Новости

11.11.17

Групповая поездка в Лондон
Для подростков 13-17 лет в период 25 февраля -10 марта.  2 недели £1250

Полностью

20.10.17

Сезонные скидки на Мальте
Английский язык на Мальте. 2 недели от 550 евро при бронировании до 31 декабря на курсы, заканчивающиеся до 28 февраля 2018 года  

Полностью


Подпишитесь на новости
 
 
ისწავლეთ ლიტვაში!

აპირებთ უმაღლესი განათლების მიღებას? ამ დროს ფიქრობთ არამარტო უნივერსიტეტის ან კოლეჯის არჩევაზე, არამედ ქვეყანაზეც, სადაც შეძლებთ  სასურველ პროფესიას ინგლისურ ენაზე დაეუფლოთ. უკვე რამდენიმე წელია, რაც ლიტვაში სწავლა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება გახდა. უმაღლესი განათლების მისაღებად ბალტიისპირეთის ამ პატარა  ქვეყნის არჩევისას ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, რომელთა შორის 10 ძირითადს გამოვყოფთ.

განათლების მაღალი სტანდარტები და ხარისხი

ლიტვაში მრავალი, მაღალი სტანდარტების შესაბამისი შესანიშნავი უნივერსიტეტი და კოლეჯია. ვილნიუსის უნივერსიტეტი ერთ - ერთი უძველესია ევროპაში - იგი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაარსდა და მუდამ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არამარტო ლიტვის, არამედ მეზობელი ქვეყნების კულტურულ ცხოვრებაშიც.

კომფორტული სასწავლო გარემო

სტუდენტები სწავლობენ თანამედროვე, კომფორტულ პირობებში. სასწავლო პროცესს უძღვებიან უმაღლესი დონის პედაგოგები. ბევრი უცხოელი სტუდენტის აზრით, ლიტვაში სწავლა საპატიო და სასიამოვნოა.

საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ევროპული დიპლომის მიღება

ლიტვის უნივერსიტეტის დიპლომის მიღება შესაძლოა  ნებისმიერ სხვა ქვეყანაში თქვენი წარმატებული კარიერის საწინდარი გახდეს. ლიტვის უმაღლესი განათლების სისტემაში გამოიყენება ევროპული კრედიტების სისტემა (European Credit Transfer System - ECTS), არაერთ პოპულარულ სპეციალობაზე სწავლება ინგლისურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს. 

პროგრამების ფართო არჩევანი და შეღავათიანი ფასები

უმაღლესი განათლება შეგიძლიათ მიიღოთ ინგლისურ ან რუსულ ენებზე სხვადასხვა სპეციალობით: ბიზნესი და მენეჯმენტი, სამართალი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სასტუმრო და ტურისტული მენეჯმენტი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ სწავლის ღირებულება ხელმისაწვდომია  საზოგადოების ფართო ნაწილისათვის, 1 წლის სწავლის ღირებულება 2,300 ევროდან იწყება.

ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებელი

სასწავლებლად სხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებელი უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბევრ უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი რეზიდენცია, სადაც სტუდენტების 85% ცხოვრობს. სურვილის შემთხვევაში, კერძო ბინის დაქირავებაც არ წარმოადგენს პრობლემას. სტუდენტურ რეზიდენციაში ან კომფორტულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრების საფასური თვეში 150 - 220 ევროა, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფია.

მობილურობა

ლიტვის უმაღლესი სასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევენ მონაწილეობა მიიღონ Erasmus Mundus საერთაშორისო გაცვლით პროექტში და მთელი აკადემიური წელი პარტნიორი ქვეყნის შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში გაატარონ.

მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა

ძველი ვილნიუსი შეტანილია უნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ევროპის გეოგრაფიული ცენტრი ვილნიუსიდან სულ რამდენიმე მილითაა დაშორებული. წლის განმავლობაში ლიტვაში არაერთი ჯაზ - ფესტივალი, საერთაშორისო თეატრალური წარმოდგენა, ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების გამოსვლები იმართება.

სტუმართმოყვარეობა

ლიტველი ხალხი კეთილი, მეგობრული და თავაზიანია. ლიტვის მოსახლეობა ევროპაში ერთ - ერთი ყველაზე განათლებულია. აქ უამრავ მეგობარს შეიძენთ, ლიტველები ქართველების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. თქვენი თანაკურსელები მომავალ კარიერაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ქართველი სტუდენტები ლიტველებისთვის სასურველი სტუმრები არიან.

ყველაზე სწრაფი ინტერნეტია ევროპაში ლიტვაშია!

ინტერნეტ მომსახურების ხარისხით ლიტვას მსოფლიოში ერთ - ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ლიტვაში სწავლა სამყაროს დადებითად აღქმაში დაგეხმარებათ და ხელს შეგიწყობთ დიდი პოტენციალის მქონე მრავალმხივად განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. გახდებით უფრო დამოუკიდებელი და თვითდაჯერებული.

სააგენტო LIBRA-ს მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვს მრავალ სასწავლო დაწესებულებასთან. იგი დაგეხმარებათ სასწავლებლელში ჩარიცხვასა და გამგზავრებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებაში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიტვაში!

 რა სპეციალობებს შეგიძლიათ დაეუფლოთ ლიტვაში?

 ბიზნესი და მენეჯემნეტი

სასტუმრო და ტურისტული მენეჯმენტი

ბიზნეს სამართალი