სიახლეები

20.09.17

სპეციალური შეთავაზება: English in Margate
ინტენსიური ინგლისურის კურსი ზღვისპირა ქალაქ მარგეიტში (Margate) კენტის (Kent) საგრაფოში. 2 კვირა £680. თანხაში შედის 60 გაკვეთილები, ცხოვრება მეგობრულ ოჯახში ორჯერადი კვებით

ვრცლად

20.09.17

ფასდაკლება 15-25%
30 სექტემბრამდე დაჯავშნის შემთხვევაში. Eastbourne, Brighton, London, New York, San Francisco  

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
სასტუმრო და ტურისტული მენეჯმენტი – საუკუნის პროფესია


ნუთუ არსებობს რამე უკეთესი, ვიდრე ფულს გიხდიდნენ იმაში, რისი კეთებაც, ისედაც, ძალიან გიყვართ?
 
თუ თქვენ მოგწონთ მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, დელიკატესების მომზადება, ღონისძიებათა ორგანიზება; თუ გიყვართ სამშობლო, გჯერათ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქვეყანაა და გინდათ, რომ მისი მრავალფეროვანი ბუნება, უგემრიელესი სამზარეულო და განთქმული სტუმართ-მასპინძლობა ღირსეულად შეაფასონ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, უდაოდ, ტურიზმი და სასტუმროს ბიზნესი თქვენი წარმატებული კარიერის სარბიელი იქნება.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (World Tourism Organisation) მონაცემებით ყოველი მეათე სამუშაო ადგილი პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის ამ უფრო და უფრო სწრაფად მზარდ სექტორს. მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების სფეროზე ყოველწლიურად 840 მლნ. ტურისტი მოდის. ყველა ეს მოგზაური თუ ტურისტი ითხოვს, რომ შეთავაზებული პირობები და მომსახურეობა იყოს საუკეთესო. მაღალი სტანდარტის მიღწევა კი, შესაძლებელია ტურიზმის სექტორის ყველა რგოლის პერსონალის ორგანიზებული და სტრუქტუირებული სწავლების შემთხვევაში.

დღეს ტურიზმის განვითარებული ინდუსტრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას ხომ უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ბოლო წლებში საქართველოში გაჩნდა დიდი რაოდენობის სასტუმროები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები: მარიოტი, რედისონი, შერატონი... დიდი თუ პატარა სასტუმროების მშენებლობა გრძელდება, და უახლოეს მომავალში თბილისსა და ბათუმს არა ერთი თანამედროვე ოტელი, რესტორანი და ბარი შეემატება. ტურიზმის განვითარება – საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულია: ძალიან ბევრი კეთდება ქვეყნის პოპულარიზაციისათვის და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტების მოსაზიდად. 2010 წლის ზაფხულში საქართველომ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, მოსალოდნელია, სამომავლოდ მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის კვალიფიციური სპეციალისტების სულ უფრო მეტი საჭიროება იქნება.

მსოფლიოში ბევრი  ადამიანისთვის საქართვეკლო ჯერ  კიდევ სრულიად უცნობი მხარეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის გამოცდილება ტურისტისათვის დადებითი იყოს, რომ მას სურვილი გაუჩნდეს აქ დაბრუნების თავის მეგობრებთან ერთად. მომსახურების სფეროს იმ მაღალი სტანდარტების შესწავლა, რასაც მიჩვეული არიან დასავლელი ტურისტები, მიზანშეწონილია იმ ქვეყნებში, სადაც ამ სფეროს სასწავლო დაწესებულებებს საუკეთესო ტრადიციები გააჩნიათ, აქვთ განვითარებული სასწავლო ბაზა, ხოლო პედაგოგებს – მჭიდრო კავშირები პროფესიულ სფეროში. ამასთანავე, საზღვარგარეთ განათლების მიღება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობის, მსოფლიო კულტურის გაცნობისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბიზნესში, მაგრამ  განსაკუთრებით სასტუმრო და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის.

