სიახლეები

11.11.17

საშემოდგომო შეთავაზება 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში: ისწავლეთ ისტორრიულ ქალაქში Bury St. Edmunds ინგლისში და ისარგვბლეთ სპეციალური ფასებით. 2 კვირა £678-დან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში ცხოვრების ჩათვლით!

ვრცლად

11.11.17
ლონდონში ჯგუფთან ერთად 
შეთავაზება 13-17 წლამდე მოზარდთათვის. 2 კვირა ლონდონში სწავლის, საცხოვრებლის, კვების და ტრანსფერის ჩათვლით GBP1250  
ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში. Bury St. Edmunds

Bury St Edmunds


ინგლისური ენის კურსები ინგლისში

Bury St. Edmunds (
ახლოს კემბრიჯთან)

ასაკი: 16+

შეთავაზებულ ფასში შედის 21 ან 25 გაკვეთილი კვირაში და ცხოვრება ძალიან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში (სურვილოის შემთხვევაში შესაძლებელია ცხოვრება სტუდენტურ რეზიდენციაში)

 

 

16 საათი კვირაში + საცხოვრებელი და კვება

19,5 საათი კვირაში + საცხოვრებელი და კვება

2 კვირა

£678

£748

3 კვირა

£967

£1072

4 კვირა

£1256

£1396

არასრულწლოვნის გამგზავრების შემთხვევაში აუცილებელია ტრანსფერის დაჯავშნა. ორი გზის ტრანსფერის საფასური სტენსტიდის აეროპორტიდნა შეადგენს £178 (ორი სტუდენტის შემთხვევაში - £90)


სკოლის დევიზია - "
Teaching English with Passion". აქ მუშაობენ თავისი საქმის ენტუზიასტები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ თქვენი სწავლა მაქსიმალურად შედეგის მომტანი იყოს და სამშობლოში კმაყოფილი დაბრუნდეთ.


Bury St. Edmunds
(ბერი სენტ ედმუნდსი) - უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქია ინგლისში, საფოლკის საგრაფოში. ქალაქი მდებარეობს ლონდონიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე, კემბრიჯიდან კი მხოლოდ  ნახევარი საათია საჭირო მატარებლით (მატარებლის ბილეთი ძალიან იაფია და კემბრიჯის მონახულებას ადვილად შეძლებთ).


Bury St. Edmunds
ძალიან ადვილადაა მისაწვდომი ავტობუსით სტენსტედის (Stansted) აეროპორტიდან. აეროპორტიდან ბერი სენტ ედმუნდსამდე მგზავრობის ღირებულება რეგულარული ავტობუსით 14-17 ფუნტს შეადგენს. სტენსტედის მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია ‘პეგასუსი’ ახორციელებს.


ეს არის იდეალური ადგილი ინგლისური ენის სწავლისათვის - აბსოლუტურად უსაფრთხო ქალაქია, სადაც სკოლაში მისასვლელად თქვენ არ დაგჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხალხი ძალიან მეგობრულია და ყურადღებიანი და სუფთა ინგლისურ ენაზე საუბრობს.


ქალაქის ისტორია დაახლოებით 633 წელს დაიწყო, როცა მეფე სიგებერტმა აქ მონასტერი დააარსა. 903 წელს  მონასტრის ტერიტორიაზე დაიმარხა მეფე ედმუნდი, მხეცურად მოკლული ვიკინგების მიერ და მიკუთვნებული წმინდა წამებულების რიცხვს. თანდათან წმინდა ედმუნდის სააბატოს ირგვლივ, რომელიც მომლოცველების ადგილად იქცა, წარმოიქმნა ქალაქი. წმინდა ედმუნდის სახელი ქალაქს 905 წელს დაერქვა, როცა წმინდანის სახელი ფართოდ გავრცელდა.


ძველი სააბატოს ნანგრევები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სააბატოს ბაღებში. სხვათა შორის, ჩვენი სკოლა-პარტნიორი განთავსებულია სწორედ ამ ბაღების შესასვლელის წინ. ბაღები 9 ჰექტარზეა გადაჭიმული და ქალაქელების და სტუდენტების დასვენების საყვარელ ადგილად ითვლება.


ქალაქში არის სამეფო თეატრი (The Theatre Royal), სამხატვრო გალერიები,  თანამედროვე 3D  კინოთეატრი, მრავლადაა პაბები და რესტორნები. სხვათა შორის, ცნობილი The Nutsell - ყველაზე პატარა ბრიტანული პაბიც სწორედ Bury St. Edmunds-ში მდებარეობს (მისტიკის მოყვარულთათვის - ამბობენ, რომ პაბს ხანდახან მოჩვენება სტუმრობს!)


2016 წელს ქალაქში გაიხსნა ეროვნული მემკვიდრეობის ცენტრი, გახსნას თვით დედოფალი ესწრებოდა და მცირეთა შორის, ვისაც პატივი ერგო წარედგინათ მის უდიდებულესობასთან იყო ბ-ნი პატრიკ მერფი, რომელმაც დაარსა ბერიში მდებარე ინგლისური ენის სკოლა.


სასიამოვნო ინფორმაცია ლუდის მოყვარულთათვის - ბრიტანეთის უდიდესი ლუდსახარში აქ მდებარეობს. ქარხანაში ვიზიტისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლუდის სხვადასხვა სახეობები.


