სიახლეები

22.11.21

სწავლა საფრაგეთში
MSc Sustainable Tourism and Gastronomy - 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა დიჟონში, საფრანგეთში. განაცხადების მიღება დაწყებულია!

ვრცლად

10.06.21

Scholarships to study in London
დაფინანსება GBP3500-GBP9000  შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე ლონდონში

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
UNIVERSITY OF SOUTHAMPTON

Soton logo

შესანიშნავმა აკადემიურმა რეპუტაციამ და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში ჩატარებული კვლევის მნიშვნელოვანმა მიღწევებმა საუთჰემპტონის უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. "Times Higher Education"-ის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით,  საუთჰემპტონის უნივერსიტეტი მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაშია. რიგ სპეციალობებში ეს უნივერსიტეტი ლიდერის პოზიციას იკავებს დიდი ბრიტანეთის მასშტაბით. როგორც კვლევითი ცენტრი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტი შედის გაერთიანებული სამეფოს 15 საუკეთესო უნივერსიტეტის რიცხვში. 


საუთჰემპტონის უნივერსიტეტი - პრესტიჟული "რასელ ჯგუფის"  დამფუძნებელი-წევრია (Russel Group დიდი ბრიტანეთის ელიტური უნივერსიტეტების გაერთიანება, რომელიც ახორციელებს ბრიტანეთის სამეცნიერო კვლევის 2/3-ს).


მას შემდეგ, რაც 1952 წელს უნივერსიტეტმა სამეფო ქარტია მიიღო (მაშინ უნივერსიტეტში მხოლოდ 900 სტუდენტი სწავლობდა), იგი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს იქ 24 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 6500 საერთაშორისო სტუდენტია მსოფლიოს 135 ქვეყნიდან. უნივერსი ბრუნვა შეადგენს 400 მილიონ გირვანქა სტერლინგს, პერსონალი კი – 5000 ადამიანისგან შედგება. უნივესიტეტის სუპერკომპიუტერი (£3 mln.) ერთ-ერთი უსწრაფესია ევროპაში. შთამბეჭდავია უნივერსიტეტის ბიბილიოთეკა Hartley Library (£10 mln.), ბოლო ტექნოლოგიით აღჭურვილი სასწავლო ცენტრით.


უნივერსიტეტი სწავლისა და კვლევის შესანიშნავ პირობებს გვთავაზობს სხვადასხვა სფეროში:
ტოპ-ათეულში შესულ სპეციალიზაციათა შორის: Aeronautical and Manufacturing Engineering, Antropology, Archirecture, Aural and Oral Sciences, Civil Engineering, Classic and Ancient Study, Computer Science, Education, Electrical and Electronic Engineering, French, German, Iberian Languages, Linguistics, Music, Nursing, Physiotherapy, Social Policy. 


აქ მოღვაწე მეცნიერები სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ კვლევას: კვების პროდუქტების უსაფრთხოება, ბიოლოგიური საწვავის მოპოვების ტექნოლოგია, ნახშირბადის  გარემოში გამოტყორცნის შემცირება, სისხლის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები, ინტერნეტ ტექნოლოგიები და მოშორებული ადგილების ელექტროფიკაცია. უნივერსიტეტის სამი პროფესორი დასახელებულია “ბრიტანეთის მეცნიერების 100 უმნიშნელოვანეს პიროვნებათა შორის”, რომელთა სიაც გამოაქვეყნა ჟურნალმა “Times”.


საინტერესო ფაქტი: საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორთა შორის თვით თიმ ბერნერს-ლი  (Tim Berners-Lee) არის, რომელიც 1994 წლიდან World Wide Web Consortium-ს (W3C) ხელმძღვანელობს. იგი აგრეთვე გახლავთ ფონდის World Wide Web Foundation  ხელმძღვანელი და ბრიტანული მთავრობის მრჩეველი 2009 წლიდან.



უნივერსიტეტის წარმატების ერთერთი საფუძველი იმაშია, რომ მისი კვლევითი ბაზა მჭიდროდ თანამშრომლობს მრეწველობასთან. ამ მხრივ უნივერსიტეტს უკავია მესამე ადგილი მსოფლიოში, მისი მიღწევები კი ჭეშმარიტად შთამბეჭდავია: მაგალითად, კომპანია Fibercore (Cisco),  რომლის ოპტიკური ბოჭკოები შექმნილია მოცემულ უნივერსიტეტში და გამოიყენება მსოფლიო ავიახაზების 95%-ის მიერ, ასევე  Hubble Telescope და Mars Rovers, რომლებიც დამოუკიდებელ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების საფუძველზე.


ინგლისის სამხრეთ სანაპიროს კომერციული და კულტურული ცენტრი საუთჰემპტონი - საინტერესო ისტორიის მქონე თანამედროვე ქალაქია. ლონდონიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს, ადვილად მისადგომია ავტობუსით ჰითროუს აეროპორტიდან.


LIBRA
- საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელია. ჩვენი მიზანია საჭირო ინფორმაციის მოწოდება და სასწავლო პროგრამის შერჩევაში დახმარების გაწევა. უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი ბევრად უფრო ადვილია ოფიციალური წარმომადგენლის დახმარებით. თქვენი დოკუმენტების წარდგენა მოხდება უნივერსიტეტის მოთხოვნების მკაცრი დაცვით. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ წარმომადგენელს საშუალება აქვს პირადად იურთიერთოს სტუდენტთან, და შესაბამისად ოპერატიულად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია როგორც სტუდენტს, ასევე უნივერსიტეტის მიმღებ კომისიას.

იმისთვის, რომ მიიღოთ ვიზის გაფორმებასა და სოუთჰემპტონში სწავლისა და ცხოვრებასთან დაკავშირებული უფასო დახმარებ,ა ონლაინ განაცხადის შევსებისას მონიშნეთ LIBRA როგორც ინფორმაციის წყარო და თქვენი აგენტი.


1 წლის სწავლის ღირებულება 2020/21
:

საბაკალავრო პროგრამები  £17,560 - 21,580  პროგრამის მიხედვით

Foundation Year £17,560-დან

მაგისტრატურა
 
სწავლის სტანდარტული საფასური, taught: £18,812 -25,540 პროგრამის მიხედვით


MBA: £24,000  

Pre-Master Programme £27,154 (18 თვე)



International Foundation Year 


ყურადღება!


უნივერსიტეტის სთავაზობს სტიპენდიებს  GBP 2,000-9,000-მდე ოდენობით
(სწავლის საფასურზე ფასდაკლების სახით)



რას ამბობენ ჩვენი სტუდენტები