სიახლეები

21.04.23

სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით
გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად

21.04.23

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
საერთაშორისო ტესტები: IELTS, TOEFL


რა არის IELTS?
 

IELTS
(International Enlgish Language Testing System) – საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინგლისური ენის გამოცდაა, შექმნილი დიდი ბრიტანეთის (The British Council  და The University of Cambridge Local Examinations Syndicate)  და ავსტრალიის (Internationаl Development Program of Australian Universities and Colleges) საერთაშორისო საგამოცდო უწყებების მიერ.

რისთვის
სჭირდება IELTS
?
გამოცდის შედეგის მიხედვით განისაზღვრება შეძლებთ თუ არა შერჩეული სპეციალობის მიხედვით სწავლას დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის და რიგი სხვა ქვეყნების ინგლისურენოვან სასწავლო დაწესებულებებში.    
IELTS–ის მეშვეობით 4 ძირითადი უნარ–ჩვევების შეფასება ხდება: კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების აღქმის (სმენის) და საუბრის.

ვისთვისაა
აუცილებელი IELTSის ჩაბარება?
არსებობს გამოცდის ორი ვარიანტი:

  • Academic Module - მათთვის, ვინც აპირებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას ან სპეციალისტად მუშაობას
  • General Training Module - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ემიგრაციის მსურველთათვის

ტესტში  ოთხივე უნარი ცალკ-ცალკე 9–ქულიანი შკალის მიხედვით ფასდება. ყველაზე მაღალი დონე მეცხრეა.(Band 9 - "შეუძლია ინგლისური ენის გამოყენება ექსპერტის დონეზე”), ყველაზე დაბალია – პირველი  (Band 1 - "სრულიად მოუმზადებელია ინგლისური ენის სარგებლობისათვის”)  მიღებული ქულები დაჯამდება და გამოიანგარიშება საშუალო ქულა.

რა არის IELTS for UKVI და ვინ აბარებს ამ გამოცდას?
ეს ტესტი გაერთიანებული სამეფოს ვიზების და იმიგრაციის დეპარტამენტის მიერ აღიარებულია როგორც დაცული. ამ გამოცდას აბარებენ ისინი, ვინც დიდ ბრიტანეთში აკადემიურ პროგრამებზე სწავლას აპირებს. ყურადღება - აღნიშნული ტესტის ჩაბარების აუცილებლობა განპირობებულია თქვენი სპონსორის კატეგორიით (სპონსორში იგულისხმება ის სასწავლო დაწესებულება, სადაც თქვენ სწავლას აპირებთ, და თქვენს მიერ არჩეული პროგრამის აკადემიური დონით). თუ კი ამ ტესტის ჩაბარება თქვეთვის აუცილებელია, ეს აუცილებლად იქნება მითითებული CAS-ში (CAS - Confirmation of Acceptance for Studies) და ტესტის შედეგი აუცილებლად უნდა შეიტანოთ 
TIER4 ვიზის განაცხადში. 

რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?
უნივერსიტეტში ჩასარიცხად IELTS–ის საშუალო ქულა შეადგენს 6,0 დან 7,0 – მდე სპეციალობის და უნივერსიტეტის მიხედვით. მინიმალურ ქულებს ყველა უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს. იურიდიულ, ფილოლოგიურ და თეატრალურ ფაკულტეტებზე ჩაბარებისათვის ჩვეულებრივად უფრო მაღალი IELTS მოეთხოვება. IELTS სერთიფიკატი ძალაშია მხოლოდ ორი წლის განმავლობაში.

