სიახლეები

16.08.19

სპეციალური შეთავაზება: ინგლისური მალტაზე
სპეციალური ფასები ჩვენ პარტნიორ-სკოლაში მალტაზე. 2 კვირა €565-დან საცხოვრებლის ჩათვლი

ვრცლად

30.07.19

English in Malta
ფასდაკლება 10% მალტის საუკეთესო სკოლაში! 2 კვირა €750-დან საცხოვრებლის ჩათვლით

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

სწავლა საზღვარგარეთ: საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და ენის შესწავლა იმ ქვეყანაში, რომელშიც მასზე საუბრობენ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საერთაშორისო განათლების სამყაროში შესაძლოა გზა ადვილად აგერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. სააგენტო „LIBRA“ საერთაშორისო განათლების სფეროში 2003 წლიდან მუშაობს, აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ჩამოყალიბებული ურთიერთობები წამყვან უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან და ფლობს სრულ საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ ოპერატიულად და თანამიმდევრულად უზრუნველყოს თქვენი საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება. რაც მთავარია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწავლა თქვენთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს, გაამართლოს თქვენი მოლოდინი და იყოს კომფორტული. რადგანაც უმეტეს შემთხვევაში  სასწავლო პროგრამის გავლისას სასურველი შედეგის მიღება დამოკიდებულია სწორ, რელევანტულ სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამის შერჩევაზე, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს მომავალ გეგმებს, ნიჭს, ხასიათსა და ინტერესებს.

მოხარული  ვიქნებით  დაგეხმაროთ.