ჩვენ გთავაზობთ განათლების მიღებას ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის სფეროში დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში. თითოეულ ამ ქვეყანას გააჩნია განსაკუთრებული თავისებურებები როგორც განათლების სისტემაში, ისე ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის შესწავლის სფეროში.

მსოფლიოში სასტუმრო-მენეჯმენტის პირველი სკოლა, 1893 წელს შვეიცარიაში გაიხსნა და დღემდე ამ ქვეყანაში მიღებული განათლება ძალიან პრესტიჟულად ითვლება. შვეიცარიული სწავლების მოდელის არსის მიხედვით ხელმძღვანელმა დაწვრილებით უნდა იცოდეს და შესრულებაც შეეძლოს მისი ნებისმიერი ქვემდგომის საქმის. ხშირად შვეიცარიული სასტუმრო მენეჯმენტის სკოლები მოწყობილია ნამდვილი სასტუმროს მსგავსად, სტუდენტები იქვე ცხოვრობენ და ყოველდღიური პრაქტიკით ეუფლებიან სასტუმროს მართვის ანა-ბანას. ამ სკოლებში სადილებსაც გამოცდილი შეფ-მზარეულების ზედამხედველობით კულინარიული მენეჯმენტის სტუდენტები ამზადებენ. შვეიცარიული მოდელის მიხედვით სასწავლო წელი ორ ნაწილადაა გაყოფილი: პირველი 6 თვე მიმდინარეობს თეორიის ინტენსიური სწავლება, მომდევნო 6 თვე კი პრაქტიკას ეთმობა. შვეიცარია ძალიან ძვირი ქვეყანაა, მაგრამ ყოველწლიური პრაქტიკა – ანაზღაურებადია, და სტუდენტების ხელფასი შვეიცარიაში არსებულ მინიმუმზე ნაკლები არასოდეს არ არის. 

არანაკლებ პრესტიჟულია დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების დიპლომი, მით უფრო, რომ ცნობილი უნივერსიტეტის, ტურიზმისა თუ სასტუმრო-მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხის მოპოვება სრულიად ხელმისაწვდომ ფასადაც შეგეძლებათ. დიდ ბრიტანეთში სტუდენტებს მუშაობის უფლება აქვთ და ხშირად უკვე სწავლის პერიოდში პრაქტიკულ ცოდნას იძენენ სასტუმროში ან ტურისტულ სააგენტოოში მუშაობით.

ნიდერლანდებშიც სასწავლო პროცესი მიმართულია პროფესიული უნარ–ჩვევების მიღებაზე. ჩვენი სააგენტოს პარტნიორ უნივერსიტეტში, სასტუმრო-მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები კვირაში რამდენიმე დღე სასწავლო სასტუმროში მუშაობენ, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსზეა განლაგებული. მათი პრტაქტიკა ყველაზე მარტივი სამუშაოს შესრულებით იწყება, ბოლო კურსზე კი ისინი უკვე მენეჯერის მოვალეობებს ასრულებენ.

     მაშასადამე:

  • ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია
  • მთელ მსოფლიოში შეინიშნება გაზრდილი მოთხოვნა კვალიფიცირებულ მენეჯერებზე, რომლებიც თანამედროვე ტურისტების სულ უფრო მზარდ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ – ასეთები არასდროს და არსად არ დარჩებიან სამუშაოს გარეშე
  • სტუმართმასპინძლობის სფეროში განათლების მიღებით თქვენ აგრეთვე შეისწავლით საერთოდ ბიზნესის, მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლებს, შეისწავლით და   გაიუმჯობესებთ გაყიდვების, კიმუნიკაციებისა და საოფისე ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებს, რაც ნებისმიერ სხვა ბიზნესშიც გამოგადგებათ
  • ტურიზმი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა


ჩვენი სააგენტო გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ინფორმაცია სასტუმრო და ტურიზმის ბიზნესის სწავლების სხვადასხვა ვარიანტებზე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული დიპლომის პროგრამების შესახებ. შესაძლებლობები ბევრია...


მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ!