მალტა - ხმელთაშუა ზღვის პატარა ქვეყანა (ფართობი 316 კვ.კმ) მდებარეობს მალტის არქიპელაგზე, და შედგება კუნძულებისგან მალტა, გოზო და კომინო, აგრეთვე რამდენიმე დაუსახლებელი კუნძულისგან. მალტაზე თითქმის ყოველთვის ანათებს მზე, წლის ყველაზე ცივი პერიოდის დროსაც კი ტემპერატურა საშუალოდ 14 გრადუსია, კუნძულის მცხოვრებნი ცნობილი არიან თავისი სტუმართმოყვარეობით, კეთილგანწყობით და მშვიდი ბუნებით. კუნძულებზე პრაქტიკულად არ არსებობს დანაშაული.
ოდესღაც მალტის კუნძულები შიშველ კლდეებს წარმოადგენდნენ. ზოგ ადგილებში მიწა მატერიკიდან იქნა ჩამოტანილი გემებით. აქ მიწის ყოველი მტკაველი მუშავდება სიყვარულითა და მოთმინებით და ჩვენს დროში მალტაზე ხარობს ყვავილები, მწიფდება ხილი და მოჰყავთ ბოსტნეული.
მალტაზე არ არის არც მდინარეები, არც ტბები და მთები, ბევრი მალტას სათამაშო ქვეყანას ეძახის. ფაქტიურად ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში ფეხით შეიძლება მისვლა! მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის სამი არც თუ დიდი კუნძული ისტორიული დრამატული მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობდა. ძნელია ქვეყანაზე მოძებნო მსგავსი ადგილი, სადაც ასეთ მცირე ფართობზე თავმოყრილი იყოს კაცობრიობის ისტორიის და კულტურის ამ რაოდენობის უნიკალური ნიმუში. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ეკუთვნის ქვის ხანის პერიოდის ლითონის კულტურას და იოანიტების ორდენის რაინდულ კულტურას. მალტაზე მდებარეობს მსოფლიოში უძველესი ქვის მონასტრები-სიწმინდეები, რომლებიც 1000 წლით უფრო “ხნიერები” არიან ეგვიპტის პირამიდებზე. მალტის ისტორია ბევრ საიდუმლოს ინახავს და აქ ბევრი ლეგენდა დაიბადა. მაგალითად ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს იმ გემის ჩაძირვაზე, რომლითაც წმინდა პავლე მგზავრობდა რომისკენ, ჩვენი წელთაღრიცხვის 60 წელს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მალტაზე ქრისტიანობის ჩასახვას.
1800 წლიდან 1964 წლამდე მალტა ბრიტანეთის კოლონია იყო. ინგლისური ენა მალტურ ენასთან ერთად სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მალტაზე ისეთივე წითელ სატელეფონო ჯიხურებს ნახავთ და ცნობილ ორსართულიან ავტობუსებს, როგორსაც ინგლისში. არცაა გასაკვირი, რომ მალტა ინგლისური ენის შესასწავლად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა, მითუმეტეს, რომ შესაძლებელია ენის შესწავლა დასვენებასთან და გართობასთან შეათავსო.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საერთო და ბიზნეს ინგლისური ენის კურსები, ასევე TOEFL და IELTS გამოცდისათვის მომზადებას მალტის სხვადასხვა სკოლაში. ყველა სკოლა რაღაცით განსხვავებულია ერთმანეთისაგან და განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. შევეცდებით შეგირჩიოთ სკოლა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ხასიათს.
უფროსებისათვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსების გარდა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ საზაფხულო სკოლები ბავშვებისათვის (ორგანიზებული ჯგუფებისათვის წელიწადის ნებისმიერ დროს), ასევე პროგრამები ოჯახებისათვის – როცა მშობლებს შეუძლიათ ბავშვებთან ერთად გაემგზავრონ.
და ბოლოს, თუ გსურთ უბრალოდ დაისვენოთ მალტის ან გოზოს კუნძულებზე, სიამოვნებით დაგეხმარებით საცხოვრებლის და ავიაბილეთების დაჯავშნაში გაგიზიარებთ, თუ სად, რა და როგორ არის ამ შესანიშნავ კუნძულებზე.