Новости

21.04.23

Учеба в Италии со стипендией
Продожается прием заявлений на поступление в престижный итальянский университет  Università Cattolica del Sacro Cuore  на программы с началом учебы в сентябре 2023 года

Полностью

21.04.23

Специальные цены на курсы общего английского в городе Саутгемптон на южном побережье Англии. 2 недели включая проживание и двухразовое питание от £797!

Полностью


Подпишитесь на новости
 
 
Luxury Brands Management

ფუფუნების საგნების მენეჯმენტი (Luxury Management. Luxury Brand Management) XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ყალიბდება. ფუფუნების საგნებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე იქცა გლობალურ ტრენდად და ყოველწლიურად მატულობს. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი ფუფუნების საგნებზე ფასების მატება ყოველწლიურად იზრდებოდა, მათ შორის: ლუქს-კლასის ავტომობილები - 8%, ლუქს- კლასის სასტუმროები -7%, პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის ტყავის აქსესუარები, მოდური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პარფიუმერია და სუნამოები - 13%. 2015 წელს ინდივიდუალური მოხმარების ფუფუნების საგნების გაყიდვებმა 253 მილიარდი ევრო შეადგინა.

ფუფუნების საგნების მენეჯმენტი - არის სფერო, რომელშიც წარმატებული მოღვაწეობისათვის აუცილებელია ბიზნესის პროფესიული ცოდნისა და უმაღლესი ხარისხის საგნების (მაღალი მოდის ნიმუშები, აქსესუარები, პარფიუმერია  და სხვა) დაფასების უნარის შეხამება.

ეს პროფესია იდეალურია კრეატიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც ამავე დროს გააჩნიათ სტრატეგიული ხედვის უნარი, მათთვის ვისაც კარგად გამოსდის კლიენტებთან ურთიერთობის აწყობა და სურთ იმუშაონ მსოფლიოში ცნობილ ბრენდების სამყაროში.

მათთვის, ვისაც გააჩნია ენტუზიაზმი და ამბიციები, გთავაზობთ პროგრამებს, რომლებიც მაღალი მოდისა და ცნობილი ბრენდების მომაჯადოებელ სამყაროში  თქვენი წარმატებული კარიერის დასაწყისი იქნება.

 

Master in Luxury Goods ManagementUniversità Cattolica del Sacro Cuore (მილანი, იტალია)

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი

სწავლის საფასური: €10.000


Master in Luxury Brand Management – University of Southampton (
საუთჰემპტონი, ინგლისი)

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი

სწავლის ღირებულება: £19.500


MBA Luxury Brand Management
- Glasgow Caledonian University London

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი

სწავლის ღირებულება: €16.800

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უნივერსიტეტეში ჩასარიცხად დაგვიკავშირდით