სიახლეები

21.04.23

სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით
გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად

21.04.23

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ინგლისური ენის საზაფხულო კურსები მოზარდთათვის York-ში, დიდი ბრიტანეთი


11 – 17 წლის მოზარდთათვის
  

სტუდენტების უმრავლესობა 14-17 წლამდე არის

საცხოვრებელი
: ოჯახში სამჯერადი კვებით

თარიღები:  05/06/2022 - 28/08/2022 (ჩასვლის და გამომგზავრების დღე - კვირა)

მდებარეობა: York (იორკი), ინგლისის ჩრდილოეთი

სწავლის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 კვირა


ფასები
:

  • 2 კვირა : £1265
  • 3 კვირა:  £1860
  • 4 კვირა:  £2455

     
     Unaccompanied minor მომსახურება (ავიაკომპანიის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში) - £30 ერთი მიმართულება


1 კვირის საფასურში შედის:
 

  • ინგლისური ენის გაკვეთილები 22,5 საათი კვირაში
  • ერთდღიანი ექსკურსია შაბათობით
  • სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობების პროგრამა
  • ცხოვრება მეგობრულ ოჯახში
  • სამჯერადი კვება
  • დახვედრა-გაცილება Manchester ან Leeds-ის აეროპორტში (არის შეზღუდვები ჩამოსვლა და გამომგზავრების დროსთან დაკავშირებით)

 
სურვილისამებრ: 

  • ცალკე აბაზანა-ტუალეტი: დამატებით £91 კვირაში
  • საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე და უკან სკოლის ავტობუსის მომსახურება: დამატებით £56 კვირაში


პროგრამის საფასურში არ შედის ავიაბილეთისა და ვიზის საფასური.


         
 York – ისტორიული ქალაქია ინგლისის ჩრდილოეთში. იგი ლონდონიდან მხოლოდ 2 საათის სავაზლზე არის, ძალიან ადვილად მისაწვდომია მანჩესტერის აეროპორტიდან პირდაპირი მატარებლით (მგზავრობის დრო  დაახლოებით 2 საათი).  ეს არის უსაფრთხო, მშვიდი ქალაქი, იდეალურია ბავშბეის სწავლისათვის.


ქალაქი ცნობილია მე-13 საუკუნის ტაძრით (York Minster). ჩრდილოეთი ევროპის უმსხვილესი გოთიკური ტაძრის სანახავად ყოველწლიურად ქალაქს ათასობით ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 სხვა „must see” ადგილები იორკში:

  • Castle Museum (ამ მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ვიქტორიანული პერიოდის რეკონსტრუირებული ქუჩა)
  • Jorvik Viking Centre ( წარსულში მოგზაურობის მოყვარულთათვის)
  • Cliffords Tower (აშენებული მეფე უილიამ დამპყრობლის მიერ და მე-13 საუკუნეში ჰენრი მესამეს მიერ აღდგენილი - არა მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობა, სწორედ აქედან იხსნება ქალაქის საუკეთესო პანორამული ხედი. რჩევა - აუცილებლად ნახეთ!)
  • National Railway Museum (მსოფლიოში უმსხვილესი კოლეკცია)

და ბევრისთვის უცნობი ფაქტია: მე-12 საუკუნის ბოლოსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში (მეფე ედუარდის ხანაში), რამდენიმე წლის განმავლობაში იორკი ინგლისის ფაქტიური დედაქალაქი იყო!

                            

 
პროგრამის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით


თქვენთვის საინტერესო სხვა პროგრაები და ინფორმაცია


  ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საზაფხულო სკოლის შესახებ
 
  

  საზაფხულო სკოლა Winchester-ის უნივერსიტეტის კამპუსზე



  საზაფხულო სკოლა ჩესტერში

     

  საზაფხულო სკოლა Cobham Hall