სიახლეები

21.05.18

IALC Partner Agency-ის სპეციალური შეთავაზებები

ჩვენი სააგენტო პირველი იყო საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა  English UK Partner Agency-ის სტატუსი  და დღეისათვის ერთადერთია  IALC Partner Agency-ის სტატუსით. როგორც ასოციაციის პარტნიორი ჩვენ ხშირად გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზებები, ფასდაკლებები და მომსახურების პირობები, რომლებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ: 

ვრცლად

10.05.18

ფასდაკლება საზაფხულო სკოლის პროგრამაზე ლონდონში
ინტენსიური საზაფხულო კურსები14-17 წლამდე მოზარდთათვის, ფასდაკლება £100 მინიმუმ 2 კვირის დაჯავშნის შემთხვევაში

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ჩვენს შესახებ

English UK                                                                                    partner agency






სააგენტო LIBRA დაარსდა 2003 წლის  თებერვალში.

LIBRA  პირველი სააგენტოა საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა  English UK Partner Agency-ს  სტატუსი    http://www.englishuk.com/en/agents/partner-agencies/partner-agency-directory?id=55, რაც ადასტურებს ჩვენს წარმატებულ ურთიერთობას English UK-ს წევრ ორგანიზაციებთან და ნიშნავს, რომ სააგენტო მონაწილეობს  English UK -ს საქმიანობაში და იცავს  სააგენტოს ქცევის კოდექსის პრინციპებს. (English UK -  მსოფლიოს წამყვანი ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო ცენტრები).  

ამასთან, ჩვენი სააგენტო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც აქვს IALC -ის (International Association of Language Centres) პარტნიორის სტატუსი - http://www.ialc.org/find-agents/

LIBRA - დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების  სასწავლო დაწესებულებების ოფიციალური წარმომადგენელი და უფლებამოსილი აგენტია საქართველოში.

ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციათა შორის არის როგორც ენის სკოლები, ასევე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, პროფესიული და შემდგომი განათლების კოლეჯები, ტრადიციული სკოლა-პანსიონები, სასტუმროსა და ტურისტული მენეჯმენტის, მოდისა და დიზაინის სკოლები.

სააგენტოს ხელმძღვანელი ქ-ნი ნადია ტარასოვა დაამთავრა სახელმწიფო უცხო ენების ინსტიტუტი რუსეთში, აქვს მსხვილ საერთაშორისო და საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობისა და ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება. გავლილი აქვს ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო კონსალტინგის ტრენინგები, გამოცდების შედეგად მოიპოვა წარჩინების სერთიფიკატი.

ჩვენ რეგულარულად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ღონისძიებებში და ვსტუმრობთ პარტნიორ სასწავლებლებს შემოთავაზებული სწავლის და ცხოვრების პირობების შესწავლის მიზნით.

 

English UK Partner Agency ICEF screened  ICEF approved agency