Skip to main content

libra

სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი

სწავლის დაწყება:  ოქტომბერი

საფასური:

I წელი – 19 400 PLN (~€4 485/სემესტრი)

II წელი – 21 400 PLN (~€4 945/სემესტრი)

III წელი – 23 400 PLN (~€5 400/სემესტრი)

სააპლიკაციო მოსაკრებელი:  85 PLN

 

Bachelor in Management

პროგრამა მოიცავს მენეჯმენტს, მარკეტინგს, საერთაშორისო ბიზნესსა და მეწარმეობას. მე-4 სემესტრში ირჩევთ Marketing, International Management, Luxury Management ან Entrepreneurship სპეციალიზაციას.

პროგრამის მთავარი უპირატესობები

  • თანამედროვე ციფრული კომპეტენციები — სტუდენტები იძენენ გენერაციული AI-ის გამოყენების პრაქტიკულ უნარებს მენეჯმენტსა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ციფრული პროდუქტების Agile მეთოდებით შექმნაში.
  • Double Degree — შესაძლებლობა, ისწავლონ 4 პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში და სწავლის დასრულებისას მიიღონ ორი დიპლომი.
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა — მე-5 სემესტრში სპეციალური Mobility Window სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ უცხოეთის უნივერსიტეტში ისე, რომ სასწავლო კურსებს შორის განსხვავების გამო დამატებითი კურსების გავლა არ გახდეთ საჭირო.
  • პრაქტიკული მომზადება კარიერისთვის — სტუდენტები იღებენ მენეჯმენტის საფუძვლიან ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მენეჯერული კარიერისთვის, ისე საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.
  • კონტაქტი წამყვან კომპანიებთან — სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ეწვიონ კომპანიების სათავო ოფისებს და შეხვდნენ მათ წარმომადგენლებს. ბოლო პერიოდში ასეთი შეხვედრები გაიმართა T-Mobile Polska-ს, J.P. Morgan-ისა და JTI-ის წარმომადგენლებთან.

 

Bachelor in Management and Artificial Intelligence

პროგრამა აერთიანებს მენეჯმენტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს — AI, Machine Learning, Data Analysis, Digital Marketing და სხვა მიმართულებებს.

პროგრამის დამატებითი უპირატესობები

  • პრაქტიკული გამოცდილება სწავლის ადრეული ეტაპიდან — მეორე სემესტრიდან სტუდენტები გუნდურად მუშაობენ სტარტაპებსა და პრაქტიკულ პროექტებზე Kozminski University-ის სპეციალისტების ხელმძღვანელობით.
  • AI, პროგრამირება და Machine Learning — პროგრამა მოიცავს Python-ის, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას და მათ გამოყენებას ბიზნესში.
  • მომავლის ციფრული უნარები — სტუდენტები სწავლობენ გენერაციული AI-ის გამოყენებას მენეჯმენტში, Agile მიდგომებს ციფრული პროდუქტების შექმნაში და AI-ის გამოყენებას ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • სერტიფიკატi პროგრამირებაში — სტუდენტები იღებენ Python-ისა და Machine Learning-ის საბაზისო კურსების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.
  • Big Data და მონაცემთა ანალიზი — სტუდენტები იძენენ დიდი მოცულობის მონაცემების მოძიების, შენახვისა და ანალიზის უნარებს და სწავლობენ ციფრული პროცესების ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტებს.
  • სწავლის ინდივიდუალური მიმართულება — არჩევითი კურსების ფართო არჩევანი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლა საკუთარი ინტერესებისა და კარიერული მიზნების შესაბამისად წარმართონ.
  • Double Degree LUISS University-თან (იტალია) — წარმატებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მეორე დიპლომი იტალიის LUISS University-ისგან. პროგრამა ხელმისაწვდომია შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისთვის.

 

Bachelor in Finance and Accounting

პროგრამა ფოკუსირებულია ფინანსებზე, ინვესტიციებზე, ფინანსურ ანალიზსა და FinTech-ზე. სტუდენტებს აქვთ Bloomberg Finance Lab-ზე წვდომის შესაძლებლობა. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სპეციალიზაცია შემდეგიდან: Corporate Finance & Financial Markets, Green Finance ან FinTech and Digital Transformation in Finance.

