სიახლეები

11.11.17

საშემოდგომო შეთავაზება 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში: ისწავლეთ ისტორრიულ ქალაქში Bury St. Edmunds ინგლისში და ისარგვბლეთ სპეციალური ფასებით. 2 კვირა £678-დან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში ცხოვრების ჩათვლით!

ვრცლად

11.11.17
ლონდონში ჯგუფთან ერთად 
შეთავაზება 13-17 წლამდე მოზარდთათვის. 2 კვირა ლონდონში სწავლის, საცხოვრებლის, კვების და ტრანსფერის ჩათვლით GBP1250  
ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ლევან, BLS English

Bury St. Edmundsლევანმა გაიარა 4-კვირიანი ინტენსიური ინგლისურის კურსი სკოლაში BLS English, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქალაქში Bury St. Edmunds. ლევანმა გაგვიზიარა მისი შტაბეჭდილებები, გთავაზობთ მის პასუხებს დასმულ შეკითხვებზე:


ჩემი მოგზაურობა Bury St. Edmunds-ში ძალიან სახალისო, საინტერესო და რა თქმა უნდა მრავლის მომცემი იყო. ეს მოგზაურობა დიდხანს დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ეს არის პატარა და მყუდროა ქალაქი. სადაც შეგიძლო სწავლა და გართობა ერთმანეთთან ისე შეგეთავსებინა რომ კონტრასტი არ შეექმნა, ქალაქში უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია: უძველესი ტაძარი, არანაკლებად ძველი ლუდსახარში და მსოფლიოში ყველაზე პატარა პაბი.

კვების პრობლება არ იყო, სურვილისამებრ იყო ყველანაირი პირობა შექმნილი იმისა, რომ გეჭამა საჭმელი რესტორანში, ბარში ან სწრაფი კვების ობიექტებში ან გაგეკეთებინა სახლში. რაც შეეხება საცხოვრებელს - მართლა ძალიან კომფორტულია საერთო საცხოვრებელი,

ტარდებოდა უამრავი ღონისძიებები, ეს იყო კონცერტები, დაგეგმილი ექსკურსიები, ასევე ჩვენ სტუდენტებს გვქონდა საშუალება თავად დაგვეგეგმა ღონისძიებები რაშიც სკოლის ხელმძღანელობა ხელს გვიწყობდა და გვერდში გვედგა.

მასწავლებლები იყვენ აშკარა თავისი საქმის პროფესიონალები, რომლებმაც იცოდნენ როგორ უნდა მიდგომოდნენ სტუდენტებს, ისე რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო ყოველი სიტყვა. მე ვთვლი რომ ამ მცირე ხნის განმავლობაში ერთი ორად გაიზარდა ჩემი ინგლისურის დონე, და დღეს შემიძლია ვისაუბრო ნებისმიერ თემაზე გამართული ინგლისურით. ასევე შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, გავიცანი მათი კულტურა და ასევე მათ გავაცანი ჩვენი.

ყველაზე დასამახსოვრებელ და სახალისო მომენტებს რა გამოლევს, მაგრამ იყო გამონაკლისები, რომელიც ყოველთვის კარგად გახსენდება და გეამაყება, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო როცა ვთამაშობდით ჩემპიონატს სკოლებს შორის ფეხბურთში, რომელსაც ჩვენი სკოლის ფან-კლუბი ესწრებოდა და გვამხნევებდა -ამ მათჩში გავიტანე სამი გოლი,

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვურჩევ ყველას რომ წავიდეს Bury St. Edmund ში და თავად ნახოს როგორია სკოლა, სადაც თუ მოინდომებ გახდები საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ისწავლი დამოუკიდებელ ცხოვრებას, გაეცნობი უცხო ქვეყნის კულტუნას და შეიძენ უამრავ მეგობარს.

 შეწყვიტეთ ფიქრი და აირჩიეთ Bury St.E
dmunds!