IULM (International University of Languages and Media) უნივერსიტეტი დაარსებულია 1968 წელს, იგი ტურიზმის, კომუნიკაციისა და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის სფეროში აღიარებული კვლევითი ცენტრია. IULM-ს გააჩნია სტარტაპ ინკუბატორი, 116 პარტნიორ-უნივერსიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და 1400 პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულები არიან საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში.
ულტრათანამედროვე კამპუსი მეტროთი მილანის ცენტრს 10 წუთითაა დაშორებული.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს სწავლის ღირებულებაზე 50%-მდე ფასდაკლებით. შესაძლებელია ასევე განაცხადის გაკეთება რეგიონალურ სტიპენდიაზე, რომელიც დამოკიდებულია სტუდენტის ოჯახის შემოსავლის ოდენობაზე.
რატომ ირჩევენ სტუდენტები IULM-ს?
ინოვაცია: უნივერსიტეტი გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შრომითი ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებენ.
პროფესიული სწავლება: IULM წარმატებით შეგიძღვებათ პროფესიონალების სამყაროში, რადგან აქ მტკიცე აკადემიურ ფუნდამენტს პრაქტიკასთან შეთავსებით გთავაზობენ, ეს კი ხელს უწყობს სწორედ იმ მოქნილი უნარების (ე.წ. soft skills) გამომუშავებას, რასაც ასე დაჟინებით ეძებენ დამსაქმებლები.
Made in Italy: ეს უფრო მეტია ვიდრე ბრენდი. Made in Italy - ცხოვრების და ბიზნესის წარმართვის სტილია. IULM-ი საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ეს მოდელი შიგნიდან და იგრძნოთ საკუთარი თავი მის ნაწილად. Made in Italy ოსტატობასა, ტრადიციებზე და ინოვაციაზე დაფუნძნებულ ხარისხსა და სტილთან ასოციაციაა.
იდეები და კრეატიულობა: IULM არის პირველი ნაბიჯი პროფესიულ სამყაროში. თქვენი გატაცებები აქ პროფესიად იქცევა. მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და გამოცდილი პროფესიონალების დამსახურებით აქ სტუდენტური იდეები გარდაიქმნება რეალურ პროექტებათ. IULM ტალანტებს ზრდის, იგი პირველი საფეხურია პროფესიონალურ სამყაროში.
თანამედროვე კამპუსი: უნივერსიტეტში საუკეთესო პირობებია შექმნილი არამხოლოდ სწავლისათვის, არამედ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისთვისაც. თანამედროვე ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოეწყოს გამოფენები, კონცერტები, კონფერენციები, რაც მას მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნის საშუალებას აძლევს და ეს ყველაფერი მილანის ცენტრიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე.
პროგრამები ინგლისურ ენაზე
ბაკალავრიატი (3-წლიანი პროგრამა):
1 წლის სწავლის საფასური €8556
2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები:
-
Strategic Communication
-
Marketing, Consumption and Communication
-
Fashion Communication and Luxury Strategies
-
Hospitality and Tourism Management
1 წლის სწავლის საფასური €9956
1-წლიანი სამაგისტრო პროგრამები:
-
Communication for International Relations (MICRI)
-
Copywriting and Advertising Communication
-
International Marketing & Sales Communication
-
International Tourism and Hospitality (MITH)
-
Museology New Media and Museum Communication (Online)
სწავლის საფასური €14400