სიახლეები

16.10.18

პრეზენტაცია
23 ოქტომბერს, გიწვევთ პრესტიჟული იტალიური უნივერსიტეტის Universita Cattolica del Sacro Cuore-ს პრეხენტაციაზე. მობრძანდით სასტუმრო Holiday Inn-ში ("აჭარა") და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე

ვრცლად

02.10.18

სპეციალური ფასები 
ენის კურსებზე ინგლისში, ქალაქ ჩესტერში. 2 კვირა £787-დან

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
INTERNATIONAL BACCALAUREATE

პროგრამა საერთშორისო ბაკალვრიატი (International Baccalaureate, IB) 1968 წელს შვეიცარიაში იქნა  შემუშავებული. მხოლოდ IB World Schoolsმიერ რატიფიცირებულ სკოლებს  შეუძლიათ Primary Years (PYP), Middle Years (MYP) და IB Diploma პროგრამების შეთავაზება. პროგრამა შეიქმნა სვხადასხვა ქვეყნის ექსპერტთა მიერ და ამიტომ მასში თავი მოიყარა მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემათა საუკეთესო ასპექტებმა.

IB Diplomaსაერთაშორისო საშუალო განათლების პროგრამაა,  რომელიც 16–18 წლამდე სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლისა და მომავალ ცხოვრებაში წარმატებისთვის ამზადებს.  პროგრამის მიზანია მტკიცე, ყოველმხვრივ განვითარებული, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება. ეს არის აკადემიურად დაბალანსებული  და ამავდროულად მასტიმულირებელი პროგრამა, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია და იგი აღიარებულია მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტების მიერ.  
პროგრამას საფუძვლად უდევს სამი ძირითადი კომპონენტი, რომელთა მიზანია დამოუკიდებელი მუშაობისა, მსჯელობის და მიღებული ინფორმაციის გაანალიზების უნარის განვითარება და  შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება – გავრცელებული ესსე, შემეცნების თეორია,  შემოქმედება, სერვისი და მოქმედება (The extended essay,  Theory of knowledge, Creativity, Action, Service).  

სტუდენტები 6 საგანს სწავლობენ. თითოეულ მათგანს  5 ჯგუფიდან ირჩევენ, რომლებშიც წარმოდგენილია ენები, სოციალური და ექსპერიმენტული მეცნიერებები და მათემატიკა. მეექვსე საგანი ირჩევა მეექვსე ჯგუფიდან, სადაც ხელოვნებაა  წარდგენილი, ან  დამატებით 1–5 ჯგუფის კიდევ ერთ საგანს იღებენ. 

ორგანიზაცია UCAS მიერ (ბრიტანულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ცენტრალიზებული სამსახური) საერთაშორისო ბაკალავრიატის 38 ქულა გათანაბრებულია A Level–ის 5 უმაღლეს ნიშანთან.

IB სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმ 45 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სხვა თანაბარი მონაცემების შემთხვევაში, ზოგმა  უნივერსიტეტმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის მქონე სტუდენტს. პროგრამა ცნობილია შეფასების სიმკაცრით, რასაკვირველია, მაქსიმალური ქულების მქონე სტუდენტები სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.