სიახლეები
21.04.23
სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად ვრცლად
21.04.23
გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან! ვრცლად
გამოიწერეთ სიახლეები
|
|
კითხვა–პასუხი
მინდა წასვლა საზღვარგარეთ სასწავლებლად, რა არის საჭირო ამისათვის?
პასუხი:
1. შეავსეთ პროგრამის დაჯავშნის ფორმა საიტზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით, მიუთითეთ რა სახის და რა ხანგრძლივობის პროგრამა გაინტერესებთ კონკრეტულად. 2. დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით თუ კი გჭირდებათ ფასის ან პროგრამის თარიღების დაზუსტება. 3. თუ მოგეწონებათ რომელიმე შეთავაზება და ჩვენი პირობები, მაშინ გააფორმებთ ხელშეკრულებას ჩვენს სააგენტოსთან. ხელშეკრულების დადებისთანავე შესატანია გარკვეული ოდენობის თანხა დეპოზიტის სახით. ამის შემდეგ მოხდება თქვენი რეგისტრაცია შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში და ჩვენ დავიწყებთ თქვენი საბუთების გაფორმებას და დავჯავშნით ავია-ბილეთს ყველაზე ხელსაყრელ ფასად.
სწავლის ღირებულების გარდა, რისი გადახდა მომიწევს?
პასუხი:
ავიაბილეთი სეზონისა და ავიაკომპანიის მიხედვით €300-700, საკონსულოს მოსაკრებელი ვიზის სახეობისა და ქვეყნის მიხედვით (დიდი ბრიტანეთი: £85/ £162/ £322 + £59 ვიზის ცენტრის მომსახურების მოსაკრებელი, დამატებით IHS საფასური £150 სწავლის ყოველი 1 წლისათვის. აღნიშნული მოსაკრებლების გადახდა ხდება ონლაინ აშშ დოლარებში, აშშ - ვიზა $160 პლიუს SEVIS $200), საცხოვრებელი პირობების ღირებულება (დიდ ბრიტანეთში ქალაქისა და ვარიანტის მიხედვით მიმიმუმ £90 კვირაში), სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციული მოსაკრებლები, ჩვენი მომსახურეობის ღირებულება, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სურვილის შემთხვევაში.
რა თანხა დამეკარგება ვიზის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში?
პასუხი:
დაგეკარგებათ სავიზო მოსაკრებელი, სკოლის სარეგისტრაციო თანხა, საბანკო გადარიცხვის საკომისიო და სააგენტოსთვის გადახდილი მომსახურეობის თანხის ნაწილი.
არის თუ არა რამე ასაკობრივი შეზღუდვები?
პასუხი:
მაქსიმალური ასაკი შეზღუდული არ არის. მინიმალური ასაკი სასწავლო დაწესებულების მიხედვით – 16, 17 ან 18 წელია. ბავშვების შემთხვევაში მოთხოვნები ასაკის მიმართ განსხავავებულია სკოლის მიხედვით.
რა ხანგრძლივობისაა ენის კურსები?
პასუხი:
კურსი შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირიდან ერთ წლამდე.
დამხვდება თუ არა ვინმე აეროპორტში?
პასუხი:
რა თქმა უნდა, თუკი წინასწარ განაცხადებთ ამის შესახებ და გადაიხდით ამ მომსახურეობის ღირებულებას.
შეიძლება თუ არა წასვლა ენის შემსწავლელ კურსებზე, თუ საერთოდ არ იცი ენა?
პასუხი:
ძალიან გაგიჭირდებათ, თქვენ ხომ თავიდანვე მოგიწევთ ინგლისურად (ან სხვა რომელიმე ენაზე) ურთიერთობა. ამასთან, ვიზის გაცემის პირობებიდან გამომდინარე გარკვეული მოთხოვნები ენის ცოდნის მიმართ საკონსულოს მხრიდანაც არსებობს. ბრიტანული სტუდენტური ვიზის მისაღებად ენის ცოდნის დონე უნდა იყოს მინიმუმ Intermediate. სპეციალიზებულ კურსებზე სწავლისათვის ენა უნდა იცოდეთ როგორც მინიმუმ Intermediate- Upper-Intermediate დონეზე.
როგორ გავიგებ რა დონეზე უნდა ვისწავლო?
