სიახლეები

01.05.19
ზაფხული მალტაზე
სპეციალური ფასები ჩვენი პარტნიორ-სკოლისაგან, 2 კვირა €750-დანვრცლად

21.04.19

ინგლისური ენის კურსები მალტაზე - სპეციალური შეთავაზება
დაჯავშნეთ  ზაფხულის კურსები 31 მაისამდე, ფასზე საზაფხულო დანამატის გარეშე

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ACKWORTH SCHOOL

ადგილმდებარეობა: დასავლეთ იორკშირი
უახლოესი აეროპორტი: მანჩესტერი

Ackworth School დაარსდა 1779 წელს, კვაკერთა ბავშვების სწავლებისათვის. კვაკერები (Quakers), ანუ მეგობართა საზოგადოება - რელიგიური მიმდინარეობაა, რომლის ფესვებიც ქრისტიანობაშია. მისი არსიც უაღრესად მარტივია - ღმერთის ნაწილი ყოველ ჩვენგანშია. კვაკერები სიყვარულსა და შემწყნრებლობას ქადაგებენ; საყოველთაოდ ცნობილია მათი მშვიდობისაკენ სწრაფვა, პატიოსნება და უბრალოება. მათთვის განსაკუთრებით ხაზგასმულია ცალკეული პიროვნების მნიშვნელობა და რას გააკეთებს იგი საზოგადოებისათვის. კვაკერთა ეს ძირითადი ფასეულობები დღესაც განსაზღვრავს სკოლის მისიასა და მიზნებს: Ackworth სკოლის მთავარი მიზანია ბედნიერი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც სხვათა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, თითოეული მოსწავლე შეძლებს განავითაროს და რეალიზება გაუკეთოს საკუთარ უნარებსა და ნიჭს.

შეაღებ თუ არა სკოლის კარს, მაშინვე შეიგრძნობ განსაკუთრებულ სითბოს, მეგობრულ გარემოს და სიმშვიდეს, ასევე თვალში მოგხვდებათ უზადო სისუფთავე. ეს არის სკოლა, სადაც პირველივე დღიდან ბავშვი თავს გრძნობს როგორც ოჯახში. მოსწავლეები მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცულნი, კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ თავს, ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეებმა ყოველმხრივი განვითარება შეძლონ და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბდნენ. ეჭვგარეშეა, რომ Ackworth School გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლაა, რომელშიც ბრიტანული განათლების უძველესი ტრადიციებია დაცული.

სკოლაში 4 დან 18 წლამდე ბავშვები სწავლობენ. უცხოელი სტუდენტები ხშირად სწავლას საერთაშორისო სასწავლო ცენტრში იწყებენ, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ GCSE პროგრამა გაიარონ ერთ წელიწადში. ერთწლიანი GCSE-ს გარდა საერთაშორისო ცენტრი სთავაზობს A Level-ის მოსამზადებელ პროგრამასაც, რომლის ფარგლებში სტუდენტები სრულყოფენ ინგლისური ენის ცოდნას და თან რამოდენიმე აკადემიურ საგანსაც სწავლობენ. გაკვეთილები ტარდება პატარა ჯგუფებში გამოცდილი პედაგოგების მიერ. მოსამზადებელი პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში სტუდენტი გადადის ორწლიან A Level პროგრამაზე.

სკოლა A Level საგნების ფართო არჩევანს სთავაზობს სტუდენტებს: ბიზნესი და ეკონომიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ლიტერატურა, ზოგადი განათლება, ფრანგული და გერმანული ენები, გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა და უმაღლესი მათემატიკა, ხელოვნება და დიზაინი, დრამა და თეატრი, მუსიკა, სპორტი, რელიგია: რელიგიის ფილოსოფია და რელიგიური ეთიკა. სტუდენტები უზრუნველყოფილი ინდივიდუალური ყურადღებით, ყველა მოსწავლესათვის გამოყოფილია ინდივიდუალური სამუშაო სივრცე და ყველა პირობაა შექმნილი საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. GCSE-სა და A Level–ის შედეგები მნიშვნელოვნად აჭარბებს ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელს და უმაღლესი ქულების პროცენტული მაჩვენებლიც ასევე მაღალია. სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა შემდგომ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები ხდებიან.

სკოლაში ყველანაირად წახალისდება მოსწავლეთა შემოქმედებითი მიდრეკილებები, Ackworth School უდიდეს შანსს აძლევს მათ სრულფასოვნად გაიფურჩქნონ ამ მიმართულებით. შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ძალზე დადებითად მოქმედებს ნებისმიერ მოსწავლეზე Ackworth School-ს აქვს საკუთარი თეატრი და დრამატული ხელოვნების გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც საკლასო ისე კლასგარეშე პროგრამით - სკოლის მოსწავლეებისათვის 50–ზე მეტი კლუბი და საზოგადაოება მოქმედებს. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სპორტსაც. სკოლა აღჭურვილია სპორტული და სატრენაჟორო, ტანვარჯიშისა და საცეკვაო დარბაზებით, საცურაო აუზით, ჩოგბურთის კორტებით, ფეხბურთისა და ჰოკეის მინდვრებით.

სკოლა ძალიან მაღალი აკადემიური სტანდარტებით გამოირჩევა.  სკოლის არაერთი კურსდამთავრებული სწავლას ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტში აგრძელებს. მიღება ხდება  ტესტირების შედეგით, ითვალისწინებენ აგრეთვე მოსწავლის მოსწრებას იმ სასწავლო დაწესებულებაში, რომელშიც ამ მომენტამდე სწავლობდა. შესაძლებელია სწავლის საფასურის 50%-მდე ოდენობის სტიპენდიის მოპოვება. სტიპენდიები ეძლევათ შემოქმედებითად ნიჭიერ (მუსიკა, დრამატული და სახვითი ხელოვნება, დიზაინი) და მაღალი აკადემიური პოტენციალის მქონე ბავშვებს. ფასდაკლებას სთავაზობენ აგრეთვე ერთი ოჯახის წევრებს (დებსა და ძმებს).

სკოლაში 487 მოსწავლეა, პანსიონში - 144 

სააგენტო LIBRA-ს წარმომადგენელი პირადად ესტუმრა სკოლას და მზად არის გიპასუხოთ თქვენს შეკითხვებზე და დაგეხმაროთ სკოლაში სწავლისათვის სააპლიკაციო პროცესში.

ფასები:

Pre-A Level, International Stidy Centre (ინგლისური ენის გაკვეთილების ჩათვლით) £11,919 (1 ტრიმესტრი)
A Level: £9,717 (1 ტრიმესტრი, სულ 3)


დამატებითი ინფორმაცია და ჩარიცხვა სკოლაში: დაგვიკავშირდით ტელ. 2305 735, 555 535 535