European University (EU)–აკრედიტირებული კერძო ბიზნეს–სკოლა, კამპუსებით ესპანეთში (ბარსელონა), შვეიცარიაში (ჟენევა და მონტრიე), გერმანიაში (მიუნხენი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი) და სინგაპურში, დაფუძნებულია 1973 წელს. უნივერსიტეტი სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და ბიზნეს–ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამებს. ამ უნვერსიტეტში სწავლის დაწყება შესაძლეებელია საქართველოში საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე. უნივერსიტეტის პროგრამა ჩრდილო–ამერიკულსა და ევროპული ბიზნეს განათლების საუკეთესო მხარეებს აერთიანებეს. სწავლების ენაა – ინგლისური.
ამერიკულ Nickols College–თან პარტნიორული ურთიერთობა ორმაგი ხარისხის მიღებისა ან აშშ–ში სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა (5 სემესტრი EU–ში, ბოლო ორი სემესტრი – ამერიკაში).
2009 წელს ხელმოწერილი იქნა შეთანხმება კრედიტებისა და დიპლომების ურთიერთაღიარების თაობაზე ევროპულ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
ამჟამად ჩვენი სააგენტოდან უნივერსიტეტში ორი ქართველი სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები კმაყოფილნი არიან ინდივიდუალური ყურადღებით და დიდ პლიუსად მიიჩნევენ პატარა ჯგუფებში სწავლის საშუალებას.
რატომ European University?
• მოქნილობა და სტუდენტთა საჭიროებაზე ორიენტირება
• ბიზნესის თეორიისადმი პრაქტიკული მიდგომა. სწავლის საფუძველს ე.წ. “case study” მეთოდი უდევს
• სასწავლო პროგრამაში შედის ვიზიტები მსხვილ და ცნობილ კომპანიებში
• ჯგუფში სტუდენტთა რიცხვი არ აღემატება 20 – 25–ს, რაც ინდივიდუალური ყურადღების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. სტუდენტთა და მასწავლებელთა თანაფარდობაა 9 : 1
• რეგულარული ტესტირება და გამოცდები უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიურო მოსწრების მკაცრ მონიტორინგს
• უნივესიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს სამეწარმეო და ბიზნეს–კონსლტანტებად მუშაობის გამოცდილება აქვთ
• კომუნიკაციური უნარჩვევების განვითარება: სტუდენტთა 100%–ი ორ ენაზე ლაპარაკობს, 70% –ზე მეტი სამ ენას ფლობს
• მუდმივი განახლება: სასწავლო გეგმები რეგულარულ განახლებას ექვემდებარება ბიზნესის უახლესი მოვლენების გათვალისწინებით
• სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის საშუალება. სტუდენტს შეუძლია სურვილისამებრ ისწავლოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც EU-ს თავისი კამპუსი აქვს, რადგანაც სასწავლო პროგრამა
• კამპუსის მიხედვით არ იცვლება. მაგალითად: პირველი წელი ჟენევაში, მეორე წელი ბარსელონაში
• უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი გაერთიანებულნი არიან Alumni Grid–ში, სოციალურ ქსელში, რომლის დახმარებით ყოფილი სტუდენტები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებენ (21 ათასზე მეტი ყოფილი სტუდენტი მსოფლიოს 80 ქვეყანაში)
აკრედიტაცია:
ACBSP (Association of Collegiate Schools and Programs, www.acbsp.org)
IACBE (International Assembly for Collegiate Buisenss Education, http://iacbe.org)
CEEMAN (International Management Development Association http://www.ceeman.org)
რეიტენგები:
ესპანეთის 10 საუკეთესო ბიზნეს-სკოლის რიცხვში - Top 10 Business Schools in Spain
ევროპის 40 საუკეთესო სკოლების რიცხვში - № 39, QS Top MBA (Europe) რეიტინგის მიხედვით
წევრობა:
ECBE (European Council for Business Education), CEEMAN (Central and East European Management Development Association), AGEP (Association Genevoise des Ecoles Privées), MAIS (Mediterranean Association of International Schools) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები
პროგრამები:
ბაკალავრიატი
ბიზნესის ადმინისტრირება
კომუნიკაცია და PR
ტურიზმისა და დასვენების მენეჯმენტი
საერთაშორისო ურთიერთობები
სპორტული მენეჯმენტი
ბიზნეს ფინანსები
ციფრული მედიის მენეჯმენტი
ბიზნესი და მდგრადი განვითარების მენეჯმენტი
ბიზნესის და დიზაინის მენეჯმენტი
ოჯახური ბიზნესის მენეჯმენტი
სწავლის დაწყება: ოქტომბერი, თებერვალი, ივნისი, აგვისტო.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი (6 სემესტრი, სემესტრის ხანგრძლივობა 13 კვირა)
სწავლის წლიური საფასური: €12,200 ესპანეთში და გერმანიაში, (CHF27,000 შვეიცარიაში)
მაგისტრატურა
MSc in International Management (EU-სა და Roehampton University-ს(UK) ერთობლივი პროგრამა, ორმაგი დიპლომის მიღებით)
მხოლოდ მიუნხენში
სწავლის დაწყება: იანვარი, მარტი, ოქტომბერი
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი (3 სემესტრი)
სწავლის საფასური: €19,700
МВА, Mаster of Business Administration) შემდეგი სპეციალიზაციებით:
საერთაშორისო ბიზნესი
კომუნიკაცია და PR
საერთაშორისო მარკეტინგი
სამეწარმეო საქმიანობა
Leadership
დასვეენებისა და ტურიზმის მენეჯმენტი
საბანკო საქმე და ფინანსები
ელექტრონული ბიზნესი
სპორტის მენეჯმენტი
ადამიანური რესურესების მენეჯმენტი
სწავლის დაწყება: იანვარი, მარტი, ოქტომბერი
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი (3 სემესტრი, სემესტრის ხანგრძლივობა 10 კვირა)
სწავლის წლიური საფასური: €21,200 ესპანეთი და გერმანია, СHF35,860 შვეიცარია
დოქტორანტურა
ბიზნესის ადმინისტრირება
დაუსწრებელი სწავლა პროფესიონალთათვის
АВВА (ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის დაჩქარებული კურსი)
Executive MBA
Cross MBA
Flex MBA
უნივერსიტეტში სწავლის დაწყების მსურველებს შანსი აქვთ მიიღონ სტიპენდია 15% სწავლის ღირებულებაზე ფასდაკლების სახით. ქართველი სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია 2 სტიპენდია (1 – საბაკალავრო, 1– MBA პროგრამაზე სწავლისათვის).
მოთხოვნები:
GPA 3,5/4,0 ან ეკვივალენტი
მინიმალური TOEFL: 90
გასაუბრება უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია უნივერსიტეტის პროგრამებზე: სააგენტო LIBRA