Skip to main content

libra

+995 555 535 535

Aberystwyth University (აბერისტუითის უნივერსიტეტი), ან უბრალოდ Aber (აბერი), უელსში 1872 წელს დაფუძნდა. დღეისთვის უნივერსიტეტში 9.000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის დაახლოებით 1200  საერთაშორისო სტუდენტი. იგი მდებარეობს უელსის დასავლეთ სანაპიროზე, კარდიგანის ყურესთან (ირლანდიის ზღვა),  ლონდონიდან 225 კმ-ში და უელსის დედაქალაქ – კარდიფიდან 110 კმ-ში თვალწარმტაც  საუნივერსიტეტო ქალაქ აბერისტუითში.

უელსი თავისი ბუნების განუმეორებელი სილამაზით და მრავალფეროვნებითაა ცნობილი: ზღვის ყურეები და მწვანე მდელოები, კლდეები და მიწისქვეშა გამოქვაბულებები ამ მხარეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც ტურისტებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოსთან ერთად სტუდენტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დიდი ბრიტანეთის ბევრ სხვა საუნივერსიტეტო ქალაქთან შედარებით, აბერისტუითში ცხოვრების ხარჯები უფრო დაბალია.

 

 

რას ამბობენ ჩვენი სტუდენტები Aberystwyth University-ში სწავლის შესახებ >