სიახლეები

16.10.18

პრეზენტაცია
23 ოქტომბერს, გიწვევთ პრესტიჟული იტალიური უნივერსიტეტის Universita Cattolica del Sacro Cuore-ს პრეხენტაციაზე. მობრძანდით სასტუმრო Holiday Inn-ში ("აჭარა") და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე

ვრცლად

02.10.18

სპეციალური ფასები 
ენის კურსებზე ინგლისში, ქალაქ ჩესტერში. 2 კვირა £787-დან

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ABERYSTWYTH UNIVERSITY

Aberystwyth UniAberystwyth University უელსში 1872 წელს დაფუძნდა. დღეისთვის უნივერსიტეტში 8000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი კარდიგანის ყურის სანაპიროზე (ირლანდიის ზღვა),  ლონდონიდან 225 კმ-ში და უელსის დედაქალაქ - კარდიფიდან 110 კმ-ში უსაფრთხო და თვალწარმტაც  ქალაქ  აბერისტუიტთში მდებარეობს. უელსი თავისი ბუნების განუმეორებელი სილამაზით და მრავალფეროვნებითაა ცნობილი: ზღვის ყურეები და მწვანე მდელოები, კლდეები და მიწისქვეშა გამოქვაბულებები -  ეს უმშვენიერესი მხარე, მიმზიდველია არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ სტუნტებისთვისაც. უსაფრთხოებასა და ბენებრივ სილამაზესთან ერთად სტუდენტებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დიდი ბრიტანეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, ცხოვრება უელსში ბევრად უფრო იაფია, ცხოვრების დონე კი ძალიან მაღალი.

უნივერსიტეტს აქვს 3 კამპუსი ქალაქის ცენტრში. თანამედროვე სტუდენტური რეზიდენციები, სპორტული მოედნები და დარბაზები ახლოს არიან უნივესიტეტის კამპუსებთან.

გაზეთ „The Times“-ის რეითინგში უნივერსიტეტი რეგულარულად იკავებს უმაღლეს პოზიციებს რიგი სპეციალობის მიხედვით (რომელთა შორისაა საერთაშორისო ურთიერთობები, თეატრალური და კინოხელოვნება, ტელევიზია) .

უკვე მეხუთე წელია National Student Survey-ს გამოკითხვის შედეგით (2009 წელს გამოკითხვაში მონაწილეობდა 223 363 სტუდენტი) უნივერსიტეტს აქვს მერვე გაერთიანებული (ანუ ყველა პოზიციის ჯამის მიხედვით) ადგილი დიდ ბრიტანეთში და პირველი - უელსში. “Times Good University Guide”-ის  რეიტინგით კი Aberystwyth University- წლიდან წლამდე აღიარებულია როგორც  საუკეთესო ქვეყანაში სტუდენტების კმაყოფილების მიხედვით. (Top University in the country for student satisfaction).

უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტი (International Politics) რომელმაც ფუნქციონირება  1919 წელს დაიწყო, პირველი იყო მთელ მსოფლიოში და დღესაც შედის დიდი ბრიტანეთის ტოპ-ხუთეულში და ერთერთ უძლიერესად ითვლება მსოფლიოში. ევროპაში ყველაზე  მსხვილი არის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაც.

საბაკალავრო
პროგრამების გარდა უნივერსიტეტი სტავაზობს Ph.D -სა და MPhil -ის პროგრამებს, და  MSc, МА და МВА -ს ხარისხის მიღებას.  Aberystwyth-ის ბიზნეს სკოლის  МВА  პროგრამა АМВА- მიერაა აკრედიტირებული, მისი პროფესორ-მასწავლებლები კი აქტიურად მონაწილეობენ  სხვადასხვა კვლევებში და კონსალტინგში.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერის ცენტრი, რომლის ბაზაზე ტარდება მოსამზადებელი კურსები უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის.  Language and Learning Centre არის   IELTS ჩაბარების ცენტრი, აკრედიტირებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ და შედის ისეთ ასოციაციებში, როგორიცაა EnglishUK და British Association of Lecturers in English for Academic Purposes (BALEAP).

პირველი კურსის სტუდენტებისათვის გარანტირებულია საცხოვრებელი პირობები თანამედროვე და კომფორტულ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. ერთი კვირა სტუდენტურ რეზიდენციაში ღირს საშუალოდ £83 და მოიცავს ყველა კომუნალურ გადასახადს.

პროგრამები:

Target English
  £200 კვირაში

Foundation (დამთავრებისთანავე გარანტირებული ჩარიცხვა უნივერსიტეტის პირველ კურსზე)
£8,250

Pre-Masters
  £8,250

Pre-Sessional English for Academic Purposes
 £3,000 (12 კვირა), £1500 (6 კვირა), £725 (3 კვირა )

ინგლისური ენის მასწავლებელთა საკვალიფიკაციო კურსები
 £500 (2 კვირა)

საზაფხულო სკოლა  £375 - 400 (2 კვირა) 

Undergraduate (ბაკალავრიატი)
სპეციალობები Undergraduate                         
1
წლის სწავლის ღირებულება :
Arts, Social Sciences, Law     £8,500
Sciences (laboratory-based) - £9,500
Arts/Science Joint Honours   £9,500

Postgraduate (
მაგისტრატურა)
სპეციალობები  Postgraduate
1
წლის სწავლის ღირებულება:
Taught Degrees:
Arts, Social Sciences, Science (classroom based), Management, International Politics
(MA, MSc Econ, MSc, PG Dip, LLM, PhD)   -  £9,500 (Research degrees £10,500
Science (laboratory Based)                    -  £10,500 (Research degrees £11,500)
(MSc, PG Dip)
MBA -                                                  - £13,500

შესაძლებელია GBP2000–3000-ს ოდენობით სტიპენდიის მოპოვება

რას ამბობენ ჩვენი სტუდენტები?

გაქვთ შეკითხვა? დაგვიკავშირდით.

ABER ABER
ABER ABER