სიახლეები

20.05.19

სწავლა იტალიაში ინგლისურ ენაზე
ახალი საბაკალავრო პროგრამა ენების და კომუნიკაციის უნივერსიტეტში მილანში

ვრცლად

01.05.19
ზაფხული მალტაზე
სპეციალური ფასები ჩვენი პარტნიორ-სკოლისაგან, 2 კვირა €750-დანვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
VISTULA GROUP OF UNIVERSITIES

Vistula Universityსპეციალური ფასები ქართველი სტუდენტებისათვის!

ვისტულას უნივერსიტეტი (VISTULA University) მდებარეობს ვარშავაში და არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო უნივერსიტეტი პოლონეთში. უნივერსიტეტში 5 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 300-მდე უცხოელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.


ვისტულა წარმოადგენს ჯგუფს, რომელშიც შედის 3 უნივესიტეტი: ვისტულას უნივესიტეტი,  ხელოვნების ევროპული აკადემია და  ვარშავის ტურიზმის და სასტუმრო მენეჯემნტის სკოლა.


Vistula-ს მჭიდრო კავშირები აქვს ბიზნეს სექტორში. მის პარტნიორთა შორის არიან ისეთი  კომპანიები როგორიცაა:  Microsoft, Oracle,  D-link, Allor bank, Ciech  და სხვა.   კოოპერატიული განათლების პროგრამის (CO-OP EDU)  ფარგლებში სტუდენტბს საშუალეება ეძლევათ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.    


უნივერსიტეტი  ERASMUS  პროგრამის მონაწილეა. ერაზმუსის ფარგლებში სამთვიანი სტაჟირების გავლა შესაძლებელია ესპანეთში, საბერძნეთში, ინგლისში, მალტაზე დ ა ა.შ.


უნივერსიტეტის პროგრამების მაღალ ხარისხს ადასტურებს მისი საერთაშორისო აღიარება - „ვისტულა“ ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის "Association of European Universities” და კოოპერატიული განათლების მსოფლიო საბჭოს და ასამბლეის (World Council and Accembly on Cooperative Education) წევრია.


Bussines Centre Club-ის მიერ უნივერსიტეტი ორჯერ იყო დაჯილდოვებული ევროპული მედლით (European Medal), მიღებული აქვს "ლიდერ-უნივერსიტეტის“ და პოლონური მეცნიერების ელჩის ტიტული.


უნივერსიტეტი სთავაზობს  შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ინგლისურ ენაზე:

ბალკალავრი  (BA)

  • Economics (ეკონომიკა) 
  • Computer Engineering (კომპიუტერული ინჟინერია)
  • International Relations (საერთაშორისო ურთიერთობები)
  • English Philology (ინგლისური ფილოლოგია)
  • Spanish Philology
  • Turkish Philology
  • Finances and Accounting (ფინანსები და ბუღალტერია)
  • Management  (მენეჯმენტი)
  • Tourism and Recreation (ტურიზმისა და დასვენება)
  • Architecture (არქიტექტურა)
  • Graphic Design (გრაფიკული დიზაინი)
  • Journalism and Social Communication
  • Civil Engineering (სამოქალაქო ინჟინერია)

 სწავლის ხანგრძლივობა: 3-4 წელი პროგრამის მიხედვით

1 წლის სწავლის ღირებულება: სპეციალური ფასი ჩვენი სტუდენტებისათვის EUR2.500 -3000(ჩვეულებრივი ფასი EUR3.500-4500), სარეგისტრაციო მოსაკრებელი EUR120. 
 

მაგისტრატურა (MA)

  • International Relations (საერთაშორისო ურთიერთობები)
  • Economics (ეკონომიკა)
  • Finance and Accounting (ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა)
  • Tourism and Hospitality Management (ტურიზმისა და სასტუმრო მენეჯმენტი)
  • English Philology (ინგლისური ფილოლოგია)
  • Management (მენეჯმენტი)

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი

1 წლის სწავლის ღირებულება: სპეციალური ფასი ჩვენი სტუდენტებისათვის EUR2.800 (ჩვეულებრივი ფასი EUR3.600), სარეგისტრაციო მოსაკრებელი EUR120. 


ინგლისური ენის ცოდნის დასტურისათვის
აუცილებელია ნებისმიერი საერთაშორისო ტესტის შედეგის წარდგენა (IELTS,  FCE, CAE, TOEFL, TOEIC).  ენის ცოდნის საჭირო დონე B2.

სერტიფიკატის წარდგენა არ არის საჭირო იმ შემთხვევაში თუ სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლობდით ინლისურ ენაზე.

თუ ინგლისურ ენას  საჭირო დონეზე არ ფლობთ, მაგრამ გსურთ ვისტულას უნივერსიტეში სწავლის დაწყება - შეგიძლიათ გაიაროთ მოსამზადებელი პროგრამა ინგლისურ ენაში, რომლის ხანგრძლივობაა 1 ან 2 სემესტრი. 1 წლის სწავლის ღირებულება მოსამზადებელ პროგრამაზე - EUR3.500

სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ ვისტულას, ან ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტურ რეზიდენციებში (100-200 ევრო თვეში) ან იქირაონ ბინა კერძო სექტორში.

სტუდენტებს ააქვთ მუშაობის უფლება. პოლონური  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს უფლება აქვს დარჩეს პოლონეთში სამუშაოდ.


სწავლის დაწყება სექტემბერსა და თებერვალში. 

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად :

ტელ. 2305 735, 555 535 535