პასუხი:
პირველივე დღეს, როდესაც მიხვალთ სკოლაში ან კოლეჯში ჩაგიტარდებათ ტესტირება წერით ფორმაში, ამასთან მასწავლებელი შეამოწმებს თქვენი ლაპარაკის და გაგების უნარსაც. ტესტის შედეგის მიხედვით თქვენ მოხვდებით შესაბამის ჯგუფში. წინასწარი ტესტი ჩაგიტარდებათ ჩვენთანაც, ხელშეკრულების დადების დროს – ეს აუცილებელია თქვენთვის ოპტიმალური სასწავლო კურსის და სასწავლებლის შერჩევისათვის.
რა მოთხოვნებია საკონსულოს მხრიდან დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველთა მიმართ?
პასუხი:
სტუდენტური ვიზის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს გაერთიანებული სამეფოს საემიგრაციო წესების § 57-ში მითითებულ მოთხოვნებს. კერძოდ: 1. უნდა იყოს მიღებული სახელმწიფო, კერძო, ან დამოუკიდებელ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც შეტანილია სასწავლო პროგრამების დამტკიცებული პროვაიდერების სიაში. 2. უნდა ქონდეს უნარი და განზრახვა დაესწროს დღის სწავლების კურსს კვირაში არანაკლებ 15 საათისა ერთ საგანში ან საგნებში, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად საგანთან. 3. უნდა ქონდეს განზრახვა დატოვოს გაერთიანებული სამეფო სწავლის პერიოდის დამთავრების შემდეგ. 4. არ უნდა ქონდეს განზრახვა დაკავდეს ბიზნესით, ან იმუშაოს, გარდა ნაწილობრივი დასაქმებისა სწავლისაგან თავისუფალ დროს სახელმწიფო მდივნის მიერ მიცემული უფლების საფუძველზე. 5. უნდა ქონდეს საშუალება აანაზღაუროს სწავლის და ცხოვრების ღირებულება და შეინახოს თავისი თავი მუშაობის, ბიზნესით დაკავების და სოციალური დახმარებისათვის მიმართვის გარეშე.
რა პროგრამები არსებობს ბავშვებისთვის? რა ასაკის ბავშვს შეუძლია წავიდეს სასწავლებლად?
პასუხი:
ყველაზე პოპულარული პროგრამებია 8 დან 17 წლამდე ბავშვებისთვის ეგრეთწოდებული Junior Courses, რომლებიც მოქმედებენ ზამთრის, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგების დროს. მათი ხანგრძლივობა 2 კვირიდან 2 - 3 თვემდეა სეზონის მიხედვით. ინგლისური ენის კვირაში ტრადიციული 15 საათის გარდა ამ პროგრამებში შედის სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები. ზოგ სკოლებში ენის კურსებზე ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში ღებულობენ. ბავშვებისთვის არის აგრეთვე საშუალო განათლების პროგრამები. კიდევ ერთი პროგრამა, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა - ინდივიდუალური სწავლების პროგრამა მასწავლებლის ოჯახში ცხოვრებით, რომელიც უფრო ინტენსიურია თავისი შინაარსით და შეიცავს გასართობ ღონისძიებებსაც. სხვათა შორის, ამგვარი პროგრამა არის უფროსებისთვისაც.
ხომ არ არსებობს სპეციალური პროგრამები იმ ადამიანთათვის, რომელთაც გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავიათ: თანამდებობის პირები, ბიზნესმენები, ხელმძღვანელები ?
პასუხი:
რა თქმა უნდა. სიამოვნებით შემოგთავაზებთ პროგრამა Executive-ის რომელიმე ვარიანტს. ამგვარი პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს მონაწილეთა ინტერესებს. მეცადინეობები ტარდება კომფორტულ პირობებში, თქვენი “თანაკლასელები” კი იქნებიან პროფესიული ან მმართველობითი სფეროს წარმომადგენლები.
სად ვიცხოვრებ?
პასუხი:
ყველაზე პოპულარული და რეკომენდირებული ვარიანტია ეგრეთწოდებული Homestay – საცხოვრებელი ადგილობრივ ოჯახში საუზმით ან ორჯერადი კვებით თქვენი არჩევანის მიხედვით. შეგიძლიათ აგრეთვე იცხოვროთ სტუდენტურ რეზიდენციაში, თუმცა სასწავლებლების დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია მხოლოდ საზაფხულო არდადეგების დროს, როდესაც უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც იქ ჩვეულებრივ ცხოვრობენ, არდადეგებზე არიან.
რას წარმოადგენს “Homestay”?
