Новости

21.04.23

Учеба в Италии со стипендией
Продожается прием заявлений на поступление в престижный итальянский университет  Università Cattolica del Sacro Cuore  на программы с началом учебы в сентябре 2023 года

Полностью

21.04.23

Специальные цены на курсы общего английского в городе Саутгемптон на южном побережье Англии. 2 недели включая проживание и двухразовое питание от £797!

Полностью


Подпишитесь на новости
 
 
International Diploma

 

International Diploma (International Year One) - უნიკალური პროგრამა, რომელსაც აბიტურიენტებს  რიგ ბრიტანულ უნივერსიტეტში სთავაზობენ. პროგრამა ტარდება უნივერსიტეტბის კამპუსებზე და პროგრამის მონაწილეებს აქვთ შესაბამისი უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი. ეს არის ეგრეთწოდებული „Pathway“ პროგრამა და გულისხმობს საშუალო განათლებასა და უნივერსიტეტს შორის შუალედურ სწავლებას. პროგრამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ გარანტირებული გაქვთ ადგილი მეორე კურსზე შესაბამის უნივერსიტეტში (მესამე კურსზე შოტლანდიური უნივერსიტეტების შემთხვევაში).  

მიუხედავად იმისა რომ, პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად უცხოელი სტუდენტებისათვის, იგი პოპულარული ხდება თვითონ ბრიტანელებს შორისაც, რადგან აძლევს გუშინდელ მოსწავლეებს საშუალებას მიეჩვიონ უნივერსიტეტის ცხოვრებას უფრო კომფორტულ და მათთვის ჩვეულ გარემოში - მცირერიცხოვან ჯგუფებში სწავლა უმსუბუქებს მათ პირველი წლის სტრესს, რომელიც თან ახლავს გარემოს მკვეთრ შეცვლას: არც თუ ისე ადვილია სკოლის შემდეგ, სადაც ყველა თანაკლასელს და მასწავლებელს იცნობ, აღმოჩნდე ათას უცხო სტუდენტს შორის და თანაც სახლიდან შორს.

ვისთვის არის ეს პროგრამა? ეს პროგრამა არის მათთვის ვისაც გააჩნია მაღალი აკადემიური პოტენციალი, მაგრამ არ აკმაყოფილებს აკადემიურ ან ენის ცოდნის მოთხოვნილებებს ბაკალავრიატის პირველ კურსზე მოსახვედრად. პროგრამაზე ირიცხებიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ A levels, International Baccalaureate ან Foundation პროგრამებზე. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩაირიცხებით პირდაპირ  უნივერსიტეტის მეორე კურსზე.

მაშ ასე, International Diploma პროგრამის უპირატესობები:

  • თქვენ ღებულობთ პირობით ჩარიცხვას (Сonditional offer) შესაბამისი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსზე (შოტლანდიურის შემთხვევაში მესამე კურსზე)
  • წლის განმავლობაში თქვენ შეისწავლით საგნებს არჩეული სპეციალობის მიხედვით  პირველი კურსის დონეზე, კურსის დასასრულს კი მზად ხართ შეუდგეთ სწავლას მეორე კურსზე
  • გაიღრმავებთ ინგლისური ენის ცოდნას, ეჩვევით სწავლების სტილს და ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის თავისებურებებს  
  • მეორე კურსზე სწავლის დაწების მომენტისთვის უკვე გავლილი გექნებათ ადაპატციის პერიოდი

სამწუხაროდ, აღნიშნულ პროგრამას ყველა უნივერსიტეტი არ სთავაზობს და თქვენ არ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სპეციალობა .

აქ ჩამოთვლილია ბრიტანული უნივერსიტეტები, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ პროგრამაზე “International Diploma“ (International Year One) და ამაში დაგეხმარებათ სააგენტო “LIBRA

მოცემულ უნივერსიტეტებზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, დოკუმენტაციის სრულყოფილად მოსამზადებლად და ჩარიცხვაში დასახმარებლად მოგვმართეთ სააგენტო LIBRA-ში.  საერთაშორისო განათლების სფეროში ჩვენი სააგენტოს გამოცდილება 12 წელიწადზე მეტია და ჩვენ კარგათ ვიცნობთ და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს შემოთავაზებულ უნივერსიტეტებთან.

ბევრ სტუდენტს აქვს შანსი მიიღოს სტიპენდია, რომელიც გულისხმობს ფასდაკლებას სწავლის საფასურზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენ სააგენტოში.