სიახლეები

21.05.18

IALC Partner Agency-ის სპეციალური შეთავაზებები

ჩვენი სააგენტო პირველი იყო საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა  English UK Partner Agency-ის სტატუსი  და დღეისათვის ერთადერთია  IALC Partner Agency-ის სტატუსით. როგორც ასოციაციის პარტნიორი ჩვენ ხშირად გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზებები, ფასდაკლებები და მომსახურების პირობები, რომლებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ: 

ვრცლად

10.05.18

ფასდაკლება საზაფხულო სკოლის პროგრამაზე ლონდონში
ინტენსიური საზაფხულო კურსები14-17 წლამდე მოზარდთათვის, ფასდაკლება £100 მინიმუმ 2 კვირის დაჯავშნის შემთხვევაში

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Newton A-Level


პროგრამა  
Newton A Level  „ისტ ანგლიის“ უნივერსიტეტში (University of East Anglia,UK) სპეციალურადაა შექმნილია ყველაზე ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისათვის, რომელთა მიზანიცაა მოემზადონ ტოპ-უნივერსიტეტებში ჩასარიცხად.  ეს არის ერთადერთი A-Levels პროგრამა, რომელიც ტარდება უნივერსტეტის კამპუსში - ნორფოლკის საგრაფოში, ქალაქ ნორიჩში (Norwich) მდებარე ისტ ანგლიის უნივერსიტეტში.


პროგრამა არის ორწლიანი.  ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2018 წლის სექტემებერში სწავლის დასაწყებად. ყველა აპლიკანტს უტარდება ტესტირება და ინტერვიუ. ღირსეულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 40%-მდე სტიპენდია (სწავლის საფასურზე ფასდაკლების სახით).



პროგრამის დირექტორთან შეხვედრა და გასაუბრების გავლა 22 თებერვალს შესაძლებელია თბილისში -  შეხვედრის დასანიშნად დაგვიკავშირდით!



რატომ Newton A-Level?

  • ელიტური მომზადება დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ყველაზე ტოპ-უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების ჩათვლით
  • მხოლოდ მოტივირებული და უძლიერესი სტუდენტები აკადემიურად ინტენსიურ გარემოში, ყველაზე ნიჭიერ მოსწავლეთა შორის, რომელთა მომავალია ლიდერობა თავის პროფესიულ სფეროში
  • სწავლა უნივერსიტეტის კამპუსში - საუკეთესო მომზადება უნივერსიტეტში შემდგომი სწავლისათვის
  • გამოდილი პერსონალი ეხმარება სამუშაო გამოცდილების მიღებაში, შთამბეჭდავი რეზიუმეს შედგენაში და უნივესიტეტში ჩაბარებაში
  • დამატებითი გაკვეთილები და ღონისძიებები არჩეული აკადემიური მიმართულების მიხედვით
  • სპეციალიზებული მომზადება ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტებში, ასევე წამყვან სამედიცინო სკოლებში ჩაბარების მსურველთათვის

 

2016/17 აკადემიური წლის შედეგად:

  • სტუდენტების 83% მიიღო A და  A* ნიშნები
  • სტუდენტების 100% მიიღო ნიშნები A* - C
  • სამედიცინო და სტომატოლოგიური სკოლების აბიტურიენტების 100% მიიღო შესაბამის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შეთავაზება
  • 2017 წელს პროგრამის კურსდამათვრებულები მიღებული არიან მათემატიკის ფაკულტეტზე კემბრიჯის უნივერსიტეტში (Cambridge University), მექანიკურ ინჟინერიაზე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College London). სამედიცინოზე - ნიუკასლის (Newcastle), აბერდინის (Aberdeen) ), შეფილდის  (Sheffield)  უნივერსიტეტებში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე მანჩესტერის უნივერსიტეტში (Manchester University)


პროგრამის ხანგრძლივოვა: 6 ტრიმესტრი

სწავლის საფასური:  £49.295



დაგვიკავშირდით ტელ. 2305 735, 555 535 535