Новости

11.11.17

Групповая поездка в Лондон
Для подростков 13-17 лет в период 25 февраля -10 марта.  2 недели £1250

Полностью

20.10.17

Сезонные скидки на Мальте
Английский язык на Мальте. 2 недели от 550 евро при бронировании до 31 декабря на курсы, заканчивающиеся до 28 февраля 2018 года  

Полностью


Подпишитесь на новости
 
 
Британский диплом - ключ к успеху

ბრიტანული დიპლომი - თქვენი  წარმატების გასაღები.  როგორ მივიღოთ პრესტიჟული ბრიტანული უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ნახევარ ფასად.

MBAბევრისთვის  ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომი არის ის ოქროს გასაღები, რომელიც გააღებს წარმატებისა და კეთილდღეობის კარებს. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და მაღალი ხარისხით განთქმული, ბრიტანული განათლება ამავდროულად ცნობილია თავისი სიძვირით. მაგალითად საბაკალავრო პროგრამის შესასწავლად წელიწადში საშუალოდ 12.000 – 13.000 გირვანქა სტერლინგია საჭირო, ზოგიერთ სპეციალობაზე კი, როგორიც არის მაგალითად მედიცინა, წელიწადში  28.000 – 29.000 გირვანქა სტერლინგია გადასახადი.

სწორედ ამიტომ,  ბევრი არც კი ფიქრობს დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებაზე, ხოლო ყველაზე მონდომებულები და დაინტერესებულები იწყებენ  დაფინანსების საშუალებების ძიებას. თითქმის ყოველდღე ვღებულობ წერილებს სტიპენდიის მისაღებად დახმარებაზე თხოვნით. სამწუხაროდ, 100% დაფინანსების მაძიებლებს ვერ დავეხმარებით. სწავლა ბრიტანულ უნივერსიტეტში ფასიანია, როგორც უცხოელი ასევე ბრიტანელი სტუდენტებისათვის.

თუმცა ძალიან ბევრისათვის სიახლე შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში სწავლა არ არის ყოველთვის ძვირი!  ბრიტანული დიპლომის მიღება შესაძლებელია საშუალო წლიური ღირებულების 40-50%-ით უფრო იაფად.  დაწვრილებითი ინფორმაცია ამ შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სააგენტოში. ამ სტატიაში კი გიამბობთ როგორ მიიღოთ ცნობილი ბრიტანული ჰერიოტ უოთ უნივერსიტეტის (Heriot-Watt University) ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი ნახევარ ფასში.  

Heriot-Watt University დაარსებულია 1821 წელს. გაზეთ «Sunday Times»-ის მიერ  უნივერსიტეტი ორჯერ -2011/12 და 2012/13-ში წლის საუკეთესო შოტლანდიურ უნივერსიტეტად დასახელდა. იგივე გაზეთის რეიტინგის მიხედვით 2013 წელს უნივერსიტეტი მე-9 ადგილს იკავებდა 117 ბრიტანულ უნივერსიტეტს შორის. 2014 წლის აკადემიურ რეიტინგებში ბიზნესისა და მენეჯმნტის განხრით უნივერსიტეტი 24 ადგილზეა.

უნივერსიტეტი მდებარეობს ედინბურგში, შოტლანდიაში. იქვე მდბარეობს ედინბურგის ბიზნეს სკოლა (Edinburgh Business School) – ბიზნესის განხრით დიპლომის შემდგომი სწავლების დეპარტამენტი. რიგი სპეციaლობით ამ პრესტიჟული დიპლომების მიღება შესაძლებელია ლონდონში, უნივერსიტეტის ასოცირებულ კამპუსში სწავლისას. აღსანიშნავია, რომ ლონდონის კამპუსში სწავლის ღირებულება დაახოებით 40-50% ნაკლებია. Heriot-Watt-ის უნივერსიტეტი მკაცრად აკონტროლებს სწავლის ხარისხს. სტუდენტებს აქვთ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი და შესაბამისად - მუშაობის უფლება 20 საათი კვირაში სწავლის პერიოდში და შეზღუდვების გარეშე არდადეგების დროს.  დიპლომების გაცემის ცერემონია ტარდება უნივერსიტეტის მთავარ კამპუსზე ედინბურგში.

ლონდონის ასოცირებულ კამპუსში შესაძლებელია შემდეგი პროგრამების გავლა:

 ბაკალავრიატი  (Heriot-Watt Uversity BA):

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ბიზნესი და ფინანსები
  • ბუღალტერია
  • მენეჯმენტი და ფსიქოლოგია
  • ბიზნეს ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • სასტუმროს და ტურიზმის მენეჯმენტი
  • მოდა

სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი, მაგრამ იმისათვის რომ ჩაირიცხოთ ამ პროგრამებზე ჩვენი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, საჭიროა გაიაროთ სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 12 თვეა.  1 წლის ღირებულება მოსამზადებელ პროგრამაზე შეადგენს 5.960 გირვანქა სტერლინგს (გარდა მოდისა - £6920). საბაკალავრო პროგრამებზე - £6920 (მოდის სპეცილობით - £7950).  თქვენი ეკონომიაა არამარტო სწავლის საფასური, არამედ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ დროშიც - ბაკალავრის დიპლომს თქვენ 3 წელიწადში მიიღებთ.

მოსამზადებელი პროგრამები:

  • Diploma in Business Administration
  • Diploma in Business Psychology
  • Diploma in Business and Information Technology
  • Diploma in Hospitality and Tourism Management
  • Diploma in Fashion Design (პროგრამა აღიარებულია აგრეთვე ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ უნივერსიტეტის College of Fashion-სა და Central Saint Martins-ში სწავლის დასაწყებად).

 

სამაგისტრო პროგრამები (Heriot -Watt University MSc/MBA:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ბიზნეს ფსიქოლოგია
  • მარკეტინგი
  • ფინანსური მენეჯმენტი

სწავლის საფასური მაგისტრატურაში შეადგენს 8.925 გირვანქა სტერლინგს მთლიანი პროგრამისთვის, რომლის ხანგრძლივობაა 18 თვე.

იმ შემთხევაში, თუ ბაკალავრის დიპლომი მიიღეთ სპეციალობით, რომელიც ბიზნესთან არ არის დაკავშირებული, მაშინ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე უნდა გაიაროთ 6 თვიანი სადიპლომო პროგრამა ბიზნესში, რომლის ღირებულება შეადგენს 2.970 გირვანქა სტერლინგს. თუმცა, შემდგომში სწავლის გაგრძელებას თუ არ აპირებთ, ეს პროგრამა შეგიძლიათ გაიაროთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

სწავლის დაწყება:

  • მოსამზდებელი სადიპლომო პროგრამები: 31 ივლისი, 2 ოქტომბერი, 5 თებერვალი
  • მაგისტრატურის მოსამზადებელი პროგრამა: 31 ივლისი, 5 თებერვალი
  • მაგისტრატურა: 24 ივლისი, 21 იანვარი

 

პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელია IELTS, ან TOEFL-ის სერტიფიკატის წარდგენა.

მოთხოვნები ენის ცოდნის მიმართ:

მოსამზადებელი სადიპლომო პროგრამები: მინ. IELTS 5.5

მაგისტრატურა: მინ. IELTS 6.0



მასალის ავტორი: ნადია ტარასოვა