სიახლეები

21.05.18

IALC Partner Agency-ის სპეციალური შეთავაზებები

ჩვენი სააგენტო პირველი იყო საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა  English UK Partner Agency-ის სტატუსი  და დღეისათვის ერთადერთია  IALC Partner Agency-ის სტატუსით. როგორც ასოციაციის პარტნიორი ჩვენ ხშირად გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზებები, ფასდაკლებები და მომსახურების პირობები, რომლებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ: 

ვრცლად

10.05.18

ფასდაკლება საზაფხულო სკოლის პროგრამაზე ლონდონში
ინტენსიური საზაფხულო კურსები14-17 წლამდე მოზარდთათვის, ფასდაკლება £100 მინიმუმ 2 კვირის დაჯავშნის შემთხვევაში

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Università Cattolica del Sacro Cuore. მედიცინა და ქირურგია


დაიწყო განაცხადების მიღება მედიცინის და ქირურგიის პროგრამაზე Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)-ში 2018 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად. ჩარიცხვა პროგრამაზე ხდება გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. გამოცდა ჩატარდება 27/02/2018. განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2/02/2018.


უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი შედის მსოფლიოს 150 საუკეთესოთა რიცხვში (QS Top Universities rankings).


Cattolica-ს მედიცინის სკოლა მდებარეობს რომში და აფილირებულია აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. კლინიკა სიდიდიდ მეორეა იტალიში. სწორედ ამ კლინიკაში ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია რომის პაპს იოანე პავლე მეორეს მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა 1981 წელს.


სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, სწავლის ხანგრძლივობაა 6 წელი.

1 წლის სწავლის საფასური - €15600

სასწავლო პროგრამაში შედის იტალიური ენის შესწავლა

სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ USMLE-ისთვის (United States Medical Licensing Examination) და ჩააბარონ გამოცდა რომში.

უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები: აშშ-ში - Cornell University, Pittsburgh University, University of Florida, College of Medicine, ესპანეთში - Universidad Catolica de Valencia


სააპლიკაციო პროცესის ყველა ეტაპზე უფასოდ დაგეხმარებათ Cattolica-ს წარმომადგენელი საქართველოში - LIBRA.



დაგვიკავშირდით
 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: ტელ. 2305 735, 555 535 535, 597 235 102