სიახლეები

21.04.23

სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით
გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად

21.04.23

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
საზაფხულო პროგრამა Worthing-ში

რეზო, 15 წლის, სკოლის მოსწავლე

 
-მაშ ჩახვედი ინგლისში, როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები?

-გვიხაროდა! ესე იგი წარმოიდგინეთ სულ მარტო ვართ უცხო ქვეყანაში და ირგვლივ სულ ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, ყველა გვიღიმის, ყველა მეგობრულადაა განწყობილი და ყურადღებიანია.

-აეროპორტში დახვედრასთან დაკავშირებით ხომ არ გქონდათ პრობლემები?

-არა არანაირი პრობლემა არ გვქონია, ვინც გვხვდებოდა მას პლაკატი ეჭირა ჩემი და სკოლის სახელით და მაშინვე დავინახეთ.  მან წაგვიყვანა სახლში.

-ჩვენთან მშობლების და ბავშვების უმრავლესობა ეძებს საზაფხულო სკოლას ცხოვრებით რეზიდენციაში, ან სკოლა პანსიონში და ბევრი ამბობს, რომ ოღონდ ოჯახში არ გვინდა ცხოვრება, შენ კი ზუსტად ოჯახში ცხოვრობდი,  როგორ შეგიძლია აღწერო შენი ოჯახში ცხოვრების გამოცდილება ხომ არ ინანე რომ არ აირჩიე საცხოვრებლის სხვა ვარიანტი?

-პირიქით, ოჯახში ბევრად უკეთესია. ერთი ჩემი მეგობარიც იყო საზაფხულო სკოლაში და ცხოვრობდა სწორედ სტუდენტურ საცხოვრებელში, იგი ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდა. მითხრა რომ იყო ძალიან შეზღუდული იყო, ვერსად ვერ გადიოდა. მე კი პატარა ქალაქში ვიყავი მაგრამ დავდიოდი სადაც მინდოდა, ძალიან კარგი იყო ის, რომ ყველას ვესაუბრებოდი ინგლისურად, ქუჩაში,  ოჯახში - ეს იყო ინგლისური ენის კარგი პრაქტიკა.

ჩემს ოჯახში ჩემს გარდა ცხოვრობდა ბიჭი ესპანეთიდან, მაგრამ მერე ის წავიდა და მე დავრჩი მარტო. თვითონ ოჯახს პატარა ბავშვები არ ჰყავდა, მხოლოდ  კვირაში ორჯერ მათთან სტუმრად ჩამოდიოდა 2 პატარა შვილიშვილი.

-ამ ბავშვებთან თუ გქონდა რამე ურთიერთობა?

-როგორ არა, ვეთამაშებოდი ხოლმე, ვხატავდით.

-ანუ არც ბავშვებთან საუბრისას პრობლემები არ გქონდა?

-არა არანაირი პრობლემა არ იყო.

-კვება როგორი იყო შენს ოჯახში?

-პირველ დღეს მკითხეს რა მიყვარდა და იმ საჭმელს აკეთებდნენ რაც მე მომწონდა, ხანდახან ტრადიციულ კერძებსაც აკეთებდნენ - ყველაფერი გემრიელი იყო.

-მე როგორც ვიცი, ანის, რომელიც შენთან ერთად გაემგზავრა, ჰქონდა პრობლემა ოჯახთან?

-კი, მაგრამ ეს ხანმოკლე პრობლემა იყო. როგორც გაირკვა, უფრო გვიან ელოდებოდნენ ანის ჩამოსვლას და ანი რომ შევიდა სახლში დაულაგებელი იყო და ბავშვები დარბოდნენ, ანი გულდაწყვეტილი წამოვიდა ჩემთან.  მერე, რომ დაბრუნდა, უკვე ყველაფერი წესრიგში დახვდა. ანის ოჯახი წარმოშობით ინდოელები იყვნენ, ძალიან კარგ საჭმელს აკეთებდნენ. რამდენიმე დღეში ანის ახალი ოჯახი შესთავაზეს, მაგრამ სხვაგან გადასვლა აღარ უნდოდა.

-სკოლა როგორი იყო?

