Новости

21.04.23

Учеба в Италии со стипендией
Продожается прием заявлений на поступление в престижный итальянский университет  Università Cattolica del Sacro Cuore  на программы с началом учебы в сентябре 2023 года

Полностью

21.04.23

Специальные цены на курсы общего английского в городе Саутгемптон на южном побережье Англии. 2 недели включая проживание и двухразовое питание от £797!

Полностью


Подпишитесь на новости
 
 
Гиоргий Л. Malvern House London

მე დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში გახლდით 24 კვირით, ენის შემსწავლელ კურსებზე Malvern House-ში. იმდენად შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რომ ჩემი ინგლისური ვოიაჟი ალბათ არასოდეს დამავიწყდება.

კოლეჯში მასწავლებელთა პროფესიონალიზმით გაკვირვებული ვიყავი: როგორია სტუდენტი, რომელიც სუსტად ფლობს ენას ან საერთოდ არ იცის და მეორეს მხრივ პედაგოგი, რომელსაც მის ენაზე წარმოდგენაც არა აქვს. მაგრამ ეს ერთი შეხედვით უხერხულობა იმის საწინდარია, რომ სტუდენტის გონება თავისდაუნებურად ორიენტირებულია ცოდნის მიღებაზე. მას ეძლევა შესაძლებლობა აითვისოს კლასიკური ინგლისური მაღალ დონეზე. სწორედ ეს არის ამ და სხვა მსგავსი კოლეჯების ,,ფირმის საიდუმლო''. Malvern House-ში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები სწავლობენ, რომლებთან ურთიერთობამაც მრავალი მეგობარი შემძინა. ვეცნობოდი მათ ტრადიციებსა და კულტურას. სასიამოვნო დროს ვატარებდით ერთად ქალაქის ქუჩებში, პარკებში, კლუბებში, პაბებში, სტუდენტურ საცხოვრებლებში. კოლეჯს აქვს ტურისტული მარშრუტები სხვადასხვა ქალაქში, რომლის შეძენის შემთხვევაში საკმაოდ შეღავათიან ფასებში ეწვევით ისეთ ქალაქებს როგორებიცაა: ოქსფორდი, ლივერპული, გლაზგო, მანჩესტერი და სხვა. 

ლონდონი ულამაზესი ქალაქია. დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოსდა ეს ქალაქი მე-18 - მე-19 საუკუნეებში გაიყინა. თვით ტაქსებიც კი ეტლის პრინციპზეა აგებული. სწავლის პარალელურად შესაძლებლობა მოგეცემათ ამ დიადი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნოთ. ადგილები როგორებიცაა: ბუკინგემის სასახლე, თაუერის ხიდი, ლონდონის თვალი და მრავალი სხვა. ქალაქი გამოირჩევა ულამაზესი პარკების სიმრავლით. რაც შეეხებათ ინგლისელებს, მკაცრი ბუნების მიუხედავად თავაზიანი ხალხია. გაურკვევლობის შემთხვევაში ქუჩაში რომ ვინმე გააჩეროთ, დაწვრილებითი განმარტების გარეშე არავინ დაგტოვებთ. თუ ნოსტალგია შეგაწუხებთ, ლონდონში ქართული ეკლესია ფუნქციონირებს, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება, ქართული ატმოსფეროა, მოკლედ თავი სამშობლოში გეგონებათ. 

ერთის მხრივ ჩემი ინგლისურის დონემ მოლოდინს გადააჭარბა, მეორეს მხრივ ჩემს მორალურ მხარეს რაღაც კომპონენტები შეემატა, პიროვნულად უფრო გაძლიერებული და დამოუკიდებელი დაუბრუნდი ჩემს ქვეყანას.  ასე რომ ყველას გირჩევთ ესტუმროთ ისეთ ქვეყანას როგორიც დიდი ბრიტანეთია და ენის კვალიფიკაცია კი Malvern House-ში აიმაღლოთ. 

არ შემიძლია არ ავღნიშნო სააგენტო ლიბრას დამსახურება. ლიბრას მეშვეობით მოკლე დროში მოვახერხე კოლეჯის შერჩევა, საბუთების მოგროვება, ბილეთისა და საცხოვრებლის დაჯავშნა. სააგენტოს ხელმძღვანელის ქალბატონი ნადიასგან ვიღებდი რჩევებს როგორც ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ასევე ლონდონშიც.