სიახლეები

07.11.18

უფასო სემინარი Google-ის ანალიტიკოს-კონსულანტისაგან

ვრცლად

30.10.18

ისწავლეთ პოლონეთში!
სპეციალური ფასები ქართველი სტუდენტებისათვის! 1 წლის სწავლის ღირებულება EUR1600-დან. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Toulouse Business School Barcelona
TBS Barcelona

     

      Make the difference
     
      "We train ethical, bold, open and enthusiastic managers".




Toulouse Business School (TBS) სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის (EQUIS, AMBA და AACSB) მქონე ბიზნეს-სკოლაა.  სამმაგი აკრედიტაცია მსოფლიოში არსებული ბიზნეს სკოლების მხოლოდ 1%-ს ააქვს.  TBS აგრეთვე  არის ერთ-ერთი პრესტიჟული ფრანგული "Grandes Écoles de Management"-ის ჯგუფის წევრი.


სკოლა 1903 წელს დაფუძვნდა ტულუზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, ამჟამად მას სამი კამპუსი ააქვს:  ბარსელონაში - ესპანეთში, საფრანგეთში - ტულუზაში და მაროკოში. სკოლის ტრეინინგ ცენტრები არის პარიზშიც და მისი კურსდმთავრებულთა რიცხვი 35 000-ს აღწევს. ყოველწლიურად მის კამპუსებში 4500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. TBS-ს შესანიშნავი აკადემიური რეპუტაცია ააქვს - 2017 წლის Financial Times-ის ევროპული ბიზნეს-სკოლების რეიტინგის მიხედვით იგი 47 ადგილს იკავებს და ყოველწლიურად შედის საფრანგეთის საუკეთესო ათეულში.


TBS Barcelona - ბარსელონას ისტორიულ ცენტრშია განლაგებული, მის თანამედროვე კამპუსში თქვენ შეგიძიათ ისწავლოთ ინგლისურ ენაზე და მიიღოთ განათლება, რომელიც პირველ რიგში ბიზნესის რეალურ საჭიროებაზე და მოთხოვნებზე არის ორიენტირებული. ბიზნეს სკოლას მსოფლიოს 170 უნივერსიტეტთან ააქვს საპარტნიორო ხელშეკრულებები და სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ სხვადასხვა კამპუსებში. მაგალითად - პირველი წელი ბარსელონაში, მეორე წელი პარტნიორ-უნივერსიტეტში სხვა ქვეყანაში, მესამე - ბიზნეს სკოლის კამპუსში საფრანგეთში, ტულუზაში.


საბაკალავრო პროგრამის მსვლელობისას სტუდენტებს სამი სტაჟირება აქვთ. სკოლას ააქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც სტუდენტური სტაჟირების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, ამასთან პირველივე დღიდან სტუდენტები ჩართულები არიან ე.წ. Career Starter პროგრამაში, რომელიც ეხმარება მათ ბიზნეს სამყაროში თავისი გზის განსაზღვრვაში და იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაში, რომლებიც შემდგომ დაეხმარებათ პროფესიული საქმიანობის დაწყებაში და კარიერულ ზრდაში.


პროგრამები ბარსელონაში ინგლისურ ენაზე:


Bachelor in Management

ხანგრძლივობა: 3 წელი  (180 ECTS)

სწავლის დაწყება: სექტემბერი

1 წლის სწავლის საფასური: 8400 ევრო 


ყველა აპლიკანტს უტარედება ტესტირება აკადემიურ უნარებში (verbal, numerical, logical skills) და გასაუბრება Skype-ით საგამოცდო პირობებში, წარმომადგენლის (ანუ ჩვენს) ოფისში.

შესაძლებელია ჩაბარება IELTS/TOEFL სერტიფიკატის გარეშეც (შესაბამისი უნარები მოცმდება ტესტირების დროს)


MIM (Master in Management)

ხანგრძლივობა: 4 სემესტრი

სწავლის დაწყება: სექტრემბერი 2019

1 წლის სწავლის საფასური13.100 ევრო  (10% ფასდაკლება 18 აპრილამდე პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში)


MSc Marketing Management

MSc Finance

MSc Fashion and Luxury Marketing

ხანგრძლივობა: 18 თვე

სწავლის დაწყება: იანვარი 2019

პროგრამის საფასური: 16.500 ევრო 



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაზე ჩასარიცხად დაგვიკავშირდით

ჩვენი ტელ. 2305 735, 555 535 535