სიახლეები

13.03.23

სწავლა იტალიაში ინგლისურ ენაზე
სამწლიანი ბაკალავრიატი იტალიაში ენების და კომუნიკაციის უნივერსიტეტში მილანში -Corporate Communication and Public Relations. 

ვრცლად

08.03.23

ბიზნესის და მენეჯმენტის პროგრამები საფრანეთში
გრძელდება განაცხადების მიღება ბურგუნდიი ბიზნეს სკოლაში 2022 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
სწავლა საფრანგეთში

France Eiffel Tower
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით საფრანგეთი დიდი ხანია მეორე ადგილს იკავებს და  ჩამორჩება მხოლოდ დიდ ბრიტანეთს. მესამე ადგილზეა საფრანგეთის შემდეგ გერმანია. მაგრამ, თუ კი ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ფრანგულ განათლებაზე ჩვენს ქვეყანაში რატომღაც არც ისე ბევრი ფიქრობს. 

 საფრანგეთის უნივერსიტეტში შეგიძლიათ მოეწყოთ პირდაპირ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არასოდეს და არაფერი არ ხდება. საფრანგეთში, უნივერსიტეტში მოსაწყობად საშუალო სკოლის ატესტატის გარდა აუცილებელია DELF/DALF სერტიფიკატის წარდგენაც. ამ გამოცდების ჩაბარება ადვილი არ არის – დიდ ხანს და გულმოდგინედ უნდა იშრომოთ. იმასაც აქვს მნიშვნელობა რა ნიშნებია თქვენს საშუალო სკოლის ატესტატში – ის თუ რამდენად მისაღები იქნება თქვენი კანდიდატურა ამა თუ იმ უნივერსიტეტისთვის სწორედ ამ ნიშნებზეა დამოკიდებულია. 

საფრანგეთში ძალიან ბევრს ურჩევნიათ ე.წ. უმაღლეს სკოლებში (Grandes Écoles) სწავლა. ტრადიციულად უმაღლეს სკოლებს მჭიდრო კავშირი ბიზნესთან აქვთ და შრომის ბაზარზე რეალურად მოთხოვნად სპეციალისტებს ამზადებენ.  უმაღლეს სკოლებში სწავლა ინგლისურ ენაზეც არის შესაძლებელი. 

გსურთ სწავლის გაგრძელება საფრანგეთში? გირჩევთ ბურგუნდიის ბიზნეს სკოლას (BSB) კამპუსებით დიჟონსა და ლიონში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში უკვე დამთავრებული გაქვთ საბაკალვრო პროგრამის 2 ან 3 წელი, BSB-ში პირდაპირ მე-3 კურსზე შეგიძლიათ ჩააბაროთ და პრესტიჟული დიპლომი სულ რაღაც ერთ წელიწადში მიიღოთ!

დაწვრილებით  BSB-ს შესახებ >>>


ფრანგული ენის კურსები
საზაფხულო სკოლები ფრანგული ენის შესწავლით
საშუალო განათლება
უმაღლესი განათლება 
პროფესიული პროგრამები