სიახლეები

25.05.19

English in Malta
ფასდაკლება 10% მალტის საუკეთესო სკოლაში! 2 კვირა €738-დან საცხოვრებლის ჩათვლით

ვრცლად

20.05.19

სწავლა იტალიაში ინგლისურ ენაზე
ახალი საბაკალავრო პროგრამა ენების და კომუნიკაციის უნივერსიტეტში მილანში

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Study in Ireland

საინვესტიციო შეღავათები და ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა ევროპაში - ეს რამდენიმე ფაქტორია, რაც ირლანდიაში ბიზნესის წარმოების ზრდას განაპირობებს.

დღეს ირლანდიას როგორც ევროპულ „სილიკონის ველს“ მოიხსენიებენ, მსოფლიოს 1200-მდე უმსხვილესმა კომპანიამ, მათ შორის Google, Facebook, Twitter, Airbnb, Intel, Dell და ბევრი სხვა, სწორედ აქ განათავსა თავიანთი შტაბ-ბინები და წარმოება.

სტაბილურად მზრდად ბიზნესს სჭირდება კვალიფიციური პერსონალი  - ირლანდიაში სწავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ  დარჩეთ ქვეყანაში სამუშაოდ:  2 წლის განმავლობაში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ხოლო ბაკალავრის (Honours Degree მხოლოდ) შემთხვევაში - 1 წელი.

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებას გთავაზობთ Institute of Technology Carlow. უნივერსიტეტში მსოფლიოს 88 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი სწავლობს. IOT Carlow-ის კურსდამთავრებულთა დასაქმების რეიტინგი 25%-ით აღემატება საშუალოს ირლანდიაში. ტოპ-დამსაქმებელთა შორის არიან:


IT სფეროში - Intel, IBM, UNUM, SAP, LotusWorks

Pharma - Pfizer, MSD, Boston Scientific Abbott, Stryker

Finance - AIB, State Street, BNY Mellon, Bank of Ireland, Citibank



Carlow დუბლინიდან 84 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ეს არის მსხვილი ლოგისტუკური და სოფლის მეურნეობის ცენტრი.


საბაკალვრო პროგრამები 4-წლიანია, 1 წლის სწავლის საფასური შეადგენს €10,250

სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობაა 1-2 წელი, სწავლის საფასური - €11,250

ჩვენმა პირველმა აპლიკანტებმა, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, შესაძლოა მიიღონ ფასდაკლება სწავლის საფასურზე.


პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ >>>


სააპლიკაციო პროცესი უკვე დაწყებულია! ირლანდიის სტუდენტური ვიზის მისაღებად დააახლოებით 8 კვირაა საჭირო, გირჩევთ განაცხადის მაქსიმალურად ადრე გაგზავნას!

 

დაგვიკავშირდით