სიახლეები

07.11.18

უფასო სემინარი Google-ის ანალიტიკოს-კონსულანტისაგან

ვრცლად

30.10.18

ისწავლეთ პოლონეთში!
სპეციალური ფასები ქართველი სტუდენტებისათვის! 1 წლის სწავლის ღირებულება EUR1600-დან. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Chester


ქალაქი ჩესტერი ინგლისის დასავლეთით, ლივერპულიდან 25 კმ-ზე მდებარეობს. ლონდონიდან ჩესტერამდე მატარებლით  მგზავრობას დაახლოებით 2 საათი სჭირდება. ქალაქის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა საშუალებას მოგცემთ ექსკურსიები მოაწყოთ ჩრდილოეთ უელსის თვალწარმტაც ადგილებში, ასევე ახლომდებარე მანჩესტერსა და ლივერპულში.


ჩესტერი შუასაუკუნის ტიპიური ინგლისური  ქალაქია, რომელმაც არსებობის 2000 წლის  მანძილზე, მთელი რიგი სხვადასხვა კულტურები გააერთიანა. პირველი ახალშენები აქ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 79 წელს დაუარსებიათ ძველ რომაელებს. ქალაქის გალავნის ნარჩენები სწორედ იმ შორეული წარსულზე მეტყველებს. ჩესტერის უამრავი არქიტექტურული ძეგლი, ყოველწლიურად, დიდი რაოდენობით ტურისტს იზიდავს.


ქალაქი,  120 ათასი მაცხოვრებლით, არც ისე დიდია, რომ გზა დაგებნეთ და დაიკარგოთ, მაგრამ არც ისე პატარაა, რომ  მოიწყინოთ. ყველაფერი, რაც წარმოგიდგენიათ, როგორც ტიპიური ინგლისური,  შეგიძლიათ აქ ნახოთ, ჩესტერში - „ნამდვილ ინგლისურ“ ქალაქში.


ჩესტერი განსაკუთრებით მიმზიდევლია ტურისსტებისათვის ჩალანგარის სტილის სახლებით, რომლებიც ერთმანეთზე გალერეებით გადაბმულები გრძელ მწკრივში დგანან. ეს ძველი შენობები ქალაქის ნაკრძალის ნაწილად ითვლება და  მას იმ იერ-სახეს უნარჩუნებენ, როგორიც მრავალი საუკუნის წინ ჰქონდა.


907 წელს აგებული ჩესტერის საკათედრო ტაძარი,  ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ამ ტაძარში ღვთისმშობლის უნიკალური ხატია, რომელიც არა ტილოზეა ტრადიციულად შესრულებული, არამედ აბლაბუდაზე. ეს მსოფლიოში ჩვენამდე მოღწეული  აბლაბუდაზე გამოსახული ღვთისმშობლის ყველაზე ძველი გრავიურაა, რომელიც ფერმწერმა, ელიას პრიუნერმა 200 წლის წინ შექმნა.


ჩესტერის მაცხოვრებლები ამაყობენ ასევე ზოოპარკით,  მსოფლიოში ცხოველთა შენახვის პირობებით ერთ-ერთ საუკეთესოდ რომ ითვლება. ზოოპარკის  7000  ბინადართა შორის, ბევრი  პლანეტის იშვიათი და გაქრობის პირას მყოფი ცხოველია. ასევე ძალიან პოპულარულია ჩესტერის აკვარიუმი - „ცისფერი პლანეტა“, სადაც 10 სახეობის ზვიგენის ნახვას შეძლებთ.


ჩესტერს შოპინგის მოყვარულთათვისაც აქვს საუკეთესო შეთავაზება: მსხვილი ბრიტანული აუთლეტი Cheshire Oaks წარმოდგენილია 145 სხვადასვა ბრენდითა და გასულის წლის კოლექციებზე 60%-იანი ფასდაკლებით.