ბრიტანული დიპლომი - თქვენი წარმატების გასაღები. როგორ მივიღოთ პრესტიჟული ბრიტანული უნივერსიტეტის ხარისხი ნახევარ ფასად.

ბევრისთვის ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომი არის ის ოქროს გასაღები, რომელიც გააღებს წარმატებისა და კეთილდღეობის კარებს. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და მაღალი ხარისხით განთქმული, ბრიტანული განათლება ამავდროულად ცნობილია თავისი სიძვირით. მაგალითად საბაკალავრო პროგრამის შესასწავლად წელიწადში საშუალოდ 12.000 – 13.000 გირვანქა სტერლინგია საჭირო, ზოგიერთ სპეციალობაზე კი, როგორიც არის მაგალითად მედიცინა, წელიწადში 28.000 – 29.000 გირვანქა სტერლინგია გადასახადი.
სწორედ ამიტომ, ბევრი არც კი ფიქრობს დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებაზე, ხოლო ყველაზე მონდომებულები და დაინტერესებულები იწყებენ დაფინანსების საშუალებების ძიებას. თითქმის ყოველდღე ვღებულობ წერილებს სტიპენდიის მისაღებად დახმარებაზე თხოვნით. სამწუხაროდ, 100% დაფინანსების მაძიებლებს ვერ დავეხმარებით. სწავლა ბრიტანულ უნივერსიტეტში ფასიანია, როგორც უცხოელი ასევე ბრიტანელი სტუდენტებისათვის.
თუმცა ძალიან ბევრისათვის სიახლე შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში სწავლა არ არის ყოველთვის ძვირი! ბრიტანული დიპლომის მიღება შესაძლებელია საშუალო წლიური ღირებულების 40-50%-ით უფრო იაფად. დაწვრილებითი ინფორმაცია ამ შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სააგენტოში. ამ სტატიაში კი გიამბობთ როგორ მიიღოთ ცნობილი ბრიტანული ჰერიოტ უოთ უნივერსიტეტის (Heriot-Watt University) ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი ნახევარ ფასში.
Heriot-Watt University დაარსებულია 1821 წელს. გაზეთ «Sunday Times»-ის მიერ უნივერსიტეტი ორჯერ -2011/12 და 2012/13-ში წლის საუკეთესო შოტლანდიურ უნივერსიტეტად დასახელდა. იგივე გაზეთის რეიტინგის მიხედვით 2013 წელს უნივერსიტეტი მე-9 ადგილს იკავებდა 117 ბრიტანულ უნივერსიტეტს შორის. 2014 წლის გაზეტ Guardian-ის აკადემიურ რეიტინგებში ბიზნესისა, მენეჯმნტის და მარკეტინგის განხრით უნივერსიტეტი მე-4 ადგილზეა, ხოლო ზოგად რეიტინგში მე-3 ადგილს იკავბს.
უნივერსიტეტი მდებარეობს ედინბურგში, შოტლანდიაში. იქვე მდბარეობს ედინბურგის ბიზნეს სკოლა (Edinburgh Business School) – ბიზნესის განხრით დიპლომის შემდგომი სწავლების დეპარტამენტი. რიგი სპეციალობით ამ პრესტიჟული დიპლომების მიღება შესაძლებელია ლონდონში, უნივერსიტეტის ასოცირებულ კამპუსში სწავლისას. აღსანიშნავია, რომ ლონდონის კამპუსში სწავლის ღირებულება დაახოებით 40-50% ნაკლებია. Heriot-Watt-ის უნივერსიტეტი მკაცრად აკონტროლებს სწავლის ხარისხს. სტუდენტებს აქვთ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი და შესაბამისად - მუშაობის უფლება 20 საათი კვირაში სწავლის პერიოდში და შეზღუდვების გარეშე არდადეგების დროს. დიპლომების გაცემის ცერემონია ტარდება უნივერსიტეტის მთავარ კამპუსზე ედინბურგში.
ლონდონის ასოცირებულ კამპუსში შესაძლებელია შემდეგი პროგრამების გავლა:
ბაკალავრიატი (Heriot-Watt Uversity BA):
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი, მაგრამ იმისათვის რომ ჩაირიცხოთ ამ პროგრამებზე ჩვენი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, საჭიროა გაიაროთ სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 12 თვეა. 1 წლის სწავლის ღირებულება მოსამზადებელ სადიპლომო პროგრამაზე შეადგენს £6920. საბაკალავრო პროგრამებზე - £7920 (მოდის სპეცილობით - £8970). თქვენი ეკონომიაა არამარტო სწავლის საფასური, არამედ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ დროშიც - ბაკალავრის დიპლომს თქვენ 3 წელიწადში მიიღებთ.
მოსამზადებელი პროგრამები:
-
Diploma in Business Administration
-
Diploma in Business Psychology
-
Diploma in Business and Information Technology
-
Diploma in Hospitality and Tourism Management
-
Diploma in Fashion Design (პროგრამა აღიარებულია აგრეთვე ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ უნივერსიტეტის College of Fashion-სა და Central Saint Martins-ში სწავლის დასაწყებად).
სამაგისტრო პროგრამები (Heriot -Watt University MSc/MBA):
-
ბიზნესის ადმინისტრირება
-
ბიზნეს ფსიქოლოგია
-
მარკეტინგი
-
ფინანსური მენეჯმენტი
სწავლის საფასური მაგისტრატურაში შეადგენს 10.750 გირვანქა სტერლინგს მთლიანი პროგრამისთვის, რომლის ხანგრძლივობაა 18 თვე.
იმ შემთხევაში, თუ ბაკალავრის დიპლომი მიიღეთ სპეციალობით, რომელიც ბიზნესთან არ არის დაკავშირებული, მაშინ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე უნდა გაიაროთ
6-თვიანი სადიპლომო პროგრამა ბიზნესში, რომლის ღირებულება შეადგენს 2.980 გირვანქა სტერლინგს. თუმცა, შემდგომში სწავლის გაგრძელებას თუ არ აპირებთ, ეს პროგრამა შეგიძლიათ გაიაროთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
სწავლის დაწყება:
- მოსამზდებელი სადიპლომო პროგრამები: 30 ივლისი, 30 სექტემბერი, 11 თებერვალი
- საბაკალვრო პროგრამები: 3 სექტემბერი, 21 იანვარი
- მაგისტრატურის მოსამზადებელი პროგრამა: 30 ივლისი, 14 იანვარი
- მაგისტრატურა: 28 ივლისი, 28 ოქტომბერი, 20 იანვარი
მოთხოვნები ენის ცოდნის მიმართ:
მოსამზადებელი სადიპლომო პროგრამები: მინ. IELTS 5.5
ბაკალავრიატი, მაგისტრატურა: მინ. IELTS 6.0
მასალის ავტორი: ნადია ტარასოვა
დაგვიკავშირდით პროგრამაზე რეგისტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად:
ტელ 2305 735, 555 535 535