პასუხი:
თქვენ იცხოვრებთ ერთ, ან ორ კაცზე გათვალისწინებულ ცალკე ოთახში. აბაზანა და ტუალეტი შეიძლება იყოს საერთო ოჯახთან. არის საცხოვრებლი პირობების მომატებული კომფორტულობის ვარიანტებიც და ცალკე აბაზანა-ტუალეტით. ოთახში არის საჭირო ავეჯი და ადგილი საშინაო დავალების შესასრულებლად. თეთრეულით იქნებით უზრუნველყოფილი, მაგრამ თან იქონიეთ პირსახოცები. საუზმეზე შემოგთავაზებენ ჩაის ან ყავას, ტოსტებს, ჯემს, კარაქსა და ყველს, აგრეთვე ხილს და მიუსლის. ზოგიერთი ოჯახები სთავაზობენ რეცხვასა და დაუთოებას, მაგრამ ნუ დაელოდებით რესტორნის ან სასტუმროს მომსახურებას. ოჯახში ცხოვრების უპირატესობა იმაშია, რომ საშუალება გექნებათ დამატებითი სასაუბრო პრაქტიკისა. ამასთან ერთად უკეთ გაიცნობთ ამავე ქვეყნის ტიპიური ოჯახური ცხოვრების ტრადიციებს. შეგიძლიათ იცხოვროთ ოჯახში self-catering პირობებზე, როდესაც საშუალება გექნებათ ისარგებლოთ სამზარეულოთი თქვენი საჭმელის გაკეთებისათვის.
რამდენი ფული სჭირდება სტუდენტს დიდ ბრიტანეტში?
პასუხი:
ცხოვრების ღირებულება განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონში. ყველაზე ძვირია ლონდონი. ბევრად იაფია ცხოვრება ინგლისის ჩრდილოეთში და უელსში. კვირაში მინიმუმ £32.40 (Weekly Travel card)დაგჭირდებათ ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისათვის. კვების ხარჯები, თუმცა ძალიან ინდივიდუალურია, შეადგენს მინიმუმ £70–100 კვირაში. ოფიციალური შეფასებით, TIER 4 ვიზის მისაღებად საცხოვრებელი და სხვა ხარჯები ლონდონში შეადგენს £1265 თვეში, სხვა რეგიონებში – £1015.
არის თუ არა სტუდენტებისთვის რაიმე შეღავათები?
პასუხი:
წასვლამდე არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ საერთაშორისო სტუდენტური ბარათი ISIC. ის მოგცემთ ფასდაკლების უფლებას მუზეუმებში შესვლაზე (ინგლისში ყველაზე პოპულარული მუზეუმებიდან უფასოა მხოლოდ ბრიტანული მუზეუმი და ეროვნული გალერეა), ამასთან შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით საქალაქო და რკინიგზის ტრანსპორტით სარგებლობისას. ინგლისში 14 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის სწავლის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს 30%-მდე ფასდაკლებით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
შეიძლება თუ არა დიდ ბრიტანეთში სწავლის მუშაობასთან შეთავსება?
პასუხი:
გაერთიანებული სამეფოს საიმიგრაციო წესები სტუდენტების მუშაობის უფლებასთან დაკავშირებით ხშირად იცვლებოდა. დღეისთვის (2015 წლის დეკემბერი) მუშაობის უფლება რიგი შეზღუდვების დაცვის პირობით ენიჭება მხოლოდ იმ სტუდენტებს, ვინც ქვეყანაში Tier 4 Student ვიზით იმყოფება და ჩარიცხულია უამღლესი განათლების სტატუსის მქონე (HEI) სასწავლო დაწესებულებებში. Tier 4 General Student ვიზის შემთხვევაში დაშვებულია კვირაში 20 საათამდე მუშაობა. 16 წლის ზევით ასაკის სტუდენტებისთვის, Tier 4 (Child) Student ვიზის შემთხვევაში –კვირაში 10 საათამდე მუშაობა არის დაშვებული. აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ვიზა (სტიკერი პასპორტში), სადაც მითითებულია გაქვთ თუ არა მუშაობის უფლება და რამდენი საათი კვირაში.
შეიძლება თუ არა ინგლისში AuPair პროგრამით გამგზავრება?
პასუხი:
არა-ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში AuPair -პროგრამაში მონაწილეობა დაშვებული არ არის.
შეიძლება თუ არა ბრიტანული ვიზის გაგრძელება საქართველოში დაბრუნების გარეშე?
პასუხი:
შეიძლება, თუ სტუდენტური (Tier 4 General Student visa) ვიზა გაქვთ და თქვენი სპონსორი ამ ვიზის მისაღებად არის უმაღლესი განათლების სტატუსის მქონე სასწავლო დაწესებულება (HEI) ან ე.წ. “embedded college”, მოსამზადებელი, Pathway პროგრამების პროვაიდერი.
შეიძლება თუ არა ბრიტანეთის, ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების ჩათვლა რათა გავაგრძელოთ იქ სწავლა ?
პასუხი:
დიახ, ეს შესაძლებელია. შესაძლებელია აგრეთვე მხოლოდ ერთი სემესტრით ან აკადემიური წლით სასწავლებლად გამგზავრება, თუმცა გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით კონკრეტული უნივერსიტეტი თქვენი საბუთების განხილვის შემდეგ მიიღებს.
გარანტირებულია თუ არა ვიზის მიღება თქვენი დახმარებით?
პასუხი:
არც ერთ ორგანიზაციას არ შეუძლია მოგცეთ გარანტია იმისა, რაც უცხო სახელმწიფოს საგარეო საქმეთა უწყების პრეროგატივას წარმოადგენს.
ამავე დროს ამ სფეროში მუშაობის მნიშვენელოვანმა გამოცდილებამ და სპეციალური ტრენინგების გავლამ საშუალება მოგვცა თქვენი საბუთები საკონსულოს მოთხოვნათა მაქსიმალური დაცვით მოვამზადოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც თქვენთვის შეიძლება არ იყოს ცნობილი. ვიზის მიღების სტატისტიკა ჩვენი სტუდენტების მიერ ძალიან მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საბუთების განხილვისას აღმოჩნდება, რომ ვიზის მიღებაზე უარის შანსი საკმაოდ მაღალი არის, ჩვენ ამას პირდაპირ გეტყვით.
რატომ უნდა წარვადგინო კონფიდენციალური ინფორმაცია შემოსავლებისა და საბანკო ანგარიშების შესახებ?
პასუხი:
ამგვარი ინფორმაციის წარდგენა არის საელჩოების მოთხოვნა. სავიზო ოფიცერი თქვენი საქმის განხილვისას უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი სახსრები დანიშნულების ქვეყანაში ყოფნისათვის და არ გაქვთ საემიგრაციო ან არალეგალური მუშაობის განზრახვა.
გვაძლევთ თუ არა უსაფრთხოების გარანტიას ?
პასუხი:
LIBRA–ს როგორც საგანმანათლებლო სააგენტოს არ შეუძლია მოგცეთ თქვენი ბავშვის სრული უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ვინაიდან გაგვაჩნია ამ სფერში მუშაობის დიდი გამოცდილება, ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ შესაძლებლობათა მაქსიმუმს, რათა თქვენი შვილების გამგზავრება უსაფრთხო და კომფორტული. ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ შესაბამისი დაზღვევა, ამასთან გთავაზობთ პროგრამებს, მხოლოდ აღიარებულ, აკრედიტირებულ სასწავლო დაწესებულებებში. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და გვაქვს მათთან ოცდაოთხსაათიანი კონტაქტის საშუალება. გამგზავრებამდე პროგრამის მონაწილე მიიღებს დაწვრილებით ინსტრუქციას თუ როგორ უნდა მოიქცეს აეროპორტში, სკოლაში და ა.შ. ყველა სტუდენტი ჩვენგან მიიღებს „ცხელი ხაზის“ ტელეფონის ნომერს, რომელზეც გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შესაძლებელია სკოლის წარმომადგენელს დაეკონტაქტოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს სტუდენტებს ან მათ მშობლებს შეუძლიათ მიმართონ ჩვენს სააგენტოს რჩევისა ან დახმარებისათვის.
რისთვის მჭირდება სააგენტო ?
პასუხი:
მიიღეთ რა გადაწყვეტილება საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, შეგიძლიათ ყველაფერი თქვენით გააკეთოთ ან მიმართოთ საგანმანათლებლო სააგენტოს.
პირველი ვარიანტის შემთხვევაში მოგიწევთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაციის გაანალიზება. შემდეგ მოგიწევთ შეარჩიოთ ათასიდან ერთი, გაიაროთ ყველა ეტაპი ჩარიცხვის, გაფორმების, საკონსულოში წარსადგენი საბუთების მომზადების და ა.შ. თუკი ენას კარგად ფლობთ, და გაქვთ სურვილი, შესაძლებლობა და დრო, თქვენ შეძლებთ ამ ამოცანას თავი გაართვათ. თუმცა შესაძლოა საბოლო ჯამში ეს ყველაფერი უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე სააგენტოს მომსახურება.
საგანმანათლებლო სააგენტოს მუშაობის არსი საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამის გავლასთან დაკავშირებული მომსახურების სრული უზრუნველყოფაა. ჩვენ თავზე ვიღებთ მთელ საორგანიზაციო სამუშოს და ვუზრუნველყოფთ თქვენს წინაშე მდგომი ამოცანების გაანალიზებას, კონსულტაციას და მხარდაჭერას ჩვენთან თანამშრომლობის ყველა ეტაპზე სწავლის პერიოდის ჩათვლით.
სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობისათვის სასურველია სტუდენტების მიღება თავისი ადილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით. სკოლებს მიმართავენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათთვის ხშირად უცნობია კონკრეტულ ქვეყანაში საკონსულოს მოთხოვნები. სკოლის თანამშრომლებს უწევთ სწავლის მსურველებისაგან მიღებული ათასამდე მოთხოვნის გადამუშავება, ამიტომ ამ სამუშაოს ნაწილს სკოლები გადასცემენ თავის ადგილობრივ წარმომადგენლებსა და აგენტებს. მაგალითად: ავიაბილეთის შესაძენად თქვენ არ მიდიხართ ავიაკომპანიაში, არამედ ბილეთს რომელიმე სააგენტოში ყიდულობთ. სასწავლო დაწესებულებაში იმ სტუდენტების გაფორმება, რომლებიც სააგენტოს მეშვეობით ირიცხებიან უფრო სწრაფად ხდება, ამასთან სააგენტო გასაუბრებასა და ტესტირებას ჩაგიტარებთ, რაც სკოლისათვის იმის გარანტიაა, რომ ეს სტუდენტები ნამდვილად შეძლებენ შერჩეული პროგრამით სწავლას.
რითი ჯობია სააგენტო LIBRA სხვა სააგენტოებს?
პასუხი:
- ერთ–ერთი პირველი საგანმანათლებლო სააგენტო საქართველოში, საერთაშორისო განათლების სფეროში მოღვაწეობთ 2002 წლიდან
- პირველი სააგენტო საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული English Uk Partner Agency-ს სტატუსი, და ერთადერთია, რომელსაც IALC პარტნიორ-სააგენტოს სტატუსი აქვს
- სააგენტო შესულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ საქართველოში რეკომენდირებული სააგენტოების სიაში
- თანამშრომლობს საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციასთან
- სააგენტოს დირექტორი პირველი იყო საქართველოში, ვინც შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატი მიიღო და არის სერთიფიცირებული კონსულტანტი
- რეგულარული, მინიმუმ 3–ჯერ წელიწადში საერთაშორისო პროფესიულ სემინარებზე დასწრება
- პარტნიორ–სასწავლო დაწესებულებებში ხშირი ვიზიტები
- მოქნილობა
- დადებითი იმიჯი და რეპუტაცია
- ჩვენი კლიენტების 80%–ზე მეტი ჩვენ ხელმეორედ მოგვმართავს ან მოდიან ჩვენი სტუდენტების რეკომენდაციით
- საგენტო პროფესიულად დაგეხმარებათ ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში
რას ნიშნავს LIBRA ?
პასუხი:
“Libra” ინგლისურად ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, ეს არის ჰარმონიის, შემწყნარებლობის და სამართლიანობის სიმბოლო. სწორედ LIBRA ინგლისის, განათლების მიღებისათვის ყველაზე პოპულარული ქვეყნის, ზოდიაქოს ნიშანია. ამასთან ეს არის სააგენტოს და ამ საიტის დამფუძნებლის ზოდიაქო.
შესაძლებელია თუ არა თქვენი დახმარებით გრანტის ან სტიპენდიის მიღება?
პასუხი:
ჩვენი პარტინიორ-უნივესიტეტბი ხშირად სთავაზობენ ნაწილობრივ დაფინანსებას სწავლის საფასურზე ფასდაკლების სახით ან აცხადებენ კონკურსებს დაფინანსების მოსაფოვებლად. დაფინანსების შესაძლებლობასთან აქტუალური ინფორმაციის მისაღებად დავკავშირდით ტელეფონით ან ელ.ფოსტის საშუალებით.
|
|
თვის პროგრამა
UNIVERSITY FOUNDATION
პროგრამა Foundation სპეციალურად იქნა შექმნილი იმ უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა ზოგადი აკადემიური და ინგლისური ენის ცოდნის დონე არ არის საკმარისი ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისათვის.
თვის სკოლა
დღის ფრაზა
BITE THE BULLET
თარგმანი
სტუდენტების აზრი
Aberystwyth University, UK Everyone in Aber is
ready to support and assist you. Because of such a welcoming environment, it
took me just a few days to settle down and get used to completely unknown
culture and society.
ვრცლად
Toulouse Business School, Barcelona I am very happy that I am here. Courses are really good. Recommend TBS to everyone!
ვრცლად
როგორ გვიპოვოთ?
|