სად
შეიძლება IELTS–ისთვის მომზადება და გამოცდის ჩაბარება?
მათთვის, ვინც ტესტის ჩაბარების შემდეგ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გეგმავს, დიდ ბრიტანეთში IELTS–ის მოსამზადებელი კურსის გავლა ოპტიმალური ვარიანტი იქნება. პროგრამის რეკომენდირებული ხანგრძლიობაა 4–12 კვირა. ინგლისური ენის ცოდნის დონე მინიმუმ  Intermediate უნდა იყოს. ტესტი შეგიძლიათ ჩააბაროთ დიდ ბრიტანეთში მოსამზადებელი კურსის დამთავრებისას იმავე სასწავლო დაწესებულებაში სადაც გაიარეთ კურსი, თუ სკოლა ტესტის ჩაბარების ოფიციალური ცენტრი არის.  საქართველოში გამოცდა ტარდება ბრიტანეთის საბჭოში (British Council) წელიწადში რამდენიმეჯერ, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში. ტესტირებაზე დასაშვებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საგამოცდო თარიღამდე 6 კვირით ადრე, თბილისში რეგისტრაციის ბოლო ვადაა ჩვეულებრივად გამოცდამდე 10 დღით ადრე არის გამოცხადებული.  დამატებითი ინფორმაცია გამოცდის თარიღების შესახებ და გამოცდაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხილეთ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე.

გამოცდისთვის დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოემზადოთ უფასო ონლაინ რესურესების გამოყენებით.

რა
არის TOEFL?
TOEFL (Test of English as a Foreign Language) – ინგლისურის როგორც უცხო ენის. საერთაშორისო გამოცდა. TOEFL მომზადებულია Educational Testing Service (ETS)–ის მიერ, Princeton University, New Jersey. ამ ტესტის მთავარი დანიშნულებაა  იმ ადამიანთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. TOEFL–ის შედეგის წარდგენა აუცილებელია აშშ–ის და კანადის 2400–ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაში ჩასარიცხად. სწორედ ამ  გამოცდის შედეგი მოეთხოვებათ უცხოელ სტუდენტებსა და ასპირანტებს, რომელთაც  განათლება სხვა ენაზე აქვთ მიღებული. ამასთან TOEFL–ის ჩაბარება აგრეთვე საჭიროა ზოგი პროფესიული  სერთიფიცირების პროგრამების მონაწილეებისათვისაც.

რამდენი
ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?
ჩვეულებრივად ეს არის 520–560 TOEFL PBT–სთვის ან 80–100 TOEFL iBT–სის შემთხვევაში. მოთხოვნები ენის ცოდნის დონის მიმართ განსხვავებულია სასწავლო დაწესებულებების მიხედვით.

გამოცდის
ჩაბარების რომელი ვარიანტი ავირჩიოთ, PBT ან iBT?
ტესტები სრულიად თანაბარია და პრინციპული განსხვავება მათ შორის არ არის. არჩევანი ჩვეულებრივად იმით განისაზღვრება  თუ რომელი ვარიანტის ჩაბარებაა შესაძლებელი იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

სად
და როგორ ჩავაბაროთ  TOEFL?
ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე www.ets.org (www.toefl.org), რეგისტრაციისა და გამოცდის ღირებულების გადახდის შემდეგ მიიღებთ შესაბამის მითითებებს.  იმისათვის, რომ ტესტი დიდ ბრიტანეთში ან აშშ–ში მოსამზადებელი კურსის დამთავრებისას  შემდეგ ჩააბაროთ, სკოლა სადაც ეს კურსი გაიარეთ ტესტის ჩაბარების ოფიციალური ცენტრი  უნდა იყოს.

            IELTS და TOEFL ულების მიახლოებითი შესაბამისობის ცხრილი

TOEFL

TOEFL

TOEFL

IELTS

Paper

Computer

Internet-Based

 

625-680

263-300

106-120

7.5-9.0

600

250

100

7.0

575

232

91

6.5

550

213

79-80

6.0

525

196

71

5.5

500

173

61

5.0

475

152

52

4.5

450

133

45

4.0

425

113

38

3.5

under 425

under 113

under 38

under 3.5


რომელი სკოლის მოსამზადებელი პროგრამა  იქნება თქვენთვის საუკეთესო?



IELTS, TOEFL მოსამაზადებელი კურსები დიდ ბრიტანეთში