სიახლეები

12.11.19
100% Scholarship at Saint Louis University, USA
განაცხადის გაგზავნის დედლაინი 1 დეკემბერიავრცლად

16.08.19

სპეციალური შეთავაზება: ინგლისური მალტაზე
სპეციალური ფასები ჩვენ პარტნიორ-სკოლაში მალტაზე. 2 კვირა €565-დან საცხოვრებლის ჩათვლი

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
საზაფხულო სკოლა 9 -13 წლის ბავშვებისთვის


Sir Edward



 ასაკი
: 9-13

 კამპუსი:  კერძო სკოლა-პანსიონი Kings Ely

 საზაფხულო სკოლას ერთდროულად 150 სტუდენტამდე შეუძლია მიიღოს.

 მდებარეობა: Ely (კემბრიჯი - 25 კმ, ლონდონი - 125 კმ)

 დაწყების თარიღები 2019 წელს: 7, 14, 21 ივლისი

 ფასები:

 2 კვირა  £1955,   3 კვირა  £2655,  4 კვირა £305

 


თანხაში შედის:

  • 20 გაკვეთილი კვირაში
  • სასწავლო მასალა
  • ტესტირება, სერტიფიკატი და აკადემიური პროგრესის მიმოხილვა
  • ცხოვრება სტუდენტურ რეზიდენციაში სკოლა-პანსიონის კამპუსში, 1-2-3-4-ადგილიან ოთახებში, სველი წერტილები საერთოა
  • სამჯერადი კვება კამპუსში (შუასაუკუნის ულამაზესი სასადილო ჰოლი)
  • ლანჩ-ბოქსი ექსკურსიების დროს, მსუბუქი საჭმელი და სასმელი ძილის წინ
  • კულტურული და სპორტული აქტივობები 7 დღე კვირაში
  • ვიზიტი ლონდონის ვესტენდის ცნობილ მუსიკალურ შოუზე
  • კვირაში 2 ერთდღიანი ექსკურსია ისტორიულ ქალაქებში ლონდონის და კემრიჯის ჩათვლით  (პროგრამის ბოლო კვირაში ტარდება მხოლოდ 1 ექსკურსია)
  • დახვედრა-გაცილება აეროპორტში
  • ბრიტანული სამედიცინო დაზღვევა (სამედიცინო ხარჯების ულიმიტო დაფარვა, პირადი ვალდებულება 2 მლნ-მდე გირვანქა სტერლინგი, პირადი ნივთები - 250 სტერლინგამდე)
  • სკოლის პერსონალის მიერ ტანსაცმლის რეცხვა ორჯერ კვირაში
  • სარგებლობა კომპიუტერებით უფასო ინტერნეტით


სკოლის კამპუსში არის საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზი ტრენაჟორებით.


Ely (ილი) - მშვიდი, ლამაზი ქალაქია, სადაც მხოლოდ 15 ათასი ადამიანი ცხოვრობს.  აქ ყველაფერი ახლოს არის და ყველა მეგობრულადაა განწყობილი -  იდეალური ადგილია ბავშვებისთვის. ილი ტრადიციული ინგლისური ქალაქია, რომელზეც ნაკლებად აისახა დროის მსვლელობა. ქალაქში მდებარეობს შესანიშნავი უძველესი ტაძარი (1083 წ.).  ზოგი ისტორიული შენობა წარმოადგენს სკოლა-პანსიონ Kings Ely-ის ნაწილს. სწორედ ამ სკოლაში ტარდება ეს  საზაფხულო პროგრამა.


Kings Ely
, დაფუძვნებულია 970 წელს, იგი ერთ-ერთი უძველესი სკოლაა მსოფლიოში.  სკოლის ძველ შენობებში, რომლებიც ტაძართანაა განლაგებული  სწავლობდა ინგლისის მეფე  ედუარდი აღმსარებელი (King Edward the Confessor).   

დრო, რომელსაც აქ გაატარებთ ალბათ ყველაზე საინტერესო მოგონებად დარჩება თქვენს ცხოვრებაში.

 
დაგვიკავშირდით: ტელ. 2305 735, 555 535 535,  ან დაჯავშნეთ პროგრამა საიტზე:

     
                                    ზოგადი ინფორმაცია საზაფხულო სკოლების შესახებ