შოპინგის მოყვარულთათვისაც შესანაიშნავი ადგილია - უძველეს ისტორიულ ქალაქში მდებარეობს მსხვილი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, სადაც ერთმანეთთან ახლოს უამრავი პოპულარული ბრენდია თავმოყრილი, ქალაქს უფრო პატარა მაღაზიების და ბუტიკების სიუხვეც ახასიათებს.


მხოლოდ 33 წუთი #753 ავტობუსით ბერიდან - და თქვენ აღმოჩნდებით თვალწარმტაც სოფელ ლავენემში (Lavenham), რომელიც ცნობილია XV საუკუნის ეკლესიით და XVI-XVII საუკუნის ფახვერკის ტიპის
სახლებით. ლავენემშივე მდებარეობს რამდენიმე ‘დაგრეხილი სახლი’,  სწორედ ამ სახლებზეა საუბარი ცბობილ ძველ ინგლისურ საბავშვო ლექსში ‘There was a crooked man’ (…and they all lived together in a little crooked house).


 რას ამბობენ ჩვენი სტუდენტები ამ სკოლაში სწავლის შესახებ

 








 Bury St. Edmunds (ბერი სენტ ედმუნდსი) - უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქია ინგლისში, საფოლკის საგრაფოში.  ქალაქი მდებარეობს ლონდონიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე, კემბრიჯიდან კი მხოლოდ  ნახევარი საათია საჭირო მატარებლით (მატარებლის ბილეთი ძაიან იაფია და კემბრიჯის მონახულებას ადვილად შეძლებთ).

ეს არის იდეალური ადგილი ინგლისური ენის სწავლისათვის - აბსოლუტურად უსაფრთხო ქალაქია, სადაც სკოლაში მისასვლელად თქვენ არ დაგჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხალხი ძალიან მეგობრულია და ყურადღებიანი და სუფთა ინგლისურ ენაზე საუბრობს.

ქალაქის ისტორია დააახლოებით 633 წელს დაიწყო, როცა მეფე სიგებერტმა აქ მონასტერი დააარსა. 903 წელს  მონასტრის ტერიტორიაზე დაიმარხა მეფე ედმუნდი, მხეცურად მოკლული ვიკინგების მიერ და მიკუთვნებული წმინდა წამებულების რიცხვს. თანდათან წმინდა ედმუნდის სააბატოს ირგვლივ, რომელიც მომლოცველების ადგილად იქცა, წარმოიქმნა ქალაქი. წმინდა ედმუნდის სახელი ქალაქს 905 წელს დაერქვა, როცა წმინდანის სახელი ფართოდ გავრცელდა.

ძველი სააბატოს ნანგრევები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სააბატოს ბაღებში. სხვათა შორის, ჩვენი სკოლა-პარტნიორი განთავსებულია სწორედ ამ ბაღების შესასვლელის წინ. ბაღები 9 ჰექტარზეა გადაჭიმული და ქალაქელების და სტუდენტების დასვენების საყვარელ ადგილად ითვლება.

ქალაქში არის სამეფო თეატრი (The Theatre Royal), სამხატვრო გალერიები,  თანამედროვე 3D  კინოთეატრი, მრავლადაა პაბები და რესტორნები. სხვათა შორის, ცნობილი The Nutsell - ყველაზე პატარა ბრიტანული პაბიც სწორედ Bury St. Edmunds-ში მდებარეობს (მისტიკის მოყვარულთათვის - ამბობენ, რომ პაბს ხანდახან მოჩვენება სტუმრობს!)

2016 წელს ქალაქში გაიხსნა ეროვნული მემკვიდრეობის ცენტრი, გახსნას თვით დედოფალი ესწრებოდა და მცირეთა შორის, ვისაც პატივი ერგო წარედგინათ მის უდიდებულესობასთან იყო ბ-ნი პატრიკ მერფი, რომელმაც დაარსა ბერიში მდებარე ინგლისური ენის სკოლა.

სასიამოვნო ინფორმაცია ლუდის მოყვარულთათვის - ბრიტანეთის უდიდესი ლუდსახარში აქ მდებარეობს. ქარხანაში ვიზიტისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლუდის სხვადასხვა სახეობები.

შოპინგის მოყვარულთათვისაც შესანაიშნავი ადგილია - უძველეს ისტორიულ ქალაქში მდებარეობს მსხვილი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, სადაც ერთმანეთთან ახლოს უამრავი პოპულარული ბრენდია თავმოყრილი, ქალაქს უფრო პატარა მაღაზიების და ბუტიკების სიუხვეც ახასიათებს.

მხოლოდ 33 წუთი #753 ავტობუსით ბერიდან - და თქვენ აღმოჩნდებით თვალწარმტაც სოფელ ლავენემში (Lavenham), რომელიც ცნობილია XV საუკუნის ეკლესიით და XVI-XVII საუკუნის ფახვერკის ტიპის სახლებით. ლავენემშივე მდებარეობს რამდენიმე ‘დაგრეხილი სახლი’,  სწორედ ამ სახლებზეა საუბარი ცბობილ ძველ ინგლისურ საბავშვო ლექსში ‘There was a crooked man’ (…and they all lived together in a little crooked house).

Bury St. Edmunds ძალიან ადვილადაა მისაწვდომი ავტობუსით სტენსტედის (Stansted) აეროპორტიდან. აეროპორტიდან ბერი სენტ ედმუნდსამდე მგზავრობის ღირებულება რეგულარული ავტობუსით 14-17 ფუნტს შეადგენს. სტენსტედის მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია ‘პეგასუსი’ ახორციელებს.