სიახლეები

05.07.17

ფასდაკლება ინგლისური ენის კურსებზე დიდ ბრიტანეთში
ქალაქებში London, Brighton, Cambridge, Canterbury. 2 კვირის სწავლის საფასური £357-დან

ვრცლად

05.07.17

ფასდაკლება 15- 20% ზოგადი ინგლისური ენის კურსებზე დიდ ბრიტანეთში 
30 სექტემბრამდე დაჯავშნის შემთხვევაში. 2 კვირა £614-დან.

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
საზაფხულო სკოლა - სასარგებლო არდადეგები

საზაფხულო პროგრამები ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ  3 – 4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებს და ექსკურსიებს. სახაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრა და გაცილება  შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ძალიან ფართოა. რა სხვაობაა მათ შორის? უპირველეს ყოვლისა, ის, თუ ვინ (რა ორგანიზაცია) და სად ატარებს ამ პროგრამას.

საზაფხულო პროგრამებს ბავშვებისთვის ხშირად უცხო ენის სკოლები ატარებენ და საზაფხულო სკოლა მათი ერთ-ერთი პროგრამაა. ზოგი სკოლა ამ მიზნით ქირაობს ზაფხულში თავისუფალ კერძო სკოლა-პანსიონების შენობა-ნაგებობებს. ზოგჯერ ეს ცნობილი ელიტარული სკოლებია, რომელთა  კურსდამთავრებულთა შორის, მსოფლიოში ცნობილი უამრავი ადამიანია. ხშირად ასეთი სკოლის ნახვის საშუალებას მხოლოდ საზაფხულო პროგრამა თუ მოგცემთ. გინახავთ ფილმი ჰარი პოტერის შესახებ? მაშინ ადვილად წარმოიდგენთ ასეთ სკოლას. მათ საკუთარი ტერიტორია აქვთ ქალაქგარეთ. აქ არის ყველაფერი  სპორტისა და დასვენებისათვის, სუფთა ჰაერი და ლამაზი პეიზაჟები, ცალ-ცალკე  შენობები სწავლისა და ცხოვრებისათვის. ბიჭები და გოგონები სხვადასხვა შენობაში ცხოვრობენ. ცხადია, ასეთი სკოლა უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა. ზოგ სკოლაში დამატებითი გადასახადის საფუძველზე შეიძლება  ჩოგბურთის, გოლფის, ცურვისა და ცხენოსნობის გაკვეთილების დაჯავშნაც.

ზოგი სკოლა-პანსიონი თავად ატარებს საზაფხულო პროგრამას. ასეთი პროგრამები განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ამ სკოლაში სწავლას აპირებს და უნდა, რომ წინასწარ გაეცნოს ამ სკოლაში სწავლისა და ცხოვრების პირობებს.

ხშირად საზაფხულო პროგრამები ტარდება უნივერსიტეტების ბაზაზე, რომლებიც ზაფხულობით ცარიელია. ბავშვები სწავლობენ უნივერსიტეტის აუდიტორიებში და ცხოვრობენ სტუდენტურ რეზიდენციაში. ასეთი პროგრამები უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებსა და ჯგუფებზეა გათვლილი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დიდ ქალაქშია, მაგალითად ლონდონში, პროგრამა ითვალისწინებს ჯგუფს, რომელსაც თან ახლავს ხელმძღვანელი. ეს ბავშვების უსაფრთხოების მიზნით კეთდება.

და ბოლოს, არსებობს კერძო სკოლები, რომლებიც ატარებენ საბავშვო პროგრამებს თავის სკოლაში, ხოლო ბავშვებს აბინავებენ ოჯახებში. ამ მიზნით შეირჩევა საუკეთესო ოჯახები სკოლასთან ახლოს. ზოგჯერ სთავაზობენ ცხოვრებას სტუდენტურ რეზიდენციებშიც. ჩვეულებრივად ეს ადგილობრივი უნივერსიტეტის რეზიდენცია უფრო მოზრდილი ბავშვებისთვისაა ან სტუდენტური სახლი, რომელიც არ არის სკოლის ტერიტორიაზე და სადაც წლის განმავლობაში უფრო პატარა ასაკის ბავშვები ცხოვრობენ (კერძო სკოლების სტუდენტები), ამ შემთხვევაში ბავშვებზე ე.წ. ”მშობელი” ზრუნავს, რომელიც იქვე ცხოვრობს.