პროგრამის მთავარი უპირატესობები

  • საერთაშორისო CFA აღიარება — პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული CFA Investment Foundations სერტიფიკატის მისაღებად და აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ გამოცდილი ფინანსური მენეჯერებისგან.
  • პრაქტიკული გამოცდილება წამყვან კომპანიებში — სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორიცაა BNP Paribas Securities Services, Crisil, J.P. Morgan Chase და AstraZeneca.
  • Double Degree — ორი დიპლომი — შესაძლებლობა, მიიღონ ორი დიპლომი ევროპისა და აზიის პარტნიორი უნივერსიტეტებისგან, მათ შორის ISEG Lisbon, Aston University და IESEG School of Management. პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლისთვის დამატებითი წლიური გადასახადი არ არის.
  • თანამედროვე ციფრული უნარები — სტუდენტები სწავლობენ გენერაციული AI-ის გამოყენებას მენეჯმენტსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებში, ასევე Agile მიდგომებს ციფრული პროდუქტების შესაქმნელად.
  • Bloomberg Finance Lab — პროფესიონალურ Bloomberg-ის ფინანსურ მონაცემთა ბაზასა და თანამედროვე ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე წვდომა ფინანსური ბაზრების, რისკების მართვის, ტრეიდინგისა და ბიზნესის ღირებულების შეფასების მიმართულებით.
  • გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა — მე-5 სემესტრის Mobility Window სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ უცხოეთში და თავისუფლად შეარჩიონ კურსები სასწავლო პროგრამებს შორის განსხვავების პრობლემის გარეშე.
  • კავშირი ბიზნესთან — სტუდენტები მონაწილეობენ სასწავლო ვიზიტებსა და შეხვედრებში კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის MDDP, RSM, Point72 და J.P. Morgan.

 

Bachelor in Management and Sociology in Business and Media

პროგრამა აერთიანებს მენეჯმენტს, მედიას, სოციოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს და საინტერესოა digital marketing-ის, PR-ის, media-ს, e-commerce-ისა და consulting-ის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

პროგრამის უპირატესობები:

  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება — პროგრამა მოიცავს დისკუსიებსა და workshop-ებს, რომლებიც მენეჯმენტის თეორიას პრაქტიკასა და ტრადიციული და ციფრული მედიის შესწავლას აერთიანებს.
  • თანამედროვე ციფრული კომპეტენციები — სტუდენტები სწავლობენ გენერაციული AI-ის გამოყენებას მენეჯმენტსა და გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე Agile მიდგომებს ციფრული პროდუქტების შესაქმნელად.
  • შეხვედრები დარგის პროფესიონალებთან — სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ ცნობილ ჟურნალისტებს, სოციოლოგებს, მედიის მენეჯერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს და გაეცნონ ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს.
  • პრაქტიკოსი ლექტორები — პროგრამის ლექტორები აერთიანებენ აკადემიურ ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას ტრადიციულ და ციფრულ მედიაში.
  • ინოვაციური ტექნოლოგიები — სასწავლო პროცესში გამოიყენება ინტერაქტიული მეთოდები, მათ შორის ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია.
  • სავალდებულო სტაჟირება — სტუდენტებს ეძლევათ პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ტრადიციულ და ახალ მედიაში, ასევე ციფრული კვლევებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
  • პროფესიული ინფრასტრუქტურა — სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე მედია-სტუდიებსა და კომპიუტერულ ლაბორატორიებში, რომლებიც აღჭურვილია ციფრულ ეკონომიკაში გამოყენებული ტექნიკითა და პროგრამული უზრუნველყოფით.
  • განათლების გაგრძელების შესაძლებლობა — პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ გააგრძელონ აკადემიური კარიერა Kozminski University-ის სადოქტორო სკოლაში.