libra

libra

+995 555 535 535

მრავალი ადამიანისთვის იტალია ასოცირებულია არქიტექტურასთან, დიზაინთან, ცნობილ იტალიურ სამზარეულოსთან და რაღა თქმა უნდა მოდასთან.

თუმცაღა იტალიურ უნივერსიტეტებში შესაძლებელია სწავლა მრავალი სხვა მიმართულებით, მათ შორის ინგლისურ ენაზეც.

სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის იტალია გამოირჩევა სწავლაზე შედარებით დაბალი საფასურით. ერთი წლის სწავლის ღირებულება აქ 1500-8500 ევრომდე მერყეობს. ზოგიერთი სასწავლებლები სთავაზობენ ფასდაკლებებეს სწავლის ღირებულებაზე, გარდა ამისა რიგ შემთხვევაში შესაძლებელია რეგიონალური სოციალური სტიპენდიის მიღება.

იტალიაში საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ მინიმუმ 12-წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ. 11 წლიანი საშუალო განათლების შემთხვევაში, აუცილებელია მოსამზადებელი პროგრამის – Foundation იტალიაში გავლა, ან ერთი კურსის დამთავრება უნივერსიტეტში საკუთარ ქვეყანაში.

იტალიაში სტუდენტებს ოფიციალურად უფლება აქვთ კვირაში 20 საათი იმუშაონ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შესაძლებელია 1-წლიანი ვიზის მიღება სამსახურის პოვნის მიზნით, თუმცა იტალიური დიპლომი ყველგანაა აღიარებული, ასე რომ სამუშაოს მოძებნა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

მაგისტრატურა: სამაგისტრო პროგრამები (MSc) იტალიაში ორწლიანია. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ჩასაბარებლად საბაკალავრო პროგრამა, რომელიც გავლილი გაქვთ, უნდა შეესაბამებოდეს სამაგისტრო პროგრამის მიმართულებას.

პოპულარულია ერთწლიანი დიპლომის შემდგომი პროგრამები -Master Universitario ( Specialising Master) 2-წლიანი პროგრამებისაგან განსხვავებით, უფრო პრაქტიკულია და თავისი არსით პროფესიულ პროგრამებს წარმოდგენენ.ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ სწავლის გაგრძელებას PHD პროგრამებზე. ჩასაბარებლად არ არის აუცილებელი ბაკალავრიატზე იგივე მიმართულებით სწავლობდეთ. ეს პროგრამები არის საშუალება გაიღრმავოთ ცოდნა, რომელიმე კონკრეტულ სფეროში ან შეცვალოთ მიღებული სპეციალობის მიმართულება.

იტალიური ენის შესწავლა იტალიაში: ენის შემსწავლელი კურსის ღირებულება ზრდასრულთათვის კვირაში 200-300 ევროს შეადგენს. ცხოვრება შესაძლებელია ოჯახში, სტუდენტურ რეზიდენციაში, ან აპარტამენტებში.