-სკოლა პირველ დღეს შეგვეშალა, ანუ მივედით არა ბავშვების, არამედ უფროსების სკოლაში, იქ გამოიძახეს ტაქსი და ტაქსით გაგვიშვეს ჩვენს სკოლაში, რომელიც სხვაგან იყო. ტაქსის ფული არ გადაგვახდევინეს. უკვე ჩვენს სკოლაში აგვიხსნეს წესები, სად და როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ, ჩაგვიტარდა ტესტი და გაგვანაწილეს ჯგუფებში. სკოლაში პერსონალი ძალიან ყურადღებიანი იყო და კარგი.

-როგორ თვლი სასარგებლო იყო შენთვის თუ არა საზაფხულო სკოლა?

-კი, რა თქმა უნდა, ძალიან!  დღის პირველ ნახევარში გვქონდა გრამატიკის და წერის გაკვეთილები, შემდეგ კი კულტურაზე და ისტორიაზე გვიყვებოდნენ. საინტერესო დავალებები გვქონდა, კვირაში ორჯერ გვიტარდებოდა „ქუიზები“, გვაძლევდნენ შეკითხვებს ქალაქზე  და მის ისტორიასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა გაგვეგო პასუხები, პასუხების საძებრად ჯგუფით მივდიოდით ქალაქში და ქუჩაში გამვლელებს ვეკითხებოდით, ეს ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მომწონდა ამ ხალხის დამოკიდებულება, ყველა იყო ძალიან მეგობრული და ცდილობდა დაგვხმარებოდა. ყველა გვეღიმებოდა, გვეკითხებოდნენ საიდან ვიყავით. თავიდან, პირველი 3 დღე ცოტა მიჭირდა გაგება თუ რას მეუბებოდნენ, მაგრამ მალე შევეჩვიე, ახლა კი თავისუფლად ვსაუბრობ.

 
-ხომ არ იყო ისეთი მომენტები, როცა გეშინოდა რომ დაიკარგები ან რამე მოხდება?

-არა ასეთი სიტუაციები არ იყო, საერთოდ საშიში არაფერი ყოფილა. რომ დავკარგულიყავით, ალბათ ხელს მოგვკიდებდა ვინმე და მიგვიყვანდა სადაც საჭირო იყო. ძალიან სხვანაირი ხალხია იქ, კეთილი.

-ექსკურსიები თუ იყო?

-ექსკურსიები ტარდებოდა ოთხშაბათობით, ყოველ ოთხშაბათს მთელი დღით მივდიოდით სხვა ქალაქებში, ვიყავით ბრაიტონში, ჩიჩესტერში, ლონდონში, ორჯერ კვირაში იყო სპორტული ღონისძიებები. ჩვენს ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ადგილებში სკოლის პერსონალთან ერთად დავდიოდით. ძალიან მომეწონა ის პერსონალი ბავშვებთან რომ მუშაობდნენ. მე და ანი მარტოც დავდიოდით შოპინგზე, შეზღუდულები არ ვიყავით რაც ძალიან კარგი იყო.


-ბევრს  სურს  ჯგუფთან ერთად გამგზავრება, შენი აზრით როგორ ჯობია, მარტო ან ერთ-ორ მეგობართან ერთად წასვლა თუ ჯგუფში?

-არა, ჯგუფში არა!  ჩვენ ორნი ჩამოვედით და შემდგომ მესამეც შემოგვიერთდა, მაგრამ სულ მარტოც რომ ვყიფილიყავი მაინც უკეთესია ვიდრე ჯგუფში! სკოლაში იყო ჯგუფი ესპანეთიდან, ეს ბავშვები სულ თავისი ჯგუფით დადიოდნენ და საუბრობდნენ ესპანურად, სხვა მეგობრები თითქმის არც კი ყავდათ.

-შემ ბევრი მეგობარი შეიძინე?


-კი ძალიან ბევრი, ახლაც გვაქვს კონტაქტი, მწერენ მეკითხებიან წელს თუ ჩამოდიხარ, რას აკეთებ.

-თვითონ Worthing-ი როგორ მოგეწონა?

-ძალიან მომეწონა!  ზღვა, პლაჟი (მართალია არ გვიბანავია), მაგრამ მთავარია ხალხი - ძალიან თბილი და მეგობრული.

-ესე იგი შენ დაბრუნდი ძალიან კმაყოფილი. ურჩევ თუ არა სხვებს ამ სკოლაში და საერთოდ საზაფხულო სკოლაში გამგზავრებას?

-ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი და რა თქმა უნდა ვურჩევ.


გსურთ ზაფხულში ამ სკოლაში გამგზავრება?   ფასები და თარიღები

 
დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად: ტელ. 2305 735, 555 535 535