სიახლეები

11.11.17

საშემოდგომო შეთავაზება 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში: ისწავლეთ ისტორრიულ ქალაქში Bury St. Edmunds ინგლისში და ისარგვბლეთ სპეციალური ფასებით. 2 კვირა £678-დან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში ცხოვრების ჩათვლით!

ვრცლად

11.11.17
ლონდონში ჯგუფთან ერთად 
შეთავაზება 13-17 წლამდე მოზარდთათვის. 2 კვირა ლონდონში სწავლის, საცხოვრებლის, კვების და ტრანსფერის ჩათვლით GBP1250  
ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
UK. Southampton. შემოდგომა-ზამთრის შეთავაზება ჯგუფებისათვის



მოსწავლეთა ასაკი
: 8 - 17

მდებარეობა: საუთჰემპტონი (Southampton)

პროგრამის ხანგრძლივობა: 1–4 კვირა

ჯგუფი: მინიმუმ 5 სტუდენტი

ჯგუფის ხელმძღვანელი უზრუნველყოფილია უფასო ადგილით ჯგუფში 5 ან მეტი სტუდენტის შემთხვევაში (იხდის მხოლოდ ვიზის და ავიაბილეთის ღირებულებას), დამატებით, სურვილის შემთხვევაში შეუძლია უფასოდ გაიაროს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ან ზოგადი ინგლისური ენის კურსი

პროგრამის 1 კვირის ღირებულება (1 კვირა – 6 ღამე, 7 დღე):
  £480


თანხაში შედის:

  • ინგლისური ენის გაკვეთილები - 15 საათი კვირაში
  • ცხოვრება ოჯახში სამჯერადი კვებით
  • სხვადასხვა აქტივობები დღის მეორე ნახევარში, გაკვეთილების შემდეგ
  • კვირაში 2 ღონისძიება საღამოს საათებში
  • ყოველკვირეულად: 1 ნახევარდღიანი და 1 სრული დღის ექსკურსიები (London. Oxford, Winchester, Portsmouth)
  • სასწავლო მასალა, სერტიფიკატი და მოსწავლის აკადემიური მოსწრების მიმოხილვა
  • სკოლის პერსონალის ზედამხედველობა
  • ბრიტანული ვიზის აპლიკაციის შევსება და  ვიზის მიღებასთან დაკავშირებული კონსულტაციები


დამატებითი ხარჯები:

  • დახვედრა  აეროპორტში ჩასვლისას და ტრანსფერი საცხოვრებელ ადგილამდე, ასევე ტრანსფერი აეროპორტში გამომგზავრებისას - აეროპორტისა და ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით (GBP60-80)
  • ბრიტანული ვიზა - $190 -210
  • ორი გზის ავიაბილეთი - $370-$500 (ავიაკომპანიისა და მოგზაურობის პერიოდის მიხედვით)

 

სკოლა აკრედიტირებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ და ჩვენს სტუდენტებში დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს.

საუტჰემპტონი არის კომერციული და საუნივერსიტეტო ცენტრი ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე. საუტჰემპტონის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა დიდ ბრიტანეთში. ქალაქი არც დიდია და  არც პატარა – იდეალური ადგილია სწავლისათვის.  ქალაქის მოსახლეობა 230,000–ს შეადგენს. ჰიტროუს აეროპორტიდან საუტჰემპტონი ადვილად მისადგომია ავტობუსით. ლონდონიდან მხოლოდ 60–70 წუთის სავალზეა, რაც ნიშნავს რომ შაბათ–კვირას შეძლებთ ლონდონის ღირსშესანიშნაობების მონახულებას. ახლოს მდებარეობს პოპულარული ზღვის კურორტი  ბორნმუტი (Bournemouth), მისტიკური  Stonehendge და  New Forest–ი თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით.  

ზუსტად საუთჰემპტონიდან გაემგზავრა თავის ტრაგიკულ მოგზაურობაში ტიტანიკი და ქალაქის ცენტრში დღესაც არის ის სასტუმრო სადაც ტიტანიკის მგზავრები ცხოვრობდნენ. ქალაქში შესანიშნავი პირობებია წყლის სპორტისთვის, არის კარგი სტადიონი, ცნობილი არის საუტჰემპტონის საფეხბურთო კლუბი.


შეკითხვა გაქვთ? დაგვიკავშირდით!