სიახლეები

11.11.17

საშემოდგომო შეთავაზება 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში: ისწავლეთ ისტორრიულ ქალაქში Bury St. Edmunds ინგლისში და ისარგვბლეთ სპეციალური ფასებით. 2 კვირა £678-დან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში ცხოვრების ჩათვლით!

ვრცლად

11.11.17
ლონდონში ჯგუფთან ერთად 
შეთავაზება 13-17 წლამდე მოზარდთათვის. 2 კვირა ლონდონში სწავლის, საცხოვრებლის, კვების და ტრანსფერის ჩათვლით GBP1250  
ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
UNIVERSITY FOUNDATION

International University Foundation, Undergraduate Foundation.

ბრიტანელი მოსწავლეები, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სურთ, სკოლაში 13 წლის განმავლობაში სწავლობენ. ბოლო 2 წელი ეთმობა ე.წ. A-Level პროგრამას, რომელიც შერჩეულ პროფესიასთან დაკავშირებულ 3-4 საგნის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს. ჩვენს ქვეყანაში საშუალო სკოლა თორმეტწლიანია. ბავშვები სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს იმისდამიუხედავად, თუ რომელ სფეროში აპირებენ სპეციალიზაციას მომავალში. სავალდებულო საგნების სწავლების პროგრამა და მეთოდიკა ბრიტანულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  პროგრამა Foundation სპეციალურად შეიქმნა იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ზოგადი აკადემიური და ინგლისური ენის ცოდნის დონე არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისათვისაა აუცილებელი. პროგრამას ხშირად "Pathway"-ს უწოდებენ - უცხოელი სტუდენტებისათვის სწორედ ეს პროგრამა წამოადგენს გზას პრესტიჟულ ბრიტანულ უნივერსიტეტში. პროგრამის მიზანია არასაკმარისი აკადემიური დონის კომპენსაცია, მოსწავლეების მიერ ძირითადი საგნების ცოდნის, ბრიტანეთში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და როგორც ზოგადი, ასევე აკადემიური ინგლისური ენის სრულყოფა. ამასთან ერთად, სტუდენტებს საშუალება აქვთ შეეჩვიონ ბრიტანეთისთვის დამახასიათებელ სწავლების მეთოდებს, შეიძინონ დამოუკიდებელი მუშაობის, ანალიზის და კვლევის უნარ-ჩვევები.

პროგრამის ხანგრძლივობა 9-12 თვეს შეადგენს. იმ შემთხვაში, თუ სტუდენტის ინგლისური ენის დონე მაღალია, ზოგი სასწავლო დაწესებულება ექვსთვიან პროგრამას სთავაზობს. სტუდენტის ასაკი - მინიმუმ 17 წელი, მოთხოვნები ინგლისური ენის ცოდნის მიმართ განსხვავებულია პროგრამის ხანგრძლივობისა და სასწავლებლის მიხედვით. სწავლის დაწყება შესაძლებელია სექტემბერში ან იანვარში.

პროგრამის წარმატებული დამთავრება ხშირად ითვალისწინებს გარანტირებულ ჩარიცხვას იმ უნივერსიტეტში, რომლის ბაზაზეც ეს პროგრამა გაიარეთ, ან პროგრამა  Foundation-ის პროვაიდერის, სპეციალიზირებული კოლეჯის, ან სკოლის პარტნიორ-უნივერსიტეტში. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სხვა უნივერსიტეტშიც ჩააბარონ, თუკი ეს უნივერსიტეტი მათ მიერ გავლილ პროგრამას აღიარებს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტს (ან მის მშობლებს) უნივერსიტეტის შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მიზანშეწონილია მოსამზადებელი პროგრამის გავლა იმ სასწავლებელში, რომელსაც ამ უნივერსიტეტთან გააჩნია პარტნიორული ურთიერთობა. გაითვალისწინეთ, რომ Oxford-ის  და Cambridge-ის უნივერსიტეტები პროგრამა Foundation-ს არ აღიარებენ და თუ თქვენი მიზანი ამ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლაა, აუცილებელია  A Level
ან International Baccalaureate პროგრამის გავლა.


სად გავიაროთ წინასაუნივერსიტეტო პროგრამა დიდ ბრიტანეთში? ვარიანტები ძალიან ბევრია - სწორი არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის. თქვენთვის ოპტიმალური პროგრამის და სასწავლებლის ასარჩევად მოგვმართეთ. ჩვენი კონსულტანტი სერტიფიცირებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.


ბრიტანული უნივერსიტეტების და კოლეჯების ჩამონათვალი, სადაც წინასაუნივერსიტეტო (Foundation) პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი დახმარებით იხილეთ აქ >>>



დაწვრილებით პროგრამაზე უნივერსიტეტების მიხედვით:

Aberystwyth University


University of Gloucestershire