სიახლეები
21.04.23 სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით 21.04.23 გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან! ვრცლადგამოიწერეთ სიახლეები
|
დიდი ბრიტანეთი. ინგლისური ენის კურსები.
შაბათი და კვირა დასვენების დღეებია, უმეტეს სკოლაში ამ დღეებში ტარდება ექსკურსიები სხვა ქალაქებში, ასევე სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები.
ზოგადი ინგლისური ენის კურსის შემთხვევაში, სწავლის 1 კვირის ღირებულება £75 – £350 ფარგლებში მერყეობს. სპეციალიზირებული კურსები (ბიზნეს ინგლისური, საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებებლი კურსები და სხვა) უფრო ძვირია, მინიმუმ £160-დან კვირაში. ყველაზე ძვირია ეგრეთწოდებული Executive კურსები, რომლებიც განკუთვნილია ბიზნესმენებისა და თანამდებობის პირთათვის. ესეთი სახის კურსების ღირებულებაა £650 – £1000 კვირაში, ზოგჯერ მეტიც. საცხოვრებლის ღირებულება: £75 – £400 კვირაში, გამომდინარე საცხოვრებლის ტიპისა და ადგილმდებარეობიდან (ოჯახი, სტუდენტური რეზიდენცია, სტუდენტური სახლი, ჰოსტელი -კვებით, კვების გარეშე, ან მარტო საუზმით). ყველაზე ძვირი საცხოვრებელი პირობები ლონდონშია.
ზოგადი ინგლისური ენის 4 კვირიანი კურსის (20 გაკვეთილი კვირაში) მინიმალური ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით შეადგენს £1050 – £1350. 4 კვირიანი კურსის საშუალო ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით £1550 – £1700 12 კვირიანი კურსის მინიმალური ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით £2900 – £3200 12 კვირიანი კურსის საშუალო ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით £4000 – £4500 ინგლისური ენის 6 თვიანი კურსის (მხოლოდ სწავლა) ღირებულება £2600 -დან.
სასწავლო პროგრამებისა და საცხოვრებლის ღირებულება მითითებულია ინგლისურ გირვანქა სტერლინგებში. ვალუტის გაცვლითი კურსი ხშირად იცვლება, ხანდახან ძალიან მნიშვნელოვნადაც, სწორედ ამიტომ, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვთავაზობთ ფასებს ლარში ან აშშ დოლარში. უცხოური ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში შეგიძლიათ საქართველოში მოქმედი ბანკების ვებ საიტებზე გაიგოთ. სავიზო მოსაკრებელი გადაიხდება აშშ დოლარებში, ონლაინ რეჟიმში, სავიზო ანკეტის შევსების შემდეგ. ბრიტანული ვიზების ღირებულება სტუდენტებისთვის ვიზის ტიპის მიხედვით შეადგენს $141, $255, $527.
|
თვის პროგრამა
![]() პროგრამა Foundation სპეციალურად იქნა შექმნილი იმ უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა ზოგადი აკადემიური და ინგლისური ენის ცოდნის დონე არ არის საკმარისი ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისათვის. ![]() თვის სკოლა
![]() Burgundy School of Business ![]() დღის ფრაზა
BITE THE BULLET
![]() სტუდენტების აზრი
Aberystwyth University, UK
Toulouse Business School, Barcelona ვრცლად ![]() როგორ გვიპოვოთ?
თბილისი, მიცკევიჩის ქ.54, მე-2 სართული კონსულტაციები ტარდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით |