სიახლეები

21.05.18

IALC Partner Agency-ის სპეციალური შეთავაზებები

ჩვენი სააგენტო პირველი იყო საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა  English UK Partner Agency-ის სტატუსი  და დღეისათვის ერთადერთია  IALC Partner Agency-ის სტატუსით. როგორც ასოციაციის პარტნიორი ჩვენ ხშირად გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზებები, ფასდაკლებები და მომსახურების პირობები, რომლებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ: 

ვრცლად

10.05.18

ფასდაკლება საზაფხულო სკოლის პროგრამაზე ლონდონში
ინტენსიური საზაფხულო კურსები14-17 წლამდე მოზარდთათვის, ფასდაკლება £100 მინიმუმ 2 კვირის დაჯავშნის შემთხვევაში

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
საზაფხულო სკოლა ლონდონში 14-17 წლამდე მოზარდთათვის

საზაფხულო პროგრამა ლონდონში 14-17 წლამდე მოზარდთათვის

ფასდალლება £100 მინიმუმ 2 კვირის დაჯავშნის შემთხვევაში

 

ეს პროგრამა შეგვიძლია აღვწეროთ როგორც საუნივერსიტეტო ცხოვრების ტესტერი. იმ შემთხვევაშიც თუ მონაწილეები არ ითვალისწინებენ დიდ ბრიტანეთში უმაღლესი განათლების მიღებას, აღნიშნული პროგრამა მაინც საუკეთესო საშუალებას მისცემს სრულჰყონ ინგლისური და აითვისონ უნარები, რომლებიც საჭირო იქნება მომავალში.


პროგრამის საფასური განსხვავებულია არჩეული საცხოვრებლის მიხედვით:

£975 კვირაში ოჯახში ცხოვრებით

£1110 კვირაში სტუდენტურ რეზიდენციაში ცხოვრებით

£575 კვირაში საცხოვრებლის გარეშე


დამატებით გადასახდელია:

სკოლის სარეგისტრაციო თანხა £50 (ერთჯერადი გადასახადი)

დახვედრა-გაცილება აეროპორტში £165-£200 (2 ან სამი ბავშვის ერთად მოგზაურობის შემთხვევაში ტრანსფერის თანხა თითოეულ ბავშვზე მცირდება)

ავიაბილეთის და ვიზის საფასური


პროგრამის საფასურში შედის:

  • სწავლების 18 საათი: ორატორული ხელოვნება (public speaking), პრეზენტაციები, კონსპექტირება,  დროის მენეჯმენტი, აკადემიური ინგლისური და შესაძლებლობა ესაუბროთ ბრიტანული უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ნამდვილი სტუდენტურ გამოცდილების შესახებ.
  • ყოველკვირეული ვიზიტი უნივერსიტეტში
  • ყოველკვირეული გასართობი ღონისძიება
  • ლონდონის ღირსშესანიშნაობების მონახულება, ფასიანების ჩათვლით (მაგალითად, Madam Tussauds, London Eye, Tower Bridge, კრუიზი ტემზაზე ნავით) და შოპინგი
  • საღამოს აქტივობები სკოლაში, ან გასეირნება ღამის ლონდონში
  • ექსკურსია სხვა ქალაქებში შაბათობით (Cambridge, Windsor, Brighton, Bath, Stonehedge)
  • სასწავლო მასალა
  • სამგზავრო ბარათი Oyster
  • კვება


საცხოვრებელი:

  1. სტუდენტური რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს სკოლიდან 10 წუთის სავალზე ავტობუსით, ახლოს არის მეტროსთან და სავაჭრო ცენტრთან. სტუდენტები ცხოვრობენ ერთადგილიან ოთახებში საერთო სველი წერტილებით. რეზიდეცნიაში ცხოვრობს სკოლის პერსონალიც. საუზმე და ვახშამი ადგილობრივ კაფეში ექნებათ, ცხელი სადილი - სკოლაში.
  2. ადგილობრივი, საგულდაგულოდ შერჩეული ოჯახები. სკოლის მიერ შერჩეულია ოჯახები, რომლებიც მაქსიმალურად ახლოს ცხოვრობენ სკოლასთან.
  3. საცხოვრებლის გარეშე - იმ ბავშვებისთვის, ვინც ლონდონში მშობელთან ერთადაა ჩასული, ან ყავთ მეგობრები, ან ნათესავები ჩრდილოეთ ლონდონში.  ეს ვარიანტი არ ითვალისწინებს საღამოს და შაბათ-კვირის აქტივობებს.



პროგრამის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: ტელ. 2305 735, 555 535 535 ან ელ.ფოსტით.


თქვენთვის საინტერესო სხვა პროგრამები:

საზაფხულო სკოლა ინგლისში,  Cobham Hall სკოლა-პანსიონის კამპუსში

საზაფხულო სკოლა ინგლისში, იორკში

საზაფხულო სსკოლა ინგლისში ჩესტერში

სუპერ ზაფხული მილფილდში