სიახლეები

20.09.17

სპეციალური შეთავაზება: English in Margate
ინტენსიური ინგლისურის კურსი ზღვისპირა ქალაქ მარგეიტში (Margate) კენტის (Kent) საგრაფოში. 2 კვირა £680. თანხაში შედის 60 გაკვეთილები, ცხოვრება მეგობრულ ოჯახში ორჯერადი კვებით

ვრცლად

20.09.17

ფასდაკლება 15-25%
30 სექტემბრამდე დაჯავშნის შემთხვევაში. Eastbourne, Brighton, London, New York, San Francisco  

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
CHADRON STATE COLLEGE. USA

учеба в америке

უკვე 100 წელზე მეტია ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯი სთავაზობს უმაღლეს განათლებას. ამერიკელი და უცხოელი სტუდენტებისათვის. ამჟამად  კოლეჯში სწავლობს 3000 სტუდენტამდე. ჩადრონ კოლეჯის  კამპუსი მდებარეობს პაინ-რიჯის შორიახლოს,  ნებრასკის შტატში, კულტურულ და ისტორიულ ცენტრებთან ახლოს, ადგილებში, რომლებიც განთქმულია თავიანთი ბუნების სილამაზით - დენვერი (Denver ), კოლორადო (Colorado), პრეზიდენტების მთა (Mount Rushmore), დედვუდი (Deadwood ). იელოუსთოუნის ნაკრძალი (Yellowstone Park), კლდოვანი მთები (Rocky Mountains).


დაახლოებით 15 წლის წინ ერთ-ერთმა ამერიკულმა საზოგადოებრივმა ჟურნალმა ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯი ”ფარულ განძად” დაასახელა.  შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში კოლეჯში მოწყობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, თუმცა კოლეჯი შეიძლება კვლავ განძად ჩაითვალოს, მრავალი ჩვენი სტუდენტისთვის კი ჯერ კიდევ დაფარულ განძად.   


კოლეჯის სტუდენტურმა ქალაქმა ბევრი სტუდენტის და მასწავლებლის გული დაიპყრო. კამპუსის შემოგარენი და ტერიტორია ღიაა ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთათვის , თევზაობისა და დასვენების სხვა სახეობებისათვის.


კამპუსის ტერიტორიაზე განლაგებულია კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლები. თავისუფალ დროს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სპორტით დაკავდნენ    და მიიღონ მონაწილეობა 70 სხვადასხვა კლუბის (კოლეჯში არის როდეოსა და რაგბის კლუბებიც) მოღვაწეობაში .


კოლეჯი ქალაქ გარეთ მდებარეობს, ადგილებში, სადაც დანაშაულის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სტუდენტების უსაფრთხოება კოლეჯის ადმინისტრაციისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.    


კოლეჯი გთავაზობთ ბაკალავრის და მაგისტრის  მაღალხარისხოვან პროგრამებს ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში, რამაც ბევრს, ვისაც სხვანაირად უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეეძლო, საშუალება მისცა განეხორციელებინათ ამბიციური გეგმები.


CSC მაღალ პოზიციებს იკავებს რეიტინგებში Best Colleges – US News&World Report (Top 6 Public School, Top 68 of all Mid-western Regional public Colleges)


აკრედიტაცია
:

Higher Learning Commission of the North Central Association of Colleges and Schools

ბიზნესის დეპარტამენტს (CSC Department of Business) აქვს დამატებითი აკრედიტაცია: Accreditation Council for Business Schools and Programs


კოლეჯი საბაკალავრო პროგრამებზე 30-ზე მეტ სპეციალიზაციას სთავაზობს, შემდეგ აკადემიურ სკოლებში:

School of Business, Entrepreneurship, Applied and Mathematical Sciences and Sciences

  • Department of Applied Sciences
  • Department of Business
  • Department of Mathematical Sciences
  • Department of Physical and Life Sciences

School of Education, Human Performance, Counseling, Psychology and Social Work

  • Department of Counseling, Psychology and Social Work
  • Department of Education
  • Department of Health, Physical Education and Recreation

School of Liberal Arts

  • Department of Communication & Social Sciences
  • Department of English & Humanities
  • Department of Justice Studies
  • Department of Music
  • Department of Visual and Performing Art

მათთვის, ვისაც სწავლის დაწყებამდე სურს გაიუმჯობესოს ინგლისური ენის ცოდნა არის Intensive Academic English Program (Bridge Pathway) - პირობითი ჩარიცხვის (Conditional Offer) დასტურის მიღებით. პროგრამის დაწყება შესაძლებელია 6-ჯერ წელიწადში.


სწავლა ჩადრონის კოლეჯში (ბაკალავრი) დაგიჯდებათ $16000-$18000,  საცხოვრებლისა და კვების, დაზღვევისა და სახელმძღვანელოების ჩათვლით. შესაძლებელია აგრეთვე სტიპენდიის მიღებაც.

პროგრამა МВА-ს სწავლის საფასური - $18000. პროგრამა იწყება იანვარში.


აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა:

1 ივნისი  (Fall Semester), 1 ნოემბერი (Spring Semester)


მიიღება აგრეთვე განაცხადები ტრანსფერზე ( სხვა უნივერსიტეტში გადასვლის სურვილის მქონე სტუდენტებისაგან)


Chadron State College-ში სწავლასთან დაკავშირებით მომართეთ კოლეჯის წარმომადგენელს - სააგენტო LIBRA-ს. ჩვენი ტელეფონია 2305 735, 555 535 535


სხვა უნივერსიტეტები აშშ-ში >>