯგუფის ხელმძღვანელის ხარჯები
  • ვიზის გაფორმების მომსახურება

ჯგუფის წევრების სურვილის შემთხვევაში ბავშვები გაემგზავრებიან ლონდონში ხელმძღვანელთან ერთად ბუკინგემის სასახლის ან რომელიმე სხვა მუზეუმის ნახვის მიზნით.