რომელი სკოლა ავირჩიოთ და რომელ საცხოვრებელ ადგილს მივანიჭოთ უპირატესობა? რეზიდენციასა და პანსიონში ბავშვები უფრო ერთობიან, თუმცა პროგრამა იმდენად მდიდარია, რომ მოსაწყენად დრო აღარ რჩებათ. ოჯახში ცხოვრებაც საინტერესოა, რადგან ბავშვს შესასწავლ ენაზე დამატებითი პრაქტიკის საშუალება აქვს. სრული ინფორმაცია მიმღები ოჯახის შესახებ: მისამართი და ტელეფონის ნომერი, ოჯახის წევრების სახელები და ასაკი, მათი ჰობისა და ინტერესების  და შინაური ცხოველების შესახებ - თქვენ გამგზავრებამდე მოგეცემათ.

საზაფხულო პროგრამები შინაარსითაც განსხვავებულია. მაგალითად, სტანდარტული პროგრამა მოიცავს 15-საათიან ყოველკვირეულ სწავლებას, სხვადასხვა ღონისძიებებს გაკვეთილების შემდეგ, კვირაში ორ ექსკურსიას (ერთი ნახევარდღიანი, ერთი - მთლიანი დღე). სხვა  პროგრამები მეტ დროს უთმობენ გაკვეთილებს და ნაკლებს - გართობას. ზოგ პროგრამაში კი გასართობი ღონისძიებები  სჭარბობს მეცადინეობებს. ზოგან უცხო ენის გარდა ასწავლიან ეტიკეტს ან მუსიკას, არის ხელოვნების, სამსახიობო ოსტატობისა და დიზაინის საზაფხულო სკოლები. პოპულარულია აგრეთვე საზაფხულო სკოლები ნორჩი ფეხბურთელებისათვის.

რა დონეზე უნდა იცოდეს ენა წასვლის მსურველმა?

მიიღება ენის ნებისმიერ დონეზე მცოდნე ბავშვები. თუ სკოლა მოითხოვს ენის ცოდნის გარკვეულ დონეს, ეს სპეციალურადაა მითითებული.

შეუძლიათ თუ არა მშობლებს შვილებთან ერთად წასვლა?

შეუძლიათ. არსებობს სპეციალური საოჯახო პროგრამები”, სადაც მშობლებიც სწავლობენ უცხო ენას. ასეთ პროგრამებზე მიიღებიან ბავშვები 4 – 5 წლის ასაკიდან…

რამდენად უსაფრთხოა ეს?

ყოველივე ეს სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე აკრედიტირებულ სკოლებს, რომლებსაც შესაბამისი ორგანიზაციები რეგულარულად  ამოწმებენ. ბავშვები მუდმივად კონტროლის ქვეშ არიან, სკოლის ტერიტორიიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მაქსიმუმ 2–3 საათით, ისიც სამ-ოთხ კაციან ჯგუფთან ერთად, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამასთან დაკავშირებით მიღებულია მშობლების თანხმობა. პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვები მიჰყავთ აეროპორტის შესაბამის ტერმინალამდე. პროგრამაში მონაწილე ბავშვების მშობლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს, ჩვენ კონტაქტი გვაქვს თითოეულ სკოლასთან და შეგვიძლია დავურეკოთ მათ 24 საათის განმავლობაში. ხანდახან ბავშვს ავიწყდება მშობლებთან დარეკვა ჩასვლისთანავე, ჩვენ ვურეკავთ სკოლას და ვამოწმებთ ბავშვის კეთილდღეობას. სააგენტოს წარმომადგენელი პირადად იცნობს სკოლების ხელმძღვანელებს, რომლებთანაც ხშირად გვაკავშირებს მრავალი წლის მეგობრული ურთიერთობა. იგი ნამყოფია შემოთავაზებული სკოლების უმრავლესობაში.

ამრიგად, საზაფხულო არდადეგები საზღვარგარეთ
-

  •  პრესტიჟულია

 ასეთი არდადეგები იძლევა საშუალებას:

  • გავიცნოთ შესასწავლი ენის ქვეყნის კულტურა
  • მოვინახულოთ ისტორიული და თვალწარმტაცი ადგილები
  • გავიგოთ ბევრი ახალი და საინტერესო რამ
  • გადავლახოთ ენის ბარიერი
  • მივეჩვიოთ უცხო ენის ყურით აღქმას
  • შევიძინოთ დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება
  • შევიძინოთ ახალი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან
  • დავისვენოთ და გავერთოთ!

და რაც მთავარია, ხშირად ასეთი მოგზაურობა კარგი სტიმულია ბავშვისთვის - მას უფრო მეტი ხალისი უჩნდება სწავლის მიმართ, ის იგებს ბევრ ახალ და საინტერესო რამეს, ინტერნეტშიც ურთიერთობს ახალ მეგობრებთან, რაც ხელს უწყობს მისი ცოდნისა და უცხო ენაზე კომუნიკაციის განვითარების უნარს.


ჩვენი 2017 წლის შემოთავაზებები
:

დიდი ბრიტანეთი

აშშ

გერმანია

შვეიცარია

საფრანგეთი

ესპანეთი 

კვიპროსი