სიახლეები

16.04.18

ჯგუფის კომპლექტაცია, საზაფხულო სკოლა ჩესტერში, ინგლისი
11-17 წლამდე ბავშშვებისთვის; ჯგუფს გაუძრვება გამოცდილი პედაგოგი. 2-კვირიანი პროგრამის საფასური £1350

ვრცლად

04.04.18

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £669–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
საზაფხულო სკოლა. დიდი ბრიტანეთი. Princess Helena

 

Princess Helena - პრესტიჟული სკოლა-პანსიონი ინგლისში მდებარეობს ლონდონსა და კემბრიჯს შორის, დაახლოებით 1 საათის სავალზე ამ ქალაქებიდან. სკოლა დაარსდა მე-19 საუკუნის დასაწყისში და მისი პირველი პრეზიდენტი პრინცესა ჰელენა (დედოფალი ვიქტორიას მესამე ქალიშვილი) გახლდათ, ამჟამად კი  სკოლა ინგლისის დედოფლის პატრონაჟის ქვეშაა.

ზაფხულის პერიოდში, როცა სკოლის მოსწავლეები არდადეგებზე არიან, სკოლის ტერიტორიაზე ტარდება საზაფხულო სკოლის პროგრამა. სკოლას აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა. ტრადიციული შენობები გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებით და პარკით. სკოლას აქვს ხელოვნების ცენტრი,  თბილი საცურაო აუზი, სათამაშო მოედნები -   ყველა საშუალება ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 ან 4 კვირა


ასაკი
: 14 – 17


პერიოდი
: 9/07/2018 - 3/08/2018


ექსკურსიები
: ლონდონი, კემბრიჯი, სხვა საინტერესო ადგილები


ფასი
: 2 კვირა £1880, 4 კვირა  £3500  (თანხაში შედის ყველაფერი - არანაირი დამალული ხარჯები! საცხოვრების და კვების, გაკვეთილების და გასართობ-კულტურული პროგრამის გარდა შედის ბრიტანული დაზღვევა, სასწავლო მასალა და ორი გზის ტრანსფერი)

დამატებით გადასახდელია ვიზის და ავიაბილეთის საფასური, სააგენტოს მომსახურება (კონსულტაციები, სავიზო საბუთების გაფრომება, მხარდაჭერა  ყველა ეტაპზე -სტუდენტის საქართველოში დაბრუნებადე)


გაკვეთილები
:  20 საათი კვირაში


გაკვეთილების შემდეგ
- ფართო არჩევანი სპორტის სახეობებისა (კალათბურთი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფეხბურთი, ფრენბურთი, კრიკეტი, ნეტბოლი და სხვა) და აქტივობების  (ხატვა, ფერწერა, მასკების და სამკაულების დამზადება, დრამა, მუსიკა, სიმღერა, კულინარია, ცეკვა, ჭადრაკი, ადგილობრივი ვიზიტები)


საღამოობით
- კინო, ვიქტორინა, შეჯიბრებები, დისკოთეკა და სხვა ღონისძიებები


საცხოვრებელი -  სკოლა-პანსიონის საცხოვრებელ რეზიდენციებში: დორმიტორიები და 2-ადგილიანი ოთახები


პერსონალის და სტუდენტების შეფარდება
- 1:6


სწავლა
:

 

  • ჯგუფებში მაქსიმუმ 12 სტუდენტია, ყველა სტუდენტს უტარდება ტესტირება და გასაუბრება ჩასვლისას
  • გაკვეთილები, რომლებიც ეფუძვნება მუშაობას პროექტებზე, სტუდენტებს საშუალებას აძლევს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარების პრაქტიკისათვის.
  • ყველა სტუდენტი მუშაობს საკუთარ პორტფოლიოზე, რომელსაც წაიღებს სახლში და რომელშიც ასახული იქნება მის მიერ მიღწეული პროგრესი
  • ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს და მისი სწავლის შედეგის მიმოხილვას
  • ენის ცოდნის დონეები: Elementary - Advanced

 


ექსკურსიები:
ექსკურსიები და სასწავლო ვიზიტები ტარდება დევიზით „ინგლისი ჩვენი საკლასო ოთახია“ - სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში. აუცილებლად ტარდება ექსკურსიები ლონდონსა და კემბრიჯში, ასევე სხვა საინტერესო ადგილებში.

 

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: ჩვენი ტელ. 2305 735, 555 535 535

 

15 მარტამდე პროგრამის დაჯავშნის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ სააგენტოს უფასო